ვებსაიტი იყენებს cookie ფაილებს.  გამოყენების პირობები

კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
არგადარჩენაარგადარჩენა
არგადარჩენა

უფასო მიწოდება

15.95
არგადარჩენა

არგადარჩენა

ID: 9789941314247
არგადარჩენა  argadarchena

ნომინაციები: საბა

გამოცემის წელი: 2022

გვერდების რაოდენობა: 88

ISBN: 9789941314247

გამომცემლობა: ინტელექტი

15.95

უფასო მიწოდება3 სთ-ში
ანოტაცია

„არგადარჩენა“ ბოლო 4 წლის განმავლობაში შექმნილი ლექსების კრებულია. წიგნის სახელწოდების კონცეფცია მიკარნახა ამავე სათაურის მქონე ჩემმავე ლექსმა, რომელიც ბიბლიური თემის სტრუქტურალისტურ რეკონსტრუქციას გულისხმობს. „თუ უფალი არ ააშენებს სახლს, ამაოდ გაირჯებიან მისი მშენებლები; თუ უფალი არ დაიცავს ქალაქს, ამაოდ ფხიზლობს გუშაგი.“ (ფსალმუნნი, გალობა აღსავალთა. 126 (127:1). ბიბლიური თეზა იმედს გულისხმობს, რაც კომფორტის ზონას ქმნის მკითხველისთვის, ჩემ შემთხვევაში კი გადავწყვიტე, ამ კომფორტის ზონიდან გამომეყვანა მკითხველი და შემომეთავაზებინა ეგზისტენციური ჩიხი, სადაც ადამიანი, როგორც წესი, სრული უიმედობის ზღვარზე მოძრაობს. მაგრამ მთავარი მიზეზი, რის გამოც კრებულს ის ჰქვია, რაც ჰქვია, არის თავად პოეტის (ზოგადი პოეტის, ასე ვთქვათ, პოეტის იდეის) თვისებრივი მხარე: პოეტი არის ოდისევსური „არავინ“, რომელიც დროის ციკლოპს (წაიკითხე: კონიუნქტურას ან ბაზრის ტრენდს) უნდა დაუსხლტეს და ცხვრის ფარას (წაიკითხე: შიშებსა და კომპლექსებს) ამოფარებული უნდა გავიდეს სამშვიდობოს. მაგრამ ოდისევსისგან განსხვავებით, პოეტი ვერასოდეს გავა სამშვიდობოს, ვერ გადარჩება და ამ ვერგადარჩენაში ვხედავ პოეზიის განწირულ და ლამაზ მისიას. შესაბამისად, კრებულს უნდა დარქმეოდა „ვერგადარჩენა“ და არა „არგადარჩენა“, და ასეც მქონდა ჩაფიქრებული, თუმცა ლინგვისტური თვითანალიზისას მივხვდი, რომ ეს არასწორი იქნებოდა. „ვერ“ უარყოფითი ნაწილაკი გულისხმობს ქმედებათა შეუძლებლობას გარემო პირობების გამო, ხოლო „არ“ ნაწილაკი სუბიექტის ნებელობას მოიცავს. ჩემი სათქმელი უნდა ყოფილიყო ის, რომ პოეტს შეუძლია გადარჩეს კიდეც, მაგრამ ის არ, სწორედაც რომ არ გადარჩება, პრინციპულად და მიზანმიმართულად არ გადარჩება.

 

თქვენც გისურვებთ არგადარჩენას!“, – პაატა შამუგია

დამატებითი ინფორმაცია
  • ავტორი პაატა შამუგია
  • გამომცემლობა ინტელექტი
  • ენა ქართული
  • გვერდების რაოდენობა 88
  • ფორმატი 140 x 180 მმ
  • ყდა მაგარი
  • გამოცემის წელი 2022
  • ორიგინალის ენა ქართული
  • ნომინაციები საბა
  • ავტორის წარმომავლობა საქართველო


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით.  ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.

 

app-store.pngplay-store.png

Copyright © 2025 Veli.store, ყველა უფლება დაცულია.