ჰელოუინი არა მხოლოდ ზრდასრულებისთვის, არამედ ბავშებისთვისაც ერთ-ერთი საუკეთესო გართობის საშუალებაა. ამ დროს ვითარდება მოზარდის ფანტაზია, კრეატიულობა და სოციალური უნარები. იმისთვის, რომ ბავშვი ჰელოუინს მომზადებული შეხვდეს, VELI.store-ზე გადახედე კატეგორიას კოსტუმები & აქსესუარები, შეარჩიე სასურველი ნივთები სახლიდან გაუსვლელად და მიიღე შენაძენი 3 საათში, თბილისის ნებისმიერ მისამართზე.
აღმოაჩინე ჰელოუინის კოსტუმები გოგონებისთვის
ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფორმა ბავშვებისთვის ჰელოუინზე არის ვენსდეის კოსტუმი. ველიზე ასევე დაგხვდება ვენსდეი ადამსის პარიკი წინამოთი, რომელიც სინთეტიკის მასალისგან არის დამზადებული და შავი ფერისაა.
ჰელოუინზე როლური წვეულებისთვის კარგი ვარიანტია Fiestas Guirca, Cinderella, კოსტუმი, რომელიც სპეციალურად შექმნილია კონკიას ანიმაციის მოყვარულებისთვის. კაბა პოლიესტერის მასალისგან არის დამზადებული, ცისფერი ფერისაა და მხრებზე ჩამოკიდებული აქვს ელასტიური, ოქროსფერი თასმები. ველიზე კონკიას კაბა სხვადასხვა ზომის მიხედვით შეგიძლია შეარჩიო.
შედარებით მცირეწლოვანი ბავშვებისთვის მოსახერხებელია ვერსიაა Boland, ფერიის კოსტუმი, რომელიც ქვედაბოლოსა და ფრთებს აერთიანებს. ეს ფორმა ზომით 33 X 38სმ-ია და პოლიესტერისგან არის დამზადებული.
შეარჩიე ჰელოუინის კოსტუმები ბიჭებისთვის
3-დან 4 წლის ბავშვებისთვის არის განკუთვნილი Iron Man-ის ფორმა, რომელიც აერთიანებს როგორც ნიღაბს, ასევე მთლიან კოსტუმს. პროდუქტი პლასტმასისა და პოლიესტერის მასალისგან არის შექმნილი და ზომით 104/51 სმ-ია.
ჰელოუინის წვეულებებისთვის ერთ-ერთი მოთხოვნადი პროდუქტია მარველის ცნობილი გმირის, სპაიდერმენის კოსტუმი. პროდუქტი აერთიანებს კომბინიზონს წითელ და ლურჯ ფერებში, და ასევე ნიღაბს. კოსტუმის მასალა უზრუნველყოფს, რომ ბავშის კანმა ისუნთქოს და არ შეზღუდოს სხეული.
ბავშვებს, რომლებსაც სათავგადასავლო ჟანრი უყვართ, ჰელოუინისთვის კარგი ვარიანტი იქნება Robin Hood-ის ფორმა. კომპლექტი შედგება მაისურისგან, ხელთათმანისგან, ჟილეტისა და 2 ქამრისგან. კოსტუმი განკუთვნილია 5-დან 6 წლამდე ბავშვებისთვის.
კოსტუმებთან ერთად ველიზე ასევე შეგიძლია შეარჩიო ჰელოუინის აქსესუარები ბავშვებისთვის, მათ შორის, მეკობრის ხმალი თუ პანდას ნიღაბი. შეუკვეთე სახლიდან გაუსვლელად სასურველი ნივთები და მიიღე შენაძენი საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.