კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
თანამედროვე ქართველი მწერლები
ფილტრაცია
დალაგება:

თანამედროვე ქართველი მწერლები

ვარდის სურნელი
ძველი ფურცლიდან
ასტრალის სული
აღმოსავლეთით
ჭინკობისთვე-30%
მეოცნებეთა ლიგა
უხილავი თამაში
გათვლა
ჯინსების თაობა
წავა წავა წავა
ქანაანის შვილები
ტელეფას ცხვარი
20 პროდუქტის ჩვენება

დღეს თანამედროვე ქართული ლიტერატურული სცენისადმი ინტერესი დიდია. იგი სულ უფრო დინამიური ხდება, რაშიც თანამედროვე ქართველ მწერლებს თავიანთი წვლილი მიუძღვით. ქართველი მწერლები საზღვარგარეთ საკუთარი ნაწარმოებების თარგმნილი ვერსიით უცხოური გამოცემების პრეზენტაციებზე და ფესტივალებზე მიემგზავრებიან. ქართული ლიტერატურის გაცნობა მსოფლიოს ლიტერატურულ რუკაზე მონიშვნის შესაძლებლობას გვაძლევს. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ამ კუთხით, 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგენა იყო.

რა თქმა უნდა, გამომცემლები მწერლებზე არანაკლებ აქტიურები არიან და ორივე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ჩვენს საზოგადოებაში. ისინი იქ არიან, სადაც სამოქალაქო საზოგადოება და საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების კონსოლიდაციისთვის მხარდაჭერას აგრძელებენ. ხშირად იხილავთ ქართველ მწერლებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან და უბრალო მოქალაქეებთან დემონსტრაციებზე, ტელეეკრანებსა და სოციალურ მედიაში.

ეს სიახლე სულაც არ არის, რადგან პირდაპირ თუ შეფარვით, ოდითგანვე, ქართველი მწერლებისთვის ლიტერატურა ყოველთვის იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ეფექტური იარაღი. რადგან ახლა თანამედროვე ქართველ მწერლებს მიმოვიხილავთ, მათი დიდი როლი თანამედროვე ლიტერატურაში XX საუკუნის მეორე ნახევრიდან იწყება. ქართველი მწერლები საბჭოურ რეჟიმს ლიტერატურული ნარატივით, უპირისპირდებოდნენ. ამ პერიოდში აღსანიშნავია თანამედროვე მწერლები როგორებიც არიან: ოთარ ჭილაძე, გურამ დოჩანაშვილი, ჭაბუა ამირეჯიბი, ჯემალ ქარჩხაძე და ოთარ ჩხეიძე. ამ ავტორებმა ლიტერატურულ სცენაზე მნიშვნელოვანი სიტყვა თქვეს. მათ გამორჩეულ ნაწარმოებებს ჩვენი წიგნების ონლაინ მაღაზიაში, აუცილებლად შეძლებ რომ გაეცნო ან შეიხსენო.

 

ქართული პოსტმოდერნისტული რომანები VELI-ზე

VELI.Store-ს წიგნების ონლაინ მაღაზიაში თანამედროვე ქართველი მწერლების გამორჩეული შემოქმედება არის წარმოდგენილი: დაწყებული გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან, დღევანდელი გამოცემების ჩათვლით.
შენი ინტერესების შესაბამისად შეგიძლია ჟანრობრივი და ასაკობრივი კატეგორიით საუკეთესო წიგნები შეარჩიო.

თუმცა, აქ პოსტმოდერნისტული რომანები ჭარბობენ. თანამედროვე მწერალთა უდიდესი ნაწილი რაიმე ფორმით მაინც დაკავშირებულია პოსტმოდერნისტულ იდეასთან. პოსტმოდერნიზმი ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში შემოვიდა, რაც ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ და სოციალურ ვითარებას უკავშირდება და ‘’დაკარგულ თაობას’’. მწერლებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს დამოუკიდებლობის ამ შემდგომ პერიოდში: იმ რთულ წლებში, როდესაც ქვეყანა საკუთარი ღირებულებების გადაფასებისა და საბჭოთა იდეოლოგიის გავლენისგან თავის დაღწევისთვის იბრძოდა. 

გასაკვირი არაა პოსტმოდერნული ტექსტების სიჭარბე, რომლებშიც ავტორები ეროვნული ნარატივის რეორგანიზებას ცდილობენ. მათი პერსონაჟები ჩვენს დროში, თუ წარსულ, 90-იანურ თბილისის უბნებში ცხოვრობენ. თუმცა, ისინი არ არიან მარტივი გმირები. ახლანდელ ლიტერატურას ხომ რთული პერსონაჟები აინტერესებს და რაც უფრო მრავალმხრივია მათი პერსონა, მით უფრო დამაინტრიგებელია მკითხველისთვის.

 

თანამედროვე ქართველი მწერლები დღეს

დღეს თანამედროვე ქართველი მწერლები არა მხოლოდ ქვეყნის წარსულსა და აწმყოზე გვიამბობენ, არამედ მომავლისთვის იმედსაც სახავენ. მათი წიგნები წარმოდგენას გვიქმნის თუ რა გამოწვევების წინაშე დადგა ახლახან გათავისუფლებული, პოსტსაბჭოური, ქართული ლიტერატურა; რას მივაღწიეთ და განვითარებისა და თვითგამორკვევის რა გზაზე ვდგავართ. იდენტობის კვლევისა და ჩამოყალიბების პროცესში კი, მრავალი თანამედროვე ქართული რომანი დაიწერა. თანამედროვე ქართველმა ავტორებმა რომანი ჟანრად აქციეს. 

ამ რომანების თემატიკიდან რამდენიმე ტენდენციას შეამჩნევთ: გასული საუკუნის გადააზრება (ისტორიული, ინტელექტუალური და ეთნოგრაფიული წარსული), პოსტსაბჭოურ ტრავმასთან მიბრუნება, ქართველის იდენტობისა და მსოფლიოში მისი ადგილის ძებნა, თვითგამორკვევის პროცესი და თანამედროვე ყოველდღიური ყოფის ასახვა. მკითხველს განსაკუთრებით ასეთი ისტორიები მოსწონს, ცხოვრებისეული ამბები, პერსონაჟზე ფოკუსირება და ხანდახან წარსულში მოგზაურობაც.

თანამედროვე მწერლებისა და მათი ნაწარმოებების ჩამოყალიბებას ხელი არაერთმა გამოცემამ, სხვადასხვა საინტერესო პროექტით შეუწყო. მაგალითად, სულაკაურის, ინტელექტის, არტანუჯისა და პალიტრა L-ის  გამომცემლობები,  რომლებიც ორ ათწლეულზე მეტია განსაკუთრებულად ცდილობებნ მხარი დაუჭირონ ქართველ ავტორებს და მათი შემოქმედება მკითხველს გააცნონ.
უნდა აღინიშნოს ლიტერატურული პრემია “საბას” დიდი წვლილი, რომელიც ქართულ ლიტერატურას აფასებს და გამარჯვებულ წიგნებსა და ავტორებს აჯილდოვებს. ‘’საბამ’’ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ერთ-ერთ მთავარ კატეგორიაში, საუკეთესო რომანისთვის, ისეთი ავტორები დააჯილდოვა როგორებიც არიან: აკა მორჩილაძე (‘’საბას’’ 6-გზის გამარჯვებული), ლაშა ბუღაძე (5-გზის გამარჯვებული), ბესო სოლომანაშვილი და თამთა მელაშვილი. 2022 წელს კი, საუკეთესო რომანისთვის პრიზი ორ მწერალს, ირმა ტაველიძესა და არჩილ ქიქოძეს ერგოთ. პრემიას არსებობის განმავლობაში არა ერთი საინტერესო ავტორი აღმოუჩენია ან სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ისეთი ადამიანები, რომლებმაც ლიტერატურულ არენაზე პირველად გამოსცადეს ძალები. ნომინაციით ‘’წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი’’, უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში, ტიტული ზურა ჯიშკარიანმა, თემურ ბაბლუანმა, მაია ცირამუამ, ირინე ტაბაღუამ, ნანა აბულაძემ და თემო რეხვიაშლმა მიიღეს. ლიტერატურული პრემია „საბა’’-ს ნომინანტებისა და გამარჯვებულების შემოქმედებას ჩვენს ონლაინ მაღაზიაში შეგიძლია გაეცნო, რაც ყოველწლიურად დაჯილდოების მოახლოებასთან ერთად ნახლდება. 

თანამედროვე ქართველი მწერლებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია ‘’თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი‘’. ხშირად აქ წარმოდგენილი ქართველი ავტორების წიგნები კი ბესტსელერები ხდებიან.

 

შეიძინე რჩეული წიგნები ონლაინ  Veli.Store-ზე

წაიკითხე ქართული VELI.Store-დან. აქ საუკეთესო წიგნები თანამედროვე ქართველი მწერლების შემოქმედებიდან, შენთვის შეირჩა. შეიძინე ონლაინ, გადაიკითხე ან აღმოაჩინე ახალი ქართული ლიტერატურა. 
შენს წიგნს კი მთელი თბილისის მასშტაბით მიიღებ და არამარტო… ველიდან წიგნების შეკვეთა საქართველოს ნებისმიერ წეეტილში შეგიძლია, მიწოდება კი რეგიონებშიც უფასოა.


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.