კომიქსები საქართველოში შედარებით ახალი ფენომენია და აქედან გამომდინარე ჯერ არ არის კომიქსის მკაცრად ჩამოყალიბებული კულტურა და რაიმე დადგენილი წესები. ეს შესანიშნავია: ადამიანი მაქსიმალურად გახსნილად უდგება ამ სამყაროს, შეუძლია დაინტერესდეს სხვადასხვა ჟანრით და ფორმატით, წაიკითხოს ცოტ-ცოტა ყველაფერი და შემდეგ აირჩიოს ის, რაც მოსწონს. კომიქსი ყველასთვისაა და მცდარია მოსაზრება, თითქოს მათგან რაიმე უნდა ისწავლო, გაიზარდო, მითუმეტეს იმაზე უფრო მეტად არა, ვიდრე ეს სხვა მედიუმების შემთხვევაში იქნებოდა. ასევე, არ შეესაბამება სიმართლეს, რომ თითქოს კომიქსი იყოს ერთგვარი გარდამავალი ეტაპი სურათებსა და მხატვრულ ლიტერატურას შორის. კომიქსი ყველაფრისგან დამოუკიდებლად არსებობს და ის თვითმყოფად კულტურას წარმოადგენს. თავდაპირველად ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ ინგლისურენოვანი კომიქსები, ხოლო დროთა განმავლობაში, ასევე ჩნდება ქართული კომიქსები.
როგორ იწყებოდა დიდი ისტორია - DC და Marvel კომიქსები
Marvel და DC კომიქსების ორი განსხვავებული გამომცემლობაა. თითოეული მათგანი მკითხველს თავის გამოგონილ სამყაროს სთავაზობს, რომლებიც სავსეა სხვადასხვა სუპერგმირებითა და სუპერბოროტმოქმედებით. მათ შორის ბევრი განსხვავებაა, მაგრამ ასევე ბევრი მსგავსებაც არის. როგორც მათი თაყვანისმცემლების უმეტესობა აღნიშნავს მთავარი განსხვავება, ის არის, რომ DC კომიქსებს უფრო პირქუში ატმოსფერო აქვთ ვიდრე Marvel-ის ისტორიებშია. ისინი სხვადასხვა კომიქსებზე ფლობენ საავტორო უფლებებს, მაგალითად DC გამოსცემს სუპერმენს, ბეტმენს და აქვამენს, რომლებზეც შესაბამისად არ ფლობს უფლებებს მარველი.
გამომცემლობა DC 1934 წელს დაარსდა DC Comics-ის სახელით და ძირეულად შეცვალა საზოგადოების შეხედულება გასართობ ინდუსტრიაზე. მისმა დამფუძნებელმა მალკოლმ უილერ-ნიკოლსონმა კომიქსები დეტექტიურ, საინტერესო ისტორიებად აქცია. ხოლო, 1938 წელს ჯო შუსტერისა და ჯერომ სიგელის ტანდემმა მსოფლიოს წარუდგინა სუპერგმირული თავგადასავლების ახალი ჟანრი. მათ მიერ გამოგონილმა სუპერმენმა საფუძველი ჩაუყარა ფანტასტიკურ DC Multiverse-ს.
გამომცემლობა Marvel-ის ისტორია ოდნავ მოგვიანებით იწყება და ის სწორედ უკვე განხილულ DC-ის უკავშირდება. ხელოვნება ვერ განვითარდება ინდუსტრიის გარეშე, ხოლო ინდუსტრია თავის მხრივ – კონკურენციის გარეშე. 1938 წელს მკითხველებმა პირველად გაიცნეს ლურჯად გამოწყობილი გოლიათი, რომელმაც ისინი აიძულა ადამიანის ზებუნებრივი ძალების ერწმუნათ. სუპერგმირული კომიქსების ჟანრი, რომელიც DC-ს რამდენიმე წლიანი ძიება და სხვა ჟანრებთან ექსპერიმენტები დაუჯდა, წარმოუდგენლად წარმატებული გახდა და უკვე 1939 წელს, ვინმე მარტინ გუდმენმა, რომელიც იმ დროისთვის დახელოვნებული იყო ბულვარული მხატვრული ლიტერატურის გამოქვეყნებაში, დააარსა კომიქსების თავისი გამომცემლობა. საგამომცემლო კომპანია, რომელიც მიმართულია ექსკლუზიურად სუპერგმირებზე. გამომცემელს Timely Publications ეწოდა, ხოლო პირველ კომიქსს, რომელიც გამოვიდა Marvel Comic დაერქვა. ასე დაიწყო მარველის დიდი ისტორია, რომელმაც უკანასკნელი საუკუნის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით უამრავი თაყვანისმცემელი შეიძინა.
როგორ შევარჩიოთ ქართული კომიქსები
კომიქსების ქართული ინდუსტრია სწრაფად ვითარდება, მითუმეტეს რომ საკმაოდ უხვად გვაქვს კლასიკური ლიტერატურის ისეთი ნიმუშები, რომლებიც შესანიშნავ თავგადასავალს სთავაზობს მკითხველს, გარდა ამისა კომიქსად კითხვა უფრო სახალისოა. ეს რასაკვირველია იციან კომიქსების ქართველმა ავტორებმაც და ქმნიან როგორც ორიგინალურ კომიქსებს, ასევე აქტიურად აკომიქსებენ უკვე არსებულ მხატვრულ ტექსტებს. კომიქსებისთვის ვაჟა ფშაველა ერთ-ერთი ყველაზე შესაფერისი ავტორია, რამდენადაც მისი პოემები სავსეა გმირობით, მრავალფეროვანი სიუჟეტით და წარმოგვიდგენს ნამდვილ ქართველ სუპერგმირებს, ეს არ გამორჩენიათ გამომცემლობებსაც და VELI.store-ზე შეგიძლია ნახო კომიქსები ვაჟა ფშაველას გმირების მონაწილეობით, - ალუდა ქეთელაური, გაიცნო ბახტრიონის ბრძოლის გმირები და მოიწყო საინტერესო თავგადასავალი სტუმარ-მასპინძლის რთულ და წინააღმდეგობებით სავსე სამყაროში.
აქ ასევე იპოვი ქართულ ორიგინალურ კომიქსს - კაკაფონია და შეხვდები შესანიშნავ თარგმანებს, როგორებიც არის მებრძოლი ქალები და V ანუ ვენდეტა.
კომიქსი ვეფხისტყაოსანი არის გრაფიკული რომანი. „ვეფხისტყაოსნის“ ამ ახალ გამოცემაში ქართველი სუპერგმირების – ავთანდილის, თინათინის, ნესტანისა და ტარიელის სიყვარულის, უანგარო მეგობრობის, თანაგრძნობისა და თავგანწირვის ამბავი სრულიად ახლებური ხედვითაა გადმოცემული. მხატვარი დავით მაჭავარიანი ოთხი წლის განმავლობაში მუშაობდა ამბის ვიზუალურ თხრობაზე, ადაპტირებული ტექსტი კი პრემია „საბას“ ლაურეატ მწერალ სალომე ბენიძეს ეკუთვნის. აქ წარმოდგენილია პოემის თითოეული ეპიზოდისა და ლეგენდარული პერსონაჟის უნიკალური, სრულიად ახალი და განსხვავებული სახე. ტექსტში შენარჩუნებულია აფორიზმები და ზოგიერთ შემთხვევაში რუსთაველის ორიგინალი სტრიქონებიც. ტექსტის 20% ორიგინალ ენაზეა, ხოლო 80% გათანამედროვებულ, კომიქსზე მორგებულ ენაზე.
როგორ შევიძინოთ კომიქსები ონლაინ
იმისთვის, რომ კომიქსები უფროსებისთვის და ბავშვებისთვის შეარჩიო, ყველაზე მარტივი გზა ონლაინ მაღაზია შეიძლება იყოს. VELI.store-ზე ნახავ ყველაზე პოპულარულ და სახალისო ქართულ და უცხოურ კომიქსებს. შეიძინე კომიქსები დღესვე და მიიღე შენაძენი 3 საათში, თბილისში ან აგარაკზე, ადგილზე უფასო მიტანით.