საკუთარი თავის ან ბიზნესის განვითარებისთვის ახალი იდეები და წარმატების გზები უცხოურ არამხატვრულ ლიტერატურაში შეგიძლია აღმოაჩინო. უცხოური გამოცდილების გაზიარებისთვის VELI.store-ზე მრავალფეროვან ინგლისურენოვან ლიტერატურას დაათვალიერებ.
წიგნები თვითგანვითარებისთვის ველიზე
თუ კრეატიული თვალთახედვის გამრავალფეროვნება შენი მიზანია, მაშინ საჭირო რესურსით აღჭურვაში შტაინ გრინბერგის წიგნი სახელწოდებით Creative Acts For Curious People დაგეხმარება. წიგნის ავტორი მარტივი ხერხებით აღწერს როგორ იფუთება იდეა და რა მეთოდებია საჭირო მისი განხორციელებისთვის.
ველიზე ასევე შეგიძლია აღმოაჩინო ფუჯა ლაქშმინის წიგნი Real Self Care. ავტორი სერტიფიცირებულ ფსიქიატრთა საბჭოს წევრია და მნიშვნელოვანი როლს თამაშობს მენტალური ჯანმრთელობის იდეის პოპულარიზაციაში. წიგნში მწერალი განმარტავს თუ რას ნიშნავს საკუთარ თავზე ზრუნვა და მთავარი აქცენტს ქალის თანამედროვე ცხოვრებაზე ამახვილებს. ლაქშმინი ჩამოთვლის საკუთარ თავზე ზრუნვის აუცილებელ ელემენტებს და აწვდის მკითხველს ამომწურავ ინფორმაციას დასახელებულ საკითხებზე.
Surrounded by narcissists შვედი ბესტსელერი ავტორის ტომას ერიკსონის წიგნია. ავტორი 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მოგზაურობდა ევროპის გარშემო და ატარებდა ლექციებსა და სემინარებს. წიგნში ერიკსონი საუბრობს იმ პრობლემებზე, რომლებიც ადამიანების უმრავლესობას შეიძლება აწუხებდეს. მწერალი თავისი რჩევებით დაგეხმარება გამოიმუშაო ისეთი უნარები, რომლებიც ნარცისული ხასიათის ადამიანებთან კომუნიკაციას გაგიმარტივებს. მიღებული ინფორმაცია ხელს შეგიწყობს ცხოვრება შენივე საჭიროებებზე მოაწყო და სხვების აზრმა ნაკლებად მოახდინოს შენზე გავლენა. წიგნის შეძენას ველიზე შენთვის მოსახერხებელი გადახდის მეთოდით შეძლებ.
წიგნები ბიზნესის განვითარებისთვის ველიზე
წარმატებული ბიზნესების გამოცდილების გაზიარება შენი ბიზნესის წინსვლის საფუძველი შეიძლება აღმოჩნდეს. ველიზე აღმოაჩენ ჯეფრი კეინის წიგნს Samsung Rising, სადაც მწერალი საუბრობს Samsung-ის დაფუძნების, რთული გზის, კონკურენციისა და წარმატების შესახებ. ეს ინფორმაცია დამწყები სტარტაპერებისთვის კარგი გზამკვლევია.
ბიზნესის “კულისებს მიღმა” ისტორიას გვიყვება ასევე სტივენ ლევის წიგნი Facebook - the inside story. ავტორი აღწერს მარკ ცუკერბერგის პირველ ნაბიჯებს, თუ როგორ შეიქმნა ერთი საიტიდან დიდი კომპანია, რომელიც დღემდე წარმატებით საქმიანობს. სირთულეები და გამოწვევები, რომლებიც დამფუძნებელს თავს გადახდა დეტალურად არის აღწერილი ამ წიგნში.
ბიზნესის წარმატებისთვის ასევე მნიშვნელოვანია კომპანიის თანამშრომლების სწორი მენეჯმენტი. კატერინა კოსტოულას წიგნი Hold Successful Meetings ამ მიმართულებით საინტერესო ვარიანტია. წიგნში აღწერილია მწერლის გამოცდილება დიდი გუნდების სწორი მართვისა და შეხვედრების ოპტიმალურ დროში მაქსიმალური შედეგით გამართვის შესახებ.
გუნდის წარმატებული მართვის პროცესში ასევე დაგეხმარება ბრენ ბრაუნის წიგნი Dare to lead. ნიუ იორკ თაიმსის ბესტსელერ წიგნში ავტორი დეტალურად, გასაგები ენით აღწერს ლიდერობისთვის საჭირო უნარ-ჩვევების, მათი გამომუშავების გზებისა და საქმიანობაში წარმატებით დანერგვის შესახებ.
ბიზნესის განვითარებისთვის წიგნებთან ერთად ველი ბიზნეს კატეგორიაში სხვადასხვა პროდუქტები შეგიძლია აღმოაჩინო, მათ შორის, ოფისის, სასტუმროს, ბარისა და რესტორნის აღჭურვისთვის საჭირო ნივთები.
დაათვალიერე ველიზე ინგლისურენოვანი ლიტერატურა, შეარჩიე შენთვის სასურველი წიგნები და მიიღე შენაძენი უფასოდ მთელი საქართველოს მასშტაბით.