VELI.store-ზე ტელევიზორების კატეგორიაში 10-მდე რჩეული ბრენდის მოდელებს აღმოაჩენ. თუ ტექნიკის შეძენამდე ბიუჯეტი წინასწარ განსაზღვრული გაქვს, შეგიძლია პროდუქტი ფასის მიხედვით გაფილტრო. ველიზე წარმოდგენილია ტელევიზორების ყველა ბრენდი, როგორიცაა Aiwa, LG, Philips, Samsung და Sony. ტელევიზორის თანამედროვე მოდელის შეძენას სახლიდან გაუსვლელად, ხელმისაწვდომ ფასად ველიზე შეძლებ. შენაძენი კი 3 საათში უფასო მიტანის სერვისით უკვე შენი სახლის კართან იქნება.
თუ ველის კორპორატიული მომხმარებელი ხარ და ოფისისთვის მონიტორების ან კომპიუტერული ტექნიკის შეძენის საჭიროება გაქვს, ამაში ველი ბიზნესი დაგეხმარება. ველი ბიზნესი ნებისმიერი ინდუსტრიის კომპანიებს მათთვის საჭირო ყველა პროდუქტით სწრაფად და მარტივად ამარაგებს. მაგალითად, იდეალური გამოსავალია სასტუმროებისთვის, რომელთაც მუდმივად აქვს ჰიგიენური პროდუქტების შესყიდვის საჭიროება ან ბარ-რესტორნისთვის, რომელთაც შეიძლება სასმელების ან სამზარეულოს ტექნიკის მომარაგება დასჭირდეს.
უახლესი ტელევიზორები ველიზე
ონლაინ მაღაზიაში სხვადასხვა ოპერაციულ სისტემებზე მომუშავე ტელევიზორები დაგხვდება. მათ შორის იპოვი:
- Android 11
- Android TV,
- Google TV,
- Saphi,
- Tizen
- webOS Smart TV-ს და სხვა სისტემებზე მომუშავე მოდელებს.
ტელევიზორის ოპერაციული სისტემა ასრულებს იგივე როლს რასაც Windows ან macOS კომპიუტერებისთვის ან iOS და Android სმარტფონებისთვის. მაგალითად, თუ გინდა ტექსტის ხმოვანი ძიების ფუნქციით, ლაივ სტრიმინგით და სხვა ინტერნეტ რესურსებით ისარგებლო, უმჯობესია არჩევანი smart TV-ზე შეაჩერო.
მაგალითად, ტელევიზორი Philips 65OLED907/12 65" იდეალური არჩევანია მათთვის, ვისაც სახლში თანამედროვე, მრავალფუნქციური და ციფრული ტელევიზორი სჭირდება. მოდელს აქვს Ambilight 4 ტექნოლოგია, რომელიც ფერებისა და განათების აღქმის საუკეთესო საშუალებას იძლევა. 120 Hz VRR პანელი კი დინამიური გამოსახულების უდანაკარგო გადმოცემას უზრუნველყოფს. ტელევიზორს P5 ტექნოლოგია აქვს ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერით.
ტელევიზორების ტექნიკური მახასიათებლები
უკვე იცი, რომ ტელევიზორის შეძენამდე აუცილებელია ბრენდის წარმომავლობა, ეკრანის გამოსახულების სიზუსტე და დისტანციური მართვის პულტის არსებობა გაითვალისწინო. არსებობს კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ტექნიკური მახასიათებელი, რომელიც 2024 წელს ყველა თანამედროვე ტელევიზორს უნდა ჰქონდეს.
ხმის კონტროლის ფუნქცია
ხმის კონტროლის ფუნქცია ზრდის და ამცირებს ელექტრული სიგნალების წინააღმდეგობას. როდესაც ტელევიზორს ხმას დაუწევ, გაზრდი სიგნალების წინააღმდეგობას, რის შედეგადაც ნაკლები ვოლტი მოხვდება დინამიკამდე და ტელევიზორის ხმა უფრო მშვიდი და სასიამოვნო მოსასმენი ხდება. მაგალითად, Samsung QE65QN85DBUXRU 65" - აღჭურვილია ამ ფუნქციით, მისი შეძენა კი ველიზე სახლიდან გაუსვლელად შეგიძლია.
LCD, LED, OLED, QLED პანელის ტექნოლოგიები
თუ LG OLED55B4RLA.AMCN 55" ტელევიზორი მუშაობს OLED ტექნოლოგიაზე, რაც უზრუნველყოფს ენერგიის დაბალ მოხმარებას და გამოსახულების მაღალ რეზოლუციას. LCD პანელები წარმოადგენენ თხევადკრისტალურ, ბრტყელი პანელის დისპლეის, რომელიც იყენებს თხევად კრისტალებს მუშაობისთვის. ხოლო QLED პანელებს შეხვდები Samsung-ის ტელევიზორებში, რომელიც უზრუნველყოფს განათების და კონტრასტის უზუსტესი კონტროლს HDR10+ ტექნოლოგიების დახმარებით.
HDR მხარდაჭერა და ეკრანის ზომა
HDR თავსებადობის მქონე ტელევიზორი მთლიანობაში უფრო მაღალი ხარისხის კადრებს აჩვენებს. თუ შენთვის ეს მახასიათებელი პრიორიტეტულია, უმჯობესია Philips 65PUS7409/12 65"-ის ტელევიზორი ველიზე შეიძინო. HDR10+ სიკაშკაშისა და კონტრასტის კონტროლის დახმარებით საუკეთესო გამოცდილების მიღებაში დაგეხმარება სტრიმინგის ან გეიმინგის დროს.
ეკრანის განახლების სიხშირე და პორტების რაოდენობა
ეკრანის განახლების სიხშირე არის წამში გამოსახულების განახლების რაოდენობა ეკრანზე. მაგალითად, 60Hz ეკრანი განაახლებს ეკრანს წამში 60-ჯერ. ველიზე 50hz-დან 144hz-მდე განახლების სიხშირის მქონე მოდელებს აღმოაჩენ. რაც უფრო მაღალია სიხშირე, მით უფრო კომფორტულია ეკრანზე გამოსახულების ნახვა.
VELI.store-ზე ტელევიზორების კოლექციაში შენს საჭიროებებზე მორგებული ტელევიზორის შეძენა სახლიდან გაუსვლელად შეგიძლია. აქვე ტელევიზორის საკიდებსა და მედია სტრიმერებს აღმოაჩენ. დაათვალიერე და შეიძინე ველიზე ტელევიზორები და სხვა აქსესუარები მარტივად და მიიღე შენაძენი 3 საათში უფასოდ.