ეპილატორი ყველაზე ოპტიმალური და შედეგიანი გზაა სახლის პირობებში, არასასურველი თმის მოსაშორებლად . მოხმარებისას იგი ძლიერად ეჭიდება თმის ღერებს და უზრუნველყოფს მათ უსწრაფესად მოშორებას, კანის დაზიანების გარეშე.
ველიზე წარმოდგენილია სხვადასხვა სახის ეპილატორი, განსხვავებული მახასიათებლითა და ღირებულებით. აქ შეხვდები პროდუქტს მსოფლიოს ისეთი მოწინავე ბრენდებისგან, როგორებიც არიან : Braun , Philips , Remington , Rowenta და სხვ.
თუ გსურს შეიძინო ეპილატორი, რომელსაც სხვადასხვა ზომის თავი და ტრიმერი მოჰყვება, სწორ ადგილას მოხვდი, ამ მხრივ ველიზე დიდი არჩევანია. მსგავსი ტექნიკის მოხმარება იდეალურია ძნელად მისადგომი ადგილების ეპილაციისა და კანის აქერცვლის ან დაზიანების თავიდან ასაცილებლად.
ეპილატორი ფასდაკლებით - ისარგებლე ველის გამორჩეული შეთავაზებით
25%- იანი ფასდაკლება Philips-ის უმაღლესი დონის, BRE255/00 სერიის ეპილატორზე მხოლოდ დასაწყისია იმ შეთავაზებებისა, რომლებსაც ველი გთავაზობს. აღნიშნული ბრენდის პროდუქციაში, ასევე არაჩვეულებრივი ფასდაკლებაა თმის ფენზეც, რომლის შეძენაც ახლა სულ რაღაც 69 ლარად შეგიძლია.
სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს ?
ეპილაცია შეიძლება მტკივნეული იყოს ზოგიერთი ადამიანისთვის, რადგან ეპილატორის მთავარი ფუნქცია თმის ფესვებიანად ამოღებაა, სწორედ ეს განაპირობებს თმის კვლავ დაბრუნების ალბათობის შემცირებას. თუმცა, სწორი მიდგომით სილამაზისთვის გაღებული მსხვერპლის მინიმუმამდე დაყვანა შეგიძლია.
უმეტესად, ტკივილი შესაძლოა იგრძნო პირველ ეპილაციაზე. ამ პროცესის პრევენციისთვის, შეგიძლია პრობლემურ უბანზე პირველად თმა პროფესიონალთან მოიშორო. ამის შემდეგ ეპილატორის გამოყენება ბევრად უმტკივნეულო იქნება.
ეპილატორი უმტკივნეულოდ შეგიძლია გამოიყენო ცხელი შხაპის შემდეგ, როცა თმიდან შამპუნს ჩამოიბან და კანს კარგად დაიტენიანებ. თუ მაინც დისკომფორტს იგრძნობ, სიჩქარის შემცირება მშვენიერი ალტერნატივაა.
როგორ გამოვიყენოთ ეპილატორი სწორად
1. კანის სასურველი არეა გაისუფთავე და ეცადე, რომ იგი მაქსიმალურად მშრალი იყოს.
2. საჭიროების შემთხვევაში, კონკრეტულ ზონაზე შეგიძლია თმის შეჭრა. ეპილატორი ყველაზე შედეგიანია, როცა თმის სიგრძე 3-4მმ-ს შეადგენს.
3. დაჭიმე კანი, სანამ უშუალოდ ეპილაციას დაიწყებ. თავისუფალი ხელით დარწმუნდი, რომ თმები თავდაყირა დგას.
4. თმის მოცილების პროცესისას არ იჩქარო. დრო დაუთმე მოწყობილობას, რომ თავისი საქმე სრულყოფილად შეასრულოს. ამოძრავე ეპილატორი ნელა თმის ზრდის მიმართულებით.
5. დასუფთავება: ეპილატორს მოჰყვება თავისი ჯაგრისი, რომლის საშუალებითაც უმარტივესად შეძლებ მის გასუფთავებას.
6. კანის შემდგომი მოვლა: ეპილაციის შემდეგ წაისვი დამატენიანებელი კრემი კანის დასამშვიდებლად. დაეხმარე ჩაზრდილი თმების თავიდან აცილებას შემდეგი კვირების განმავლობაში ამქერცლავი ღრუბლის ან კრემის რეგულარული გამოყენებით.
აქვე პატარა რჩევა, კანის დასატენიანებელი პროდუქტის შენახვა დაბალ ტემპერატურაზეა რეკომენდებული, ამ საჭიროებისთვის კი ველიზე მოიძებნება Freeza-ს მინი მაცივარი, რომელიც გარდა პროდუქტიულობისა, ფერადი და უსაყვარლესია და იდეალურად მოუხდება შენი სახლის ინტერიერს.
უთხარი უარი სხეულზე არასასურველი თმის სქელ და უხეშ თმის ღერებს
ეპილატორი შენი ახლო მეგობარი გახდება მაშინვე, როგორც კი არასასურველ თმას ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მოიშორებ. პარსვის შემდეგ, თმის ღერების გამუქება და გაუხეშება ყველაზე ხშირი პრობლემაა. ეპილატორი ამ დისკომფორტს ცხოვრებიდან „ძირიანად ამოგაცლის“.
შენი სხეულის სიჯანსაღისა და კომფორტისთვის ველიზე უამრავი პროდუქტი მოიძებნება. ამ მხრივ ყველაზე პოპულარული ომეგა 3 , უზრუნველყოფს ორგანიზმს შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავებით და აძლიერებს მის იმუნურ, ნერვული, გულ-სისხლძარღვთა ფუნქციებს.
როგორ შევარჩიოთ ეპილატორი
თუ უკვე გადაწყვიტე შოპინგი, ეპილატორი ფასდაკლებით, უამრავი განსხვავებული მახასიათებლითა და გამოყენების თავისებურებით ველზეა.
გრძელვადიანი და უმტკივნეულო ეფექტისთვის, მნიშვნელოვანია შენი სხეულის, კანისა და თმის ტიპისთვის შესაფერისი მოწყობილობის შერჩევა.
როდესაც ეპილატორის ყიდვას გადაწყვეტ, მნიშვნელოვანია გაითვალისწინო ის ძირითადი მახასიათებლები, რომლებიც აუცილებელია გრძელვადიანი, უმტკივნეულო ეფექტის მისაღწევად. არჩევისას, პირველ რიგში, სასურველია იცოდე სხეულის კონკრეტულად რომელი ზონისთვის გსურ მათი შეძენა და როგორ აპირებ ეპილატორის გამოყენებას.
შერჩევისას ყურადღება მიაქციე :
- სახეობას (სველი/მშრალი)
- ბრენდს
- სიმძლავრეს
- გამოყენების მარეგულირებლებს
- კომპაქტურობას (საჭიროების მიხედვით)
- შემადგენლობას (მოჰყვება თუ არა დამატებითი ხელსაწყოები)
- ენერგიის წყაროს ტიპს (სადენიანი/ბატარეა)
- დამატებით ფუნქციები