ველის ონლაინ მაღაზია მდიდარია ტექნიკის მრავალფეროვანი და რჩეული ბრენდების ასორტიმენტით. თუ დიდი ხანია მაღალი ხარისხის ფენ სავარცხელი, თმის დასასწორებელი ან ეპილატორი გჭირდება, დროა ველიზე თმის მოვლის დიდი კატეგორია დაათვალიერო.
კატეგორიაში პოპულარული ფრანგული ბრენდის, Babyliss-ის ტრიმერებს და თმის საშრობ ფენს აღმოაჩენ. ხარისხიან ტრიმერს დიდი მნიშვნელობა აქვს მამაკაცებისთვის სახის კანის მოვლისას. შეარჩიე მაღალი ხარისხის ტრიმერები ველიზე და ისარგებლე უფასო მიტანის სერვისით 3 საათში.
Babyliss-ის შესახებ
Babyliss დიდი ისტორიისა და გამოცდილების მქონე ბრენდია, რომელიც თმის მოვლის სპეციალისტებმა, რენე ლელიევმა და როჯერ ლემუანმა პარიზში დააარსეს. ბრენდი აერთიანებს ისეთი პროდუქტების ასორტიმენტს როგორიცაა თმის სტაილერები, საშრობი ფენები, სახვევი და გასასწორებლები, ასევე ტრიმერები და წვერის საპარსი მოწყობილობები მამაკაცთა ხაზიდან.
Babyliss პროდუქტები ველიზე
VELI.store-ზე Babyliss-ის ტრიმერებს და ფენეს აღმოაჩენ. თუ ხვეული თმა გაქვს და გინდა ხვეულებს მოცულობითი ფორმა მისცე, Babyliss D215DE ფენი კარგი ვარიანტი შეიძლება იყოს. პროდუქტს ხვეული თმისთვის განკუთვნილი დიფუზორი მოყვება, რომლითაც შეგიძლია სალონური ვარცხნილობა დამოუკიდებლად, სახლში გაიკეთო.
კატეგორიაში მამაკაცის ხაზიდან ტრიმერიც დაგხვდება. Babyliss MT890E მულტიფუნქციური ტრიმერი არის წვერ-ულვაშის, ცხვირის, ყურისა და სხეულის მოვლისთვის განკუთვნილი მოწყობილობა, რომელიც მუშაობს უწყევტად 120 წთ-ის მანძილზე. ტრიმერს სრულად დამუხტვისთვის სჭირდება 2 სთ, ხოლო 20 წუთიანი სწრაფი დატენვით შეგიძლია გამოიყენოთ 20 წუთის მანძილზე, რაც საკმარისი დროა წვრის მოვლისთვის. იაპონური უჟანგავი ფოლადის ბასრი დანები კი უზრუნველყოფს სწრაფ და ეფექტურ შეჭრას. არის 100% წყალგამძლე, ასე რომ შეგიძლია აბაზანაში თამამად გამოიყენო.
დაათვალიერე ველიზე თავის მოვლის დიდი კატეგორია და შეარჩიე შენს საჭიროებებზე მორგებული პროდუქტი ონლაინ. აქვე კანის და პირის ღრუს მოვლის მოწყობილობებსაც იპოვი. ველიზე შეძენილი პროდუქტები 3 საათში უფასოდ შენი სახლის კართან იქნება.