ვენტილატორები მოსახერხებელი და ამავდროულად ბიუჯეტური მოწყობილობებია, რომლებიც სასურველ სივრცეში ტემპერატურის რეგულირებისთვის გამოიყენება. VELI.store-ზე სხვადასხვა ტიპის ვინტილატორები შეგხვდება, ესენია:
- იატაკზე დასადგმელი
- კედელზე დასამაგრებელი
- მაგიდაზე დასადგმელი
- მანქანაში დასამაგრებელი
მათ განსხვავებული ზომა და მართვის რეჟიმები, თუმცა საერთო დანიშნულება აქვთ - დაარეგულრონ ჰაერის ტემპერატურა კომფორტული გარემოსთვის. ველიზე შეხვდები ვენტილატორებს, რომლების მართვაც მობილურები ტელეფონების საშუალებით, აპლიკაციებთან კავშირითაა შესაძლებელი, მათი ნაწილი კი პულტით ან მექანიკურად ფუნქციონირებს.
რაც შეეხება ბრენდებს, აქ იპოვი უმაღლესი ხარისხის მწარმოებლებს, როგორებიცაა: Ilitek, Franko, Melisa, Sencor, Shark და სხვ. ვინტილატორის ფასი კი ველიზე 99 ლარიდან იწყება და 600 ლარამდეა.
შეარჩიე საუკეთესო ხარისხის ვენტილატორები VELI.store-ზე
ზაფხულის ცხელ ამინდებში კომფორტულ გაგრილებას უზრუნველყოფს Beper, მაგიდის ვენტილატორი, რომელიც ABS პლასტმასის მასალისგან არის დამზადებული. მოწყობილობა მექანიკურად იმართება და მისი ზომიდან გამომდინარე არ იკავებს დიდ სივრცეს მაგიდაზე. ვენტილატორს შეუძლია მუშაობა როგორც ბატარეის, ასევე USB კაბელის მეშვეობითაც.
აღმოაჩინე ჰაერის გამაგრილებლები
გაგრილების კიდევ მოსახერხებელი საშუალებაა Sencor, ჰაერის გამაგრილებელი, რომელიც მულტიფუნქციურად აერთიანებს ვენტილატორს, ჰაერის დამატენიანებელსა და გამაგრილებელს. მოწყობილობას სიჩქარის 3 დონე აქვს, რომელთაგანაც თითოეული ოთახში ჰაერის ნაკადს თანაბრად ანაწილებს. გამაგრილებელს LED ინდიკატორები აქვს თითოეული რეჟიმისთვის. ამასთანავე, იძლევა Wi-Fi მხარდაჭერას და Sencor HOME აპლიკაციით მართვის შესაძლებლობას.
იშოპინგე VELI.store-ზე ონლაინ და შეიძინე საუკეთესო ხარისხის ვინტილატორები იაფად. სასურველი ნივთის შეძენისას უფასო მიტანის სერვისით ისარგებლებ, საქართველოს ნებისმიერ მისამართზე. თბილისის მასშტაბით კი კურიერი შეკვეთას სულ რაღაც 3 საათში მოგიტანს.