კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
მიქსერები
ფილტრაცია
დალაგება:

მიქსერები

ხელის მიქსერი Franko FHM-1118 Hand Mixer Black
მიქსერი Franko FMX-1006 Mixer White
159.00
მიქსერი Franko FMX-1006 Mixer White
მიქსერი Tesla MX501WRB Mixer White/Red
139.00
მიქსერი Tesla MX501WRB Mixer White/Red
მიქსერი Franko FMX-1149 Mixer Black/Silver
259.00
მიქსერი Franko FMX-1149 Mixer Black/Silver
მიქსერი Franko FMX-1182 Mixer Silver
819.00
მიქსერი Franko FMX-1182 Mixer Silver
ხელის მიქსერი Franko FMX-1148 Hand Mixer Black
20 პროდუქტის ჩვენება

თანამედროვე მიქსერები მრავალფუნქციური მოწყობილობებია, რომლითაც შეგიძლია უგემრიელესი კრემები შექმნა, მოზილო თხელი ცომი, ათქვიფო კვერცხი, გააკეთო პიურე და მრავალი სხვა საკვები. ახლა მიქსერები იმდენად მრავალფუნქციურია, რომ თავისუფლად შეუძლიათ სამზარეულოს კომბაინებსაც გაუწიონ კონკურენცია. 
 

მიქსერი პროდუქტის სწრაფად და მარტივად მომზადებაში დაგეხმარება, მაგრამ როგორი მიქსერი უნდა აირჩიო - ხელის მიქსერი თუ სტაციონარული, რა სიმძლავრეა ოპტიმალური და რამდენი რეჟიმი უნდა ჰქონდეს? მიქსერები არ უნდა აგვერიოს ბლენდერში, რომელიც დანებით არის აღჭურვილი და მისი დანიშნულებაა, მიქსერზე გაცილებით მაღალი სიჩქარით ბრუნვის გზით პროდუქტები ერთგვაროვან მასად გადააქციოს. თუმცა, ზოგიერთი დავალების შესრულება ამ მოწყობილობის ნაცვლადაც შეუძლია.
 

საკონდიტრო მიქსერები ველიზე
 

ისევე როგორ სხვა გაჯეტების შემთხვევაში, სხვადასხვა სახეობის მიქსერები არსებობს. ძირითადად გვხვდება ორი ტიპის: ხელის მიქსერი და სტაციონარული. განვიხილოთ ორივე მათგანი. 
 

ხელის მიქსერი 
 

ხელის მიქსერი მომზადების დროს ხელში უნდა გეჭიროს, ამიტომ ისინი ყოველთვის საკმაოდ მსუბუქი მასალისგან მზადდება. ასეთი მიქსერები მობილურია: შენ თავად წყვეტ, რომელ ჭურჭელში იქნება მომზადება უფრო მოსახერხებელი და ასეთი მიქსერი მარტივად შეგიძლია სამზარეულოში ერთი სამუშაო ადგილიდან მეორეში გადააადგილო. ფასების დიაპაზონს თუ შევადარებთ, ხელის მიქსერები ჩვეულებრივ უფრო იაფი ღირს, ვიდრე სტაციონარული ანალოგები. 
 

შესანიშნავი არჩევანი იქნება ხელის მიქსერი ETA 305190000 LENTO. ამ მულტიფუნქციურ ხელის მიქსერს აქვს ძლიერი 550 ვატიანი ძრავა, რომლის წყალობითაც უმოკლეს დროში შეუძლია მოამზადოს ნებისმიერი ტიპის კრემი, სმუზი, შეიკი, პიურე და სასმელი. აქვს უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული კაუჭები და სიჩქარის 4 რეგულირებადი დონე, რომელიც შეგიძლია  საჭიროებისამებრ თავად აკონტროლო. მოწყობილობა, ასევე, აღჭურვილია სპეციალური კაუჭებით ცომის მოსაზელად. ის კომპაქტური და მარტივად შესანახია. მოხსნადი ნაწილების გარეცხვა ჭურჭლის სარეცხ მანქანაშია შესაძლებელი.

 

სტაციონარული მიქსერები
 

სტაციონარული მიქსერი უფრო მრავალმხრივი და ძლიერი მოწყობილობაა. მას ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეუძლია მოამზადოს დიდი რაოდენობით საკვები პროდუქტები, შენ უბრალოდ ღილაკს თითი უნდა დააჭირო. ის ჩოფერის მსგავსად თასით არის აღჭურვილი. როგორც წესი, ასეთი გაჯეტი უფრო ძლიერია, ვიდრე ხელის მიქსერი. ამის გამო, მას შეუძლია გადახურების გარეშე უფრო დიდხანს იმუშაოს. გარდა ამისა, სტაციონარულ მიქსერებს დიდი კაუჭები და მოცულობითი თასები აქვთ, რაც ერთდროულად უფრო დიდი რაოდენობის ინგრედიენტების მომზადების საშუალებას მოგცემს. 

 

თუ გსურს მძლავრი სტაციონარული მიქსერი შეიძინო, შეგიძლია Russell Hobbs 23480-56 აირჩიო. მულტიფუნქციურ მიქსერს აქვს ძლიერი ძრავა, რომლის წყალობითაც უმოკლეს დროში შეუძლია ინგრედიენტების შერევა და ცომის მოზელა-დამუშავება. მისი საშუალებით შეგიძლია მოზილო ცომი და მოამზადო ნებისმიერი ტიპის კრემი, სოუსი, პიურე და სხვა საკვები. მიქსერის კომპლექტაციაშია: ჯამი, სათქვეფი, ბრტყელი შემრევი, ცომის საზელი თავაკი დაბლენდერი. საცმები დამზადებულია მაღალი ხარისხის უჟანგავი ფოლადისგან.

 

როგორ შევიძინოთ მიქსერები ონლაინ
 

იმისთვის, რომ მიქსერები, ან თუნდაც ხორცსაკეპი მანქანები შეარჩიო, ყველაზე მარტივი გზა ონლაინ მაღაზია შეიძლება იყოს. ნახე VELI.store-ზე საუკეთესო ხარისხის წამყვანი ბრენდების მიქსერები. შეიძინე ახლავე და მიიღე სასურველი ნივთი თბილისში 3 საათში შენს კართან, ადგილზე უფასო მიწოდებით.
 


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით.  ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.