კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
ორთქლის უთოები
ფილტრაცია
დალაგება:

ორთქლის უთოები

ორთქლის უთო ETA 129090000 STEAMIO Steam Generator Dark Gray
ორთქლის უთო ETA 227090000 Stephany Handheld Steamer White/Gray
ორთქლის უთო ETA 127090000 Lara Handheld Steamer Black
ორთქლის უთო Philips GC362/80 Handheld Garment Steamer Black-25%
299.00399.00
ორთქლის უთო Philips GC362/80 Handheld Garment Steamer Black
ორთქლის უთო Russell Hobbs 24460-56/RH Quiet Super Steam Pro Generator Black/Red-21%
ორთქლის უთო Russell Hobbs 28370-56 Steam Genie Handheld Steamer Blue-13%
ორთქლის უთო Russell Hobbs 25600-56RH Steam Genie Handheld Garment Steamer Purple-18%
ორთქლის უთო Russell Hobbs 28040-56/RH Steam Genie Essentials Handheld Steamer Bronze-22%
ორთქლის უთო Russell Hobbs 27220-56 Steam Genie Handheld Steamer Teal-20%
ორთქლის უთო Franko FHS-1199 Vertical Steam Iron Blue/Gray
ორთქლის უთო Ariete 6246 Non-Stick Ceramic Plate Vertical Steam Iron White/Blue-40%
ორთქლის უთო Russell Hobbs 25592-56/RH Steam Genie Essentials Handheld Steamer Green/Gray-20%
ორთქლის უთო Schafer Glatt Sky Steam Iron Black/White
ორთქლის უთო Xiaomi Deerma DEM-HS007 Portable Steam Ironing Machine White-25%
20 პროდუქტის ჩვენება

იცოდი, რომ ტანსაცმლის გაუთოების პროცესი განტვირთვასა და დამშვიდებაში  გვეხმარება?  შეარჩიე ორთქლის უთო ველიზე დღესვე, რათა გაუმკლავდე თანამედროვე სოციუმის მუდმივ ქაოსსა და მღელვარებას, ჯანსაღი ფსიქიკითა და იდეალურად გაუთოებული პერანგით.


ველიზე წარმოდგენილი ყველა ორთქლის უთო ატარებს ინდივიდუალურ მახასიათებელს შენი განსხვავებული საჭიროებისა და მაქსიმალური კომფორტისთვის. უთოები შეგიძლია შეიძინო 2 წლიანი გარანტიითა და 3-დან 6 თვემდე 0%-იანი განვადებით.ესაა თიბისის ეფექტური 0%, რაც ნიშნავს რომ ექვსად გაყოფილ თანხას, ნაწილ-ნაწილ ყოველგვარი საკომსისოს, პროცენტის თუ დამატებითი ხარჯის გარეშე იხდი.  ველი თავისი მომხმარებლებისთვის ყველაზე სწრაფ მიტანის სერვისს უზრუნველყოფს, სრულიად უფასოდ.
 


როგორ მუშაობს ორთქლის უთო


თანამედროვე საყოფაცხოვრებო ტექნიკაში ორთქლის უთო დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგან იგი განსაკუთრებულად კომფორტული და ამავდროულად მძლავრი ხელსაწყოა.


ორთქლის უთოს აქვს წყლის რეზერვუარი, რომელიც, საჭირო რაოდენობით შევსების შემდგომ რკინას ორთქლის გამოშვების საშუალებას აძლევს. მსგავსი უთოები მარტივად უმკლავდებიან ნაკეცებს ტანსაცმლის ნებისმიერ მატერიაზე კონტაქტის გარეშე, რაც თავიდან აგაცილებს ნაჭრის დაწვასა და დაზიანებას.


ხელის ორთქლის უთო განსაკუთრებით მოსახერხებელია ფარდებისა და დაკიდებული ტანსაცმლის გასაუთოებლად, იგი ძალიან კომპაქტური და მსუბუქია. წყლით შევსების შემდეგ, სასურველ სიმძლავრეს შეარჩევ და მარტივად გადაატარებ დაჭმუჭნილ მატერიას სასურველი შედეგისთვის. ამ მხრივ Vitek VT-2440 ორთქლის უთო ნამდვილად სრულყოფილი მოდელია. მას 270 მლ მოცულობის მოხსნადი წყლის ავზი აქვს, ხურდება სულ რაღაც 30 წამში და აქვს ყველაზე მოსახერხებელი, დახვეწილი დიზაინი და ავტომატური გათიშვის ფუნქცია.
 


როგორ შევარჩიოთ მაღალი ხარისხის ორთქლის უთო იაფად


ველიზე წარმოდგენილი პროდუქცია საერთაშორისო ბრენდების მიერაა წარმოებული, არ აქვს მნიშვნელობა სამზარეულოსთვის არჩევ ბლენდერსა და ტოსტერს, თუ სახლის საქმეებისთვის მტვერსასრუტებსა და უთოებში ეძებ სასურველ მოდელს, აქ იპოვი ყველაფერს უმაღლესი ხარისხითა და ყველაზე შთამბეჭდავი შეთავაზებებით.


ხარისხთან ერთად, ორთქლის უთო მრავალი მახასიათებლით შეიძლება შერჩეს.


•             სიმძლავრე - სტანდარტული ორთქლის უთოს სიმძლავრე 1000 – 2500 ვატამდე მერყეობს. თუ ვერტიკალური ორთქლის უთოს შეძენას აპირებ, სიმძლავრის კომპონენტი განსაკუთრებით ყურადღებით შეარჩიე, რადგან ამ სახეობის უთოებს სიმძლავრის მხრივ დიდი პოტენციალი აქვთ. 


•             რეჟიმები - ყველა მატერიას დაუთოებისას მაქსიმალური შედეგიანობისთვის განსხვავებული მიდგომა სჭირდება. მნიშვნელოვანია, შენს მიერ შერჩეულ უთოს ყველა საჭირო რეჟიმი ჰქონდეს დავალების შესასრულებლად.


შედარებით უხეში მატერიებისთვის არსებობს ორთქლის ერთბაშად გამოშვების რეჟიმი, რათა ყველაზე ღრმა ნაკეცების შეუმჩნევლად გაქრობა შეძლო. სახელოებისა და მიუდგომელი ადგილებისთვის ორთქლის გაფანტულად გამოშვების რეჟიმი იდეალურია, ბევრად აჩქარებს და ამარტივებს პროცესს. ასევე არსებობს ვერტიკალური გამოსხურების რეჟიმი, რომლითაც ხელის ორთქლის უთო  ხასიათდება, იგი მოსახერხებელია ფარდებისა და ზეწრების გასაუთოებლად. 


•             ძირი - ორთქლის უთოს ძირი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს დაუთოების პროცესში. იგი ანაწილებს ორთქლსა და სითბოს სწორად, ისე რომ მატერიაზე მხოლოდ სასურველი ადგილების გახურება იყოს შესაძლებელი.


ველიზე წარმოდგენილი ყველა უთო უჟანგავი ფოლადის, მეტალოკერამიკის ან ალუმინის ძირითაა.
ფოლადის ძირის მქონე უთოები მძლავრია, თუმცა საკმაოდ მძიმე და სხვებთან შედარებით მეტი დრო სჭირდება ტემპერატურის დასარეგულირებლად, ალუმინი ბევრად მარტივად ცხელდება, მსუბუქია თუმცა ნაკაწრებთან გაფრთხილება სჭირდება.
კერამიკის ძირიანი უთოები ყველაზე კომპაქტურ და მსუბუქ ხელსაწყოებად ითვლება, თუმცა გამძლეობით ფოლადი სჯობს.

 


ამ და სხვა მახასიათებლების საშუალებით შეძლებ შეარჩიო შენთვის ყველაზე საჭირო და გამოსადეგი ორთქლის უთო ველიზე.  აქ შეხვდები მსოფლიო დონის ისეთ ბრენდებს, როგორებიც არიან : Philips , Franko, Braun, Xiaomi და სხვა.
აღსანიშნავია, რომ ამავე ბრენდებში წვენსაწურების დიდი არჩევანი და შთამბეჭდავი შეთავაზებები გვაქვს.

შეარჩიე სასურველი პროდუქტი ველიზე და მიიღე უფასო მიტანის ყველაზე სწრაფი სერვისი საქართველოში.


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.