კონდიციონერი საჭირო ატრიბუტია ყველა სივრცისთვის, სადაც ტემპერატურის შენთვის კომფორტულ მაჩვენებლამდე დაყვანა გსურს. VELI.store უმაღლესი ხარისხისა და განსხვავებული მახასიათებლების მქონე კონდიციონერების ფართო არჩევანს გთავაზობს. აქ აღმოაჩენ ტექნიკის ყველაზე ცნობილ და მოთხოვნად ბრენდებს, როგორებიცაა:
ამასთან ველიზე შეძლებ შეიძინო ბრენდული მაცივრები და სხვა მაღალი ხარისხის მსხვილი ტექნიკა. შეუკვეთე სახლიდან გაუსვლელად და მიიღე შენაძენი 3 საათში, თბილისის ნებისმიერ მისამართზე.
აღმოაჩინე საუკეთესო ხარისხის კონდიციონერები VELI.store-ზე
ინოვაციური ტექნოლოგიით გამოირჩევა Midea-ს ბრენდის კონდიციონერი 40 კვ. ჰაერის ნაკადის 3D ფუნქციის წყალობით სიგრილე ყველა მიმართულებით თანაბრად ნაწილდება. კონდიციონერის მართვა დისტანციურად, მობილური აპლიკაციითაც არის შესაძლებელი. მოწყობილობა შეგიძლია ღამეც მშვიდად დატოვო ჩართული, რადგან 24 dB Silent რეჟიმი იდეალურ გარემოს ქმნის მოსახერხებელი ძილისთვის. თვითწმენდის ფუნქცია კი გაგიმარტივებს კონდიციონერის სისუფთავის შენარჩუნებას.
მეტი კომფორტისთვის ველიზე დაგხვდება პორტატული კონდიციონერი, რომელიც ზედაპირზე არსებული გორგოლაჭების დამსახურებით მარტივად გადაადგილდება ნებისმიერ ადგილას. მოწყობილობას 4 რეჟიმი აქვს, მათ შორის არის: გაგრილების, ვენტილატორის, ძილისა და ტაიმერის. კონდიციონერის მარტივი მართვა მის ზედაპირზე არსებული ღილაკებით და ეკრანით არის შესაძლებელი.
პატარა კონდიციონერები ველიზე
ბიუჯეტურ ფასად ველიზე დაგხვდება TCL-ის ბრენდის პატარა კონდიციონერი, რომელიც მცირე ზომის სივრცეებისთვის არის განკუთვნილი (15-20მ2). მოწყობილობას გაგრილება-გათბობისა და ძილის რეჟიმები აქვს. სრული სიმძლავრე 2140 ვატია, ხოლო ხმაურის დონე 40 დეციბელს შეადგენს.
შეარჩიე კონდიციონერები ფასდაკლებით ველიზე, აქვე აღმოაჩინე ვენტილატორები დაათვალიერე ნივთები ზაფხულის ცხელი დღეებისთვის, შეუკვეთე და მიიღე შენაძენი საკურიერო მომსახურებით საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.
