სამზარეულოში ფუსფუსის და გემრიელი სადილის შემდეგ დამატებითი კომფორტი ზედმეტი არასდროსაა. კომფორტის შექმნისთვის კი კარგი ვარიანტი ჭურჭლის სარეცხი მანქანა შეიძლება იყოს, რომელიც შენს ნაცვლად ჭურჭელს იდეალურად დარეცხავს. VELI.store-ის მსხვილი ტექნიკის კატეგორიაში გამორჩეული ბრენდების მაღალი ხარისხის ჭურჭლის სარეცხი მანქანები შეგხვდება.
ველის ჭურჭლის სარეცხი მანქანების კატეგორია მდიდარია ფართო ასორტიმენტით. იმისთვის, რომ შენზე მორგებული ჭურჭლის სარეცხი მანქანა შეარჩიო შეგიძლია სარეცხი მანქანები მოცულობის, ტიპის, ფასისა და ბრენდის მიხედვით გაფილტრო. ეს დროის დაზოგვაში დაგეხმარება.
ჭურჭლის სარეცხი მანქანის შერჩევისას უნდა გაითვალისწინო სამზარეულოს ფართი და მანქანის ტიპი. Მაგალითად, თუ შედარებით მცირე ზომის სამზარეულო გაქვს უმჯობესია ჩასაშენებელი ტიპის ჭურჭლის სარეცხი მანქანა შეარჩიო, რათა მეტი ადგილი დაზოგო. კარგი ვარიანტია Vestfrost VEST60/12SET-ის სარეცხის მანქანა. აქვე თვალი გადაავლე მოდელის ძირითად მახასიათებლებს:
- ჭურჭლის სარეცხი მანქანის ამ კონკრეტულ მოდელს აქვს 12 პერსონის მოცულობა, რაც საკმაოდ დიდი სივრცეა;
- აქვს 6 სხვადასხვა პროგრამა;
- გამოირჩევა მაღალი ენერგოეფექტურობით, ენერგოეფექტურობის კლასია A++ ხოლო ენერგიის მოხმარება ერთი წლის მანძილზე 258 კვტ·სთ-ს აღწევს;
არ გამოგრჩეს ის ფაქტიც, რომ ველიზე ამ კონკრეტული მოდელის ჭურჭლის სარეცხი მანქანის შეძენას 13%-იანი ფასდაკლებით შეძლებ. ველიზე შეგიძლია თანხის გადახდა როგორც ერთიანად, ისე ნაწილ ნაწილ, სასურველი ბანკის შენზე მორგებული პირობებით.
ველის მსხვილი ტექნიკის კატეგორიაში შეხვდები ასევე მინი მაცივრებს, ფრის აპარატებს და უკვე მინი ჭურჭლის სარეცხ მანქანასაც კი. კარტოფილი ფრი ზოგჯერ საუკეთესო სნექია, რომლის მომზადებაც პროფესიონალურ დონეზე უკვე სახლშიც შეგიძლია. ამაში კი Swan SD6040N -ის ბრენდის ფრის აპარატი დაგეხმარება. აპარატით შეძლებ კარტოფილი ფრი ან სხვა პროდუქტი შეწვა Deep Fry ტექნოლოგიით. მარავლფუნქციური ფრის აპარატი შესანიშნავი საჩუქარი და პრაქტიკული დანამატია სამზარეულოსთვის, რომელიც შეგიძლია საკუთარ სახლს ველიზე შოპინგით სულ რაღაც 3 საათში შემატო.
კარტოფილის ან ფრის შეწვისას ზოგჯერ ცხიმის წვეთებით გარშემო ყველაფერი იწუწება. ცხიმთან გასამკლავებლად ველიზე გაზქურის საწმენდი მაღალი სარისხის საშუალებები დაგეხმარება. ცხიმიანი ჭურჭლის გარეცხვა კი ჭურჭლის სარეცხ მანქანას მიანდე.