კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
სამაგრები
ფილტრაცია
დალაგება:

სამაგრები

20 პროდუქტის ჩვენება

სმარტფონები ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. ტელეფონი უამრავ საქმეში გვეხმარება, რათა ეფექტურად ვმართოთ ჩვენი ყოველდღიურობა. თუმცა, მხოლოდ სმარტფონი საკმარისი არ არის, ჩვენ ასევე, ხშირად გვჭირდება სმარტფონის აქსესუარები, ეს იქნება მძღოლისთვის განკუთვნილი მობილურის სამაგრები თუ სხვა მოწყობილობები. მობილურის სამაგრები, უმეტესად მგზავრობისთვის გამოიყენება, რათა მძღოლს პარალელურად რუკით ხელმძღვანელობა, ან სხვა ფუნქციების გამოყენება შეეძლოს. არსებობს მრავალი სხვადასხვა ტიპის სამაგრი, ჩვენი პრიორიტეტების და გემოვნების შესაბამისად. 
 

იმისთვის რომ სწორად შევარჩიოთ მობილურის სამაგრები, მნიშვნელოვან როლს უშუალოდ მიმაგრების მეთოდი ასრულებს. თუ ირგვლივ სივრცის ეკონომია არ გიწევს, ბევრი თავისუფალი ადგილია და ასევე დიდ ყურადღებას აქცევ სილამაზეს, მაშინ მექანიკური ან ავტომატური უფრო მოგერგება. მათთვის, ვისთვისაც თანამედროვე ტექნოლოგიები მნიშვნელოვანია ბლუთუს აქსესუარები შეუცვლელი ხელსაწყოა, რომელიც შეიძლება სმარტფონთან ერთად განუყრელ თანამგზავრად იქცეს.
 

მობილურის სამაგრები მიმაგრების მეთოდის მიხედვით
 

მაგნიტური დამჭერები. ეს არის დამაგრების ყველაზე გავრცელებული მეთოდი, რომელიც ტელეფონის უსაფრთხო ფიქსაციას უზრუნველყოფს. ერთი მაგნიტი თავად დამჭერშია ჩაშენებული, ხოლო მეორე სმარტფონზე ან ტელეფონის ქეისზეა დამაგრებული. მისი მთავარი უპირატესობა მოხერხებულობაა, ვინაიდან ტელეფონი უბრალოდ დამჭერზეა მოთავსებული და ადვილია როგორც მიმაგრება, ასევე მოხსნა. ამრიგად, არ გჭირდება რაიმე მოსაჭერებში ჩასმა და ფიზიკურის ძალის გამოყენება. აღნიშნულ სამაგრებს შორის, ერთ-ერთი საუკეთესოა Gelius Pro GP-CH013. Gelius 2018 წელს დაარსებული უკრაინული ბრენდია, რომელიც აქტიურად ვითარდება სმარტ გაჯეტებისა და მობილურის აქსესუარების მიმართულებით. ბრენდი ინოვაციურობითა და პრაქტიკულობით გამოირჩევა. ის თავის პროდუქციაში ექსპრესიულ დიზაინს, ახალ ტექნოლოგიებსა და საიმედოობას აერთიანებს. ბრენდის მიზანია, ავთენტურობის დაცვით უზრუნველყოს მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოება ხელმისაწვდომ ფასად, რათა უფრო მეტ ადამიანს მიეცეს მუსიკის მოსმენის და თანამედროვე გაჯეტებით სარგებლობის საშუალება.


მექანიკური დამჭერით. ამ ვერსიაში, ტელეფონი ქვედა სამაგრზეა დაფიქსირებული და გვერდები ორივე მხრიდან ავტომატურად იკუმშება. სმარტფონი ნამდვილად უსაფრთხოდ არის დამაგრებული, მაგრამ თავიდან მისი ამოღება უჩვეულოდ მოუხერხებელია, რადგან ძალის გამოყენება გჭირდება. არის მოდელები, რომლებსაც სპეციალური ღილაკი აქვს ტელეფონის მოსახსნელად: აჭერ მას და კლიპები ავტომატურად იხსნება. 
 

ავტომატური ელექტრომექანიკური დამაგრებით. ამ დამჭერს ჩაშენებული მოძრაობის სენსორი აქვს. ის სამაგრებს მაშინ აღებს, როდესაც ტელეფონს მიუახლოვდები და ავტომატურად ხურავს, როდესაც ტელეფონი უკვე მასზეა მოთავსებული. ხშირად მათ აქვთ უსადენო დამუხტვა და ენერგიას საჭიროებენ, ამიტომ სიგარეტის სანთებელასთან დაკავშირებაა საჭირო. ავტომობილში ციფრული ტექნოლოგიები ბევრ სირთულეს გვარიდებენ და სასურველია სმარტფონთან ერთად, სულ გვერდით გვქონდეს დამტენები, კაბელები და ადაპტერები. მითუმეტეს, რომ ისინი დიდ ადგილს არ იკავებენ მანქანაში, ხოლო მათგან მიღებული სარგებელი უსაზღვროა. 
 

როგორ შევიძინოთ მობილურის სამაგრები ონლაინ
 

იმისთვის, რომ მობილურის სამაგრები ან მეხსიერების ბარათები შეარჩიო, ყველაზე მარტივი გზა ონლაინ მაღაზია შეიძლება იყოს. ნახე VELI.store-ზე საუკეთესო ხარისხის წამყვანი ბრენდების ტექნიკა. შეიძინე ახლავე და მიიღე სასურველი ნივთი თბილისში 3 საათში შენს კართან, ადგილზე უფასო მიწოდებით.
 


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.