Jlab-ი ძირითადად აწარმოებს კაბელიან და უკაბელო ყურსასმენებსა და მიკროფონებს. VELI.store-ზე Jlab-ის კატეგორიაში შეგიძლია აღმოაჩინო ბრენდის გამორჩეული პროდუქტები.
Jlab-ის ბრენდის ისტორია
Jlab-ი 2005 წელს ამერიკაში ჯოშუა როზენფილდის მიერ დაარსდა და დღემდე აგრძელებს საქმიანობას. ბრენდის მთავარი მისიაა, უზრუნველყოს მომხმარებელი ფუნქციურად გამართული, სახალისო და ხელმისაწვდომი პროდუქტებით.
Jlab-ის უსადენო ყურსასმენები
მოუსმინე შენთვის საყვარელ მუსიკას მეტროში, საცობის ხმაურში ან ხალხმრავალ ადგილას ისე, რომ გარშემო ხმაურმა ხელი არ შეგიშალოს. Jlab-ის Studio ANC-ის მოდელის უკაბელო ყურსასმენის 40 მმ-იანი ნეოდიუმის დინამიური ხმის დრაივერი უზრუნველყოფს მკაფიო, რიტმულ ტონალობებს.
ყურსასმენს აქვს შეუფერხებელი Bluetooth კავშირი ნებისმიერ მოწყობილობასთან, რაც მის ხელსაყრელ გამოყენებას ამარტივებს. ყურსასმენში ინტეგრირებული მიკროფონი, რომლის სიხშირული დიაპაზონი 20Hდან 20KHzმდეა. პროდუქტს ასევე თან ახლავს მიკროფონის გათიშვის ღილაკი.
ყურსასმენს აქვს შესაძლებლობა 10 წუთიანი დატენვით 1 საათზე მეტი დროით იმუშაოს. მას აქვს მსუბუქი, რეგულირებადი მბრუნავი ყურის ბალიშები. მსუბუქი კორპუსი კი მის კომფორტულ გამოყენებას ამარტივებს.
ძლიერი ხმა და ხმაურის ჩახშობის ფუნქცია - ეს ის მახასიათებლებია, რომლებიც Jlab-ის JBuds mini-ს მოდელის უსადენო ყურსასმენის უნიკალური თვისებებია. ყურსასმენს აქვს Bluetooth 5.3 შეუფერხებელი და სტაბილური კავშირი ნებისმიერ მოწყობილობასთან. პრობლემის გარეშე შეუძლია 20 საათიანი მუშაობა დამტენი ქეისით.
ყურსასმენის კომპაქტური და მსუბუქი დიზაინი, შედარებით კომფორტულს ხდის მოწყობილობის გამოყენებას. თან მოყვება სამი სხვადასხვა ზომის თავი, რომლებიც შეგიძლია შენი ყურის ფორმის შესაბამისად გამოიყენო. IP55 წყალგამძლე ფუნქციის დახმარებით, შეგიძლია უსაფრთხოდ ისარგებლო წვიმიან ამინდში ან ვარჯიშის დროს. შეარჩიე სასურველი პროდუქტი ონლაინ, დაამატე კალათაში და Jlab-ის სასურველი ნივთი ზუსტად 3 საათში შენს სახლში იქნება.
Jlab-ის სადენიანი ყურსასმენები
სადენიანი ყურსასმენის იდეალური ვერსიაა Jlab-ის JBuds Pro Wired-ის მოდელი. ყურსასმენს აქვს მკაფიო ხმა და შესაძლებელია მისი სურვილისამებრ რეგულირება. მოწყობილობაში ასევე ჩაშენებულია მგრძნობიარე მიკროფონი, რომელიც მყარ კორპუსშია მოთავსებული. ყურსასმენი საკმაოდ მსუბუქია (32 გრ). თან ახლავს სილიკონის თავების კომპლექტი, რომელიც იდეალურად ერგება ყურის ფორმას და ხანგრძლივი ზარების დროსაც კი არ იწვევს დისკომფორტს.
Jlab-ის მიკროფონები
პოდკასტებისა და სტუდიური ჩანაწერებისთვის იდეალური ვარიანტია Jlab-ის Talk Go-ს მოდელის მიკროფონი. მოწყობილობას აქვს სუფთა ხმა და Quick-Mute ღილაკი, რაც ჩაწერის ხარისხს განაპირობებს. სტუდიური ხარისხის გარჩევადობა 96KHz/24BIT-მდეა. მიკროფონს აქვს თავისის მოსახერხებელი სადგამი და USB Type-C პორტი, რომელიც მის მოძრაობასა და მარტივ გადაადგილებას განაპირობებს. შეარჩიე სასურველი პროდუქტი ონლაინ, დაამატე კალათაში და Jlab-ის სასურველი ნივთი ზუსტად 3 საათში შენს სახლში იქნება.