iPad Apple-ის მიერ შექმნილი პლანშეტური კომპიუტერების სერიაა, რომელიც გამოირჩევა ელეგანტური დიზაინით, ძლიერი ტექნიკური მახასიათებლებითა და მრავალფუნქციური გამოყენებით. მოწყობილობის მთავარი უპირატესობაა დიდი და მაღალი გარჩევადობის ეკრანი, რომელიც იდეალურია როგორც გასართობად, ასევე მუშაობისთვის. VELI.store-ზე პლანშეტების კატეგორიაში სახლიდან გაუსვლელად შეგიძლია შეარჩიო შენთვის სასურველი iPad.
შეარჩიე Apple iPad Pro 11
მკვეთრ და რეალისტურ გამოსახულებას უზრუნველყოფს Apple iPad Pro 11. 120Hz ProMotion ტექნოლოგიის წყალობით სქროლვა, თამაშები და გრაფიკული სამუშაოები ბევრად უფრო მოქნილია. 2024 წლის iPad Pro 11 მუშაობს Apple M3 ჩიპზე, რომელიც უფრო სწრაფია და ენერგოეფექტური, ამიტომ მარტივად უმკლავდება ერთდროულად რამდენიმე აპლიკაციას, ვიდეო რედაქტირებას, 3D მოდელირებას ან თამაშებს მაღალი გრაფიკით. მოწყობილობას აქვს 8GB ოპერატიული და 256GB შიდა მეხსიერება, რაც საკმარისია პროფესიული პროექტებისა და მედია ფაილების შესანახად.
შეიძინე Apple iPad Mini ველიზე
პატარა ზომის, თუმცა ფუნქციურია Apple iPad Mini, რომელსაც 6 ბირთვიანი ენერგოეფექტური Apple A17 Pro პროცესორი აქვს. 8.3 ინჩიანი Liquid Retina ეკრანი ქმნის მკვეთრ და ცოცხალ გამოსახულებას, ფერების ზუსტ გადმოცემას და ფართო ხედვის კუთხეს. მოწყობილობის წონა მხოლოდ 293 გრამია, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე მსუბუქ პლანშეტად აქცევს. 8GB ოპერატიული და 128GB შიდა მეხსიერება საკმარისია როგორც სამუშაოდ, ასევე დიდი რაოდენობის ფოტოების, ვიდეოების და აპლიკაციების შენახვისთვის. იმისთვის, რომ შენი აიპედი დაცული იყოს დაზიანებისგან ველის ციფრული თაროებიდან აიპედის ქეისი შეარჩიე.
დაათვალიერე აიპედები, სახატავი პლანშეტები თუ სხვა აქსესუარები ველიზე, შეუკვეთე სახლიდან გაუსვლელად და მიიღე შენაძენი საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.