Honor ჩინური ბრენდია, რომელიც სმარტფონებს და სხვა ჭკვიან მოწყობილობებს ქმნის. ბრენდის ძირითადი მესიჯი და სამიზნე აუდიტორია დასაწყისიდანვე იყო ახალგაზრდა მომხმარებელი, რომელსაც სურდა მაღალი ხარისხის, თუმცა შედარებით ხელმისაწვდომი, ბიუჯეტური მოწყობილობები. VELI.store-ის ციფრულ თაროებზე ტექნიკის კატეგორიაში აღმოაჩენ Honor-ის მობილურ ტელეფონებს, სმარტ საათებსა და ყურსასმენებს.
აღმოაჩინე Honor-ის მობილური ტელეფონები ველიზე
მკვეთრი გამოსახულებით და მაღალი გარჩევადობით შეგხვდება Honor 400 Pro. მოწყობილობის რვა ბირთვიანი პროცესორი უზრუნველყოფს ნებისმიერი ოპერაციის სწრაფად და შეუფერხებლად შესრულებას. 200MP-ის მქონე სამმაგი კამერა კი იღებს მაღალი ხარისხის ფოტო-ვიდეოს. AI Camera ღილაკის დახმარებით ხელოვნური ინტელექტი უამრავ ახალ შესაძლებლობას ქმნის. მათ შორის არის ორიგინალური რეჟიმები და სხვადასხვა ეფექტები. მოწყობილობა ერთი სრული დამუხტვის შემდეგ მსუბუქი დატვირთვის პირობებში 2 დღის განმავლობაში მუშაობს.
შედარებით ბიუჯეტურ ფასად ველიზე დაგხვდება Honor X9c, რომლის ჩაშენებული სტერეო დინამიკები ხმის მაღალი ჟღერადობით გამოირჩევა. IP65M რეიტინგის წყალობით მოწყობილობა წყალგამძლეა. სმარტფონის ეკრანის განახლების სიხშირე 120 Hz-ია, რაც კადრის გლუვ გადასვლას და ცვლილებას უწყობს ხელს. 6600 mAh ბატარეა კი ერთი დამუხტვით 26 საათის განმავლობაში მუშაობს.
შეარჩიე სმარტ საათები და სხვა აქსესუარები
ველიზე Honor-ის სმარტფონების გარდა, ბრენდის სხვა მოწყობილობებიც შეგხვდება. მათ შორის არის Honor Watch 5 სმარტ საათი, რომელიც თავსებადია როგორც Android 9.0 და iOS 12.0, ასევე შემდეგ ვერსიებთან. მოწყობილობა სტანდარტული მუშაობს რეჟიმში 15 დღის განმავლობაში ფუნქციონირებს და აქვს ზუსტი GPS.
გარდა სმარტ საათებისა, ველიზე შეგხვდება Honor-ის უსადენო ყურსასმენი, რომელსაც 13 მმ-იანი დრაივერები და ხმაურის აქტიური ჩახშობის ტექნოლოგია აქვს. 3 ინტეგრირებული მიკროფონი კი ზარების დროს სუფთა ხმას უზრუნველყოფს. ერთი დამუხტვით მოწყობილობა 36 საათამდე უწყვეტად მუშაობს.
შეარჩიე Honor-ის სხვადასხვა სერიის სმარტფონები, მათ შორის Honor X8c, Honor X7c, Honor X5b, Honor 200, შეუკვეთე სასურველი სმარტფონი და მიიღე შენაძენი 3 საათში, თბილისის ნებისმიერ მისამართზე.