Divoom ინოვაციური ტექნოლოგიური ბრენდია, რომელიც აუდიო მოწყობილობებსა და პიქსელ არტის კომბინაციით შექმნილ პროდუქტებს აწარმოებს. კომპანია 2006 წელს დაარსდა და მისი მიზანია მომხმარებელს მაღალი ხარისხის ხმა ვიზუალურად ესთეტიკური მოწყობილობებით მიაწოდოს. VELI.store-ის ციფრულ თაროებზე ტექნიკის კატეგორიაში შეგიძლია შეარჩიო Divoom-ის ბრენდის უსადენო ყურსასმენები თუ დინამიკები.
აღმოაჩინე Divoom backpack
ერთდროულად მრავალფუნქციური და ტექნოლოგიურად გამართულია Divoom Backpack Black. ზურგჩანთას უკანა მხარეს 64 X 64 პიქსელიანი RGB LED ეკრანი აქვს, რომელიც საშუალება იძლევა ინდივიდუალური დიზაინი, ანიმაციები თუ ტექსტები შეარჩიო. ჩანთა წყალგამძლე მასალისგან არის დამზადებული და საკმარის სივრცეს ქმნის ლეპტოპისთვის თუ სხვა დამატებითი ნივთებისთვის. ზურგჩანთის დამუხტვა შესაძლებელია ჩაშენებული USB პორტის დახმარებით. ერთი დატენით კი 10 საათამდე მუშაობს.
განსხვავებული ფერისა და ზომისაა Divoom Pixoo Backpack-S ჩანთა, რომლის მართვას Divoom APP-ის საშუალებით არის შესაძლებელი. ზურგჩანთას შიდა ჯიბეები აქვს სმარტფონისა და სხვა აქსესუარებისთვის. ჩანთა თავსებადია 15’’-იან ლეპტოპებთან და ერთი დამუხტვით 6 საათამდე მუშაობს.
Divoom Ditoo-pro ველიზე
სუფთა და მკვეთრი ჟღერადობით გამოირჩევა Divoom Ditoo-Pro Bluetooth Speaker, რომელიც აერთიანებს დინამიკს, LED დისპლეის, მაღვიძარასა და Bluetooth მოწყობილობის ფუნქციებს. პიქსელური ეკრანის საშუალებით შეგიძლია ეკრანზე სურათები, ტექსტური შეტყობინებები თუ სხვადასხვა ტიპის ანიმაციები გაუშვა. დინამიკს რეტრო კომპიუტერის დიზაინი, მექანიკური RGB კლავიატურა და მაღალი გარჩევადობის LED დისპლეი აქვს. მოწყობილობა 4 საათიანი დამუხტვით დაახლოებით 8 საათის განმავლობაში მუშაობს.
შეარჩიე Divoom-ის ბრენდის თანამედროვე და ინოვაციური მოწყობილობები VELI.store-ზე, შეუკვეთე სახლიდან გაუსვლელად და მიიღე შენაძენი უფასო მიწოდებით 3 საათში, თბილისის ნებისმიერ მისამართზე.