Devialet-ი აწარმოებს ისე აუდიო ტექნოლოგიის პროდუქტებს, როგორებიცაა ყურსასმენები და დინამიკები. ჩამოთვლილთაგან ყველა ნივთი მარტივად შეგიძლია აღმოაჩინო VELI.store-ზე Devialet-ის კატეგორიაში.
Devialet-ის ბრენდის შესახებ
Devialet-ის ბრენდის ისტორია 2017 წლიდან, პარიზში იწყება. 2004 წელს ინჟინერმა პიერ ემანუელ კალმელმა შექმნა აუდიო ტექნოლოგია, რომელიც Devialet-ის პროდუქტების საბაზისო ვერსია აღმოჩნდა.
Devialet-ის მთავარი მიზანია, რომ ხმა და ადამიანი იდეალურად დააკავშიროს. კომპანიის ინჟინრები დაუღალავად ცდილობენ გაარღვიონ საზღვრები და შექმნან ხმის გარშემო ახალი რეალობა.
Devialet-ის დინამიკი
ძლიერი და სუფთა ხმა არის ის, რაც იდეალურ დინამიკს გამოარჩევს. 500 ვოლტის სიმძლავრის Devialet-ის phantom I მოდელის დინამიკი ხმის ინჟინერიის საინტერესო მიღწევაა. სიხშირული დიაპაზონი 16 ჰერციდან 25 ჰერცამდე მერყეობას, რაც ყოველი ნოტის ზუსტ და სუფთა აღქმას უზრუნველყოფს.
უპრობლემო კავშირი Airplay 2-თან, Spotify Connect-თან, Bluetooth-თან და WI-FI-სთან დინამიკის მოსახერხებელ გამოყენებას ამარტივებს ლეპტოპთან და სმარტფონთან ერთად. Devialet-ის phantom I დინამიკი მინიმალისტური ვიზუალით გამოირჩევა, რომელიც თანამედროვე ინტერიერს აუცილებლად გაალამაზებს. მსუბუქი ზედაპირი კი მის იოლად გადასაადგილებელს ხდის.
უნიკალური დიზაინისაა Devialet-ის phantom II N206 მოდელის დინამიკი. მოწყობილობის ფეხები მარტივად ერწყმის დინამიკის შავ და დახვეწილ ვიზუალს. ფეხებს თავისი უსაფრთხოების მექანიზმი გააჩნია, რომელიც Phantom II-ის მყარი მიმაგრებას უზრუნველყოფს. შეარჩიე სასურველი პროდუქტი ონლაინ, დაამატე კალათაში და Devialet-ის სასურველი ნივთი ზუსტად 3 საათში შენს სახლში იქნება.
Devialet-ის ყურსასმენები
ხმაურის ჩასახშობად და მუსიკის ხმის გასაძლიერებლად იდეალური ვარიანტია Devialet-ის Gemini II მოდელის ყურსასმენი. მოწყობილობის IPX4 რეიტინგი უზრუნველყოფს ყურსასმენის წყალ და ნესტ მედეგობას. ამ მოდელის ყურსასმენი დამტენი ქეისის გარეშე, სტანდარტული რეჟიმით 5 საათს უწყვეტად მუშაობს, ქეისით კი 22 საათს. მის დატენას 1.4 საათი სჭირდება. ყურსასმენებს დიზაინი უზრუნველყოფს სრულ კომფორტს. ყურის რბილი წვერები კი საშუალებას მოგცემს სასიამოვნოდ მოუსმინო მუსიკას. შეიძინე Devialet-ის პროდუქტები და გადაიხადე თანხა სასურველი ბანკის შენზე მორგებული პირობებით.