სენდვიჩების თუ ხრაშუნა ტოსტების მოსამზადებლად ტოსტერები გამოგადგება. ველიზე Bosch-ის უმაღლესი ხარისხის, კომფორტულად გამოსაყენებელ ტოსტერებს აღმოაჩენ. შენ მიერ შერჩეულ ნებისმიერ ნივთს კი თბილისში 3 საათში მიიღებ.
ბოშის ტოსტერების დიდი არჩევანი
ორგანყოფილებიანი ბოშის ტოსტერი TAT4P420 იდეალური არჩევანია გემრიელი საზუმის მოსამზადებლად. მაღალი სიმძლავრის ტოსტერს 7 განსხვავებული ტემპერატურული რეჟიმი აქვს და დაბრაწვის, გალღობისა და გათბობის ფუნქციებს ასრულებს. ასევე საინტერესო ვარიანტია ტოსტერი Bosch TAT4M223 გაცხელებისგან დამცავი სახელურით. ტოსტერს მოძრავი ლანგარი მოჰყვება, რომ მისი ნამცეცების გაწმენდა იოლად შეძლო. ტოსტერი იოლად იწმინდება და პრაქტიკულია გამოსაყენებლად. Bosch-ის ტოსტერი TAT8611N ინტეგრირებული გამათბობებელი თაროთი, იდეალური ვარიანტია როგორც პურის, ასევე ფუნთუშებისა და კრუასანების გასათბობად. ტოსტერი იოლად იწმინდება და ადვილია გამოსაყენებლად.
აღმოაჩინე Bosch-ის სამზარეულოს ტექნიკა ველიზე
ველიზე ბოშისგან სამზარეულოს დანადგარები შეგიძლია აღმოაჩინო. პურთან ერთად სხვადასხვა საკვების შესათბობად ან გასალღობად, ბოშის მიკროტალღური ღუმელი იდეალური ვარიანტია. 5 განსხვავებული სიმძლავრის დონე და პროგრამები დაგეხმარება იოლად აკონტროლო ტემპერატურა საკვების გათბობისას. ველიზე ასევე შეგხვდება ხელის მიქსერი ბოშისგან, მულტიფუნქციური გამოყენებით. საუზმისთვის ველიზე ყავის აპარატები და ელექტრო ჩაიდნებიც დაგხვდება. შენთვის სასურველ მოწყობილობას ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად შეარჩევ, 100+ ლარის შენაძენს კი უფასო მიწოდებით, 3 საათში სასურველ მისამართზე მიიღებ.