სამზარეულოში სხვადასხვა სახის მოწყობილობები შეიძლება დაგჭირდეს, ცხობისთვის, კერძების მომზადებისთვის, საკვების დასანაწევრებლად და სხვა. ველიზე ბოშის სამზარეულოს დანადგარებს შეხვდები, შენთვის სასურველს კი ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად შეარჩევ.
შეარჩიე ბოშის სამზარეულოს დანადგარები ველიზე
ველიზე ბოშისგან შეგიძლია მიკროტალღური ღუმელები, ბლენდერები, მიქსერები და სხვა სამზარეულოსთვის საჭირო მოწყობილობები აღმოაჩინო.
მიკროტალღური ღუმელები
თუკი მიკროტალღურ ღუმელს ეძებ, კარგი არჩევანია ბოშის მიკროტალღური ღუმელი FEL053MS1 LED ეკრანითა და ტაიმერით. ღუმელს 5 სხვადასხვა რეჟიმი აქვს. მაღალი სიმძლავრის ღუმელის მეშვეობით შეძლებ კერძის გალღობასა და შეთბობას, გარდა ამისა მოწყობილობას გრილის ფუნქციაც აქვს. ასევე კარგი ვარიანტია Bosch-ის FFL020MW0 ღუმელი თეთრ ფერში, გალღობისა და გაცხელების ფუნქციით. ღუმელს აქვს სიმძლავრის 5 დონე და მარტივი კონტროლის მექანიზმი.
შეარჩიე მიქსერი და ბლენდერი
მიკროტალღურ ღუმელთან ერთად ველიზე სამზარეულოს სხვა დანადგარების შერჩევაც შეგიძლია. იმ შემთხვევაში თუ ბლენდერს ეძებ, Bosch-ის MMB6176B შავი ბლენდერი გამოგადგება. მოწყობილობა 1200 ვატიანი ძრავით სწრაფად და ეფექტურად ამუშავებს 1.5 ლიტრამდე მოცულობის საკვებს. აქვს ყინულის დამსხვრევის ფუნქციაც ცივი სასმელებისთვის. ასევე შეგიძლია ბოშისგან ხელის ბლენდერი შეარჩიო. ხელის ბლენერი კარგი არჩევანია თუ სმუზის ან შეიკის მოსამზადებლად. ბლენდერს 4 უჟანგავი ფოლადის საჭრელი პირი აქვს, მის კომპლექტაციაშია კი ჩოფერი, სათქვეფი და საზომი ჭიქა. თუ ცომის მომზადებას გეგმავ ბოშის მიქსერი MFQ40302 დაგჭირდება. მიქსერს მაღალი სიმძლავრე და სიჩქარის 5 სხვადასხვა დონე აქვს. ველიზე შერჩეული ნებისმიერი ნივთი სახლში 3 საათში შეგიძლია მიიღო, 100+ ლარის შენაძენს კი უფასო მიწოდებით მიიღებ.