ჭურჭლის სარეცხი მანქანა თანამედროვე სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც ამარტივებს ყოველდღიურობას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ისეთი წამყვანი ბრენდები, როგორიცაა Bosch, რომლის ჭურჭლის სარეცხი მანქანები გამოირჩევა მაღალი ხარისხით, ენერგოეფექტურობითა და ინოვაციური ტექნოლოგიებით. ამ გერმანული ბრენდის ჭურჭლის სარეცხი მანქანების, ტოსტერების ან მაცივრების შეძენას სახლიდან გაუსვლელად VELI.store-ზე შეძლებ.
აღმოაჩინე ბოშის ჭურჭლის სარეცხი მანქანა
ჭკვიანი ტექნოლოგიების დახმარებით არის შექმნილი ბოშის ჭურჭლის სარეცხი მანქანა, რომლის ტევადობაც 14 პერსონას მოიცავს და მოსახერხებელია დიდი ოჯახებისთვის. PerfectDry Zeolith® ტექნოლოგიით მოწყობილობა უზრუნველყოფს ჭურჭლის, მათ შორის პლასტმასის სრულად გაშრობასაც. ენერგოეფექტურობის A კლასის საშუალებით კი მანქანა მაქსიმალური ეფექტურობით მინიმალურ ენერგიას მოიხმარს. ფუნქციების 8 პროგრამა აერთიანებს სწრაფი, ეკონომიური, ინტენსიური, დელიკატური და ავტომატური რეცხვის რეჟიმებს. 43 db ხმაური დონით კი ჭურჭლის სარეცხი მანქანა რეცხვისას ხმას მინიმალურად გამოსცემს.
ჩასაშენებელი ჭურჭლის სარეცხი მანქანა ველიზე
სამზარეულოში მეტი თავისუფალი ადგილისთვის ველიზე შეარჩიე ბოშის ჩასაშენებელი ჭურჭლის სარეცხი მანქანა, რომლის ტევადობაც განკუთვნილია 13 პერსონისთვის. Home Connect-ის ჭკვიანი მართვის აპლიკაციის დახმარებით მოწყობილობის მართვა დისტანციურადაც არის შესაძლებელი. AquaStop სისტემა კი სრულად, 100%-ით იცავს წყლის გაჟონვისა და დაზიანებისგან. 46 დეციბელის ხმაურის დონით, ეს მოდელი ერთ-ერთი ყველაზე ჩუმია თავის კლასში. გადახედე ბოშის ან სხვა რჩეული ბრენდების ტექნიკას ველიზე, შეარჩიე შენთვის სასურველი ჭურჭლის სარეცხი მანქანები, შეუკვეთე და მიიღე შენაძენი საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.