აღმოაჩინე Bang & Olufsen - 100 წლიანი წარმატების ისტორიის მქონე დანიური ბრენდი, რომლის აუდიოტექნიკის მრავალფეროვნებას ველიზე შეხვდები.
Bang & Olufsen-ის აუდიოტექნიკა ველიზე
Bang & Olufsen (B&O) დანიური სამომხმარებლო მაღალტექნოლოგიური ელექტრონიკის კომპანიაა, რომელიც აუდიო პროდუქტებს, ტელევიზორებსა და დანიურ ტელეფონებს აწარმოებს. Bang & Olufsen-ის ასორტიმენტში ველიზე შეხვდები - პორატულ დინამიკებსა და ხმაურის აქტიური ჩახშობის ტექნოლოგიის უსადენო ყურსასმენებს.
კომპანიას ხანგრძლივი და საამაყო ისტორია აქვს. ის 1925 წელს პიტერ ბანგმა და სვენდ ოლუფსენმა დააარსეს, რომლებმაც ელექტროსადენიანი რადიო შექმნეს, რითაც სახელი მალევე გაითქვეს. Bang & Olufsen ასევე ცნობილია ფორდის მანქანებისთვის დინამიკების დამზადებით, როგორიცაა Ford Puma.
Bang & Olufsen-ის აუდიოტექნიკის უპირატესობები
Bang & Olufsen-ის კომპაქტური პორტატული დინამიკები მაღალი, დიდი ბასით და ზემგრძნობიარე ჟღერადობით გამოირჩევა. Bluetooth და WiFi კავშირებით შეგიძლია საყვარელი მუსიკა ყველგან გააჟღერო სადაც უნდა იყო. დინამიკი განსაკუთრებით საჭირო ნივთია, რომელიც გეხმარება საყვარელ მუსიკას ყველგან მოუსმინო, სადაც კი დაგჭირდება, იქნება ეს - ქალაქგარეთ გასართობად, ლაშქრობაში, კეპმინგზე თუ აგარაკზე მეგობრების წრეში დროის სასიამოვნოდ გასატარებლად. ბრენდის წყალგაუმტარი და პორტატიული დინამიკები თავგადასავლების მაძიებლებისთვის არის შექმნილი.
Bang & Olufsen-ის აპლიკაცია მუსიკის შეცვლას, ხმის დარეგულირებას ან შენი ხმის გასწორებას აადვილებს. ისინი, ისევე კარგია მუშაობისთვის, როგორც მუსიკის მოსასმენად. Bang & Olufsen-ის BEOLIT 20 დინამიკის მეშვეობით შეგიძლია შემომავალ ზარებს კრისტალურად სუფთა ხმით მოუსმინო.
Bang & Olufsen-ის Beosound Explore პორტატიული დინამიკი კიდევ ერთი მაღალი ხარისხის გარე მოხმარების დინამიკია, რომელიც შექმნილია ექსტრემისთვის. ის უკიდურესად გამძლეა და მზადაა ყველაფრისთვის. Beosound Explore არის ამტანი, დარტყმაგამძლე და წყალგაუმტარი Bluetooth დინამიკი, თავგადასავლების ძიებაში შენი ერთგული პარტნიორი იქნება. პროდუქტი მაღალი წარმადობით, გამძლეობით და საუკეთესო ჟღერადობით გამოირჩევა. მოცულობითი ხმა, მძლავრად ისმის 360º-ით დახურულ თუ ღია სივრცეში. მისი მსუბუქი და გამძლე კორპუსი დამზადებულია ანოდირებული ალუმინისგან, დატანილი აქვს პოლიმერის და ქსოვილის ელემენტები.
ბრენდის პროდუქციიდან, რომელსაც ველიზე შეხვდები, Bang & Olufsen-ის Bluetooth ყურსასმენებია. ბრენდის ყურსასმენები საშუალებას გაძლევს მუსიკის ჟღერადობაში ჩაიძირო, იმის მიუხედავად რა აქტივობით ხარ დაკავებული, ვარჯიშობ, ოფისში საქმეზე კონცენტრირდები, სეირნობ თუ სამოგზაუროდ მიფრინავ.
Bang & Olufsen Beoplay H95 რეგულირებადი, მოქნილი და მომხიბვლელი ყურსასმენია. ყურსასმენი 50 საათამდე მუშაობის შესაძლებლობა აქვს და შექმნილია ოპტიმალურად და კომფორტულად მორგებისთვის.
რაც შეეხება, BEOPLAY EX – ეს უნივერსალური ყურსასმენები მოთავსებულია უსადენო დამუხტვის კოლოფში და აღჭურვილია ხმის აქტიური ჩახშობის ფუნქციით. ის მომცრო ძალიან ელეგანტურ ყუთში გთავაზობს ღრმა ჟღერადობასა და მუსიკის მყუდროდ მოსმენას.
იშოპინგე VELI-ზე ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად, შეარჩიე Bang & Olufsen-ის კატეგორიაში, პრემიუმ ხარისხის აუდიოტექნიკა და მიიღე შენაძენი ველის ციფრული დახლებიდან, სულ რაღაც 3 საათში, სასურველ მისამართზე.