Apple ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც მომხმარებლებს სმარტფონებს, სმარტ საათებს, ლეპტოპებსა და სხვა კომპიუტერულ მოწყობილობებს სთავაზობს. ბრენდის მთავარი მისიაა შექმნას უკონკურენტო ტექნოლოგია, რომელიც ამარტივებს ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებას. ველიზე Apple-ის ორიგინალი სმარტფონები სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ შეგიძლია შეიძინო.
Apple-ის პროდუქტების დიდი არჩევანი VELI.store-ზე
Apple-ის მიერ წარმოებული სხვადასხვა ტექნიკის მოდელები წლიდან წლამდე ახლდება. იხვეწება დიზაინი, სისტემა და ფუნქციონალი. ველიზე ბრენდისგან როგორც მობილური ტელეფონების, ასევე სმარტ საათების აღმოჩენა შეგიძლია.
მობილური ტელეფონები
ბრენდისგან ველიზე Apple iPhone 16 Pro შეგიძლია აღმოაჩინო 128 გეგაბაიტიანი შიდა მეხსიერებით. მობილურს აქვს 6 ბირთვიანი პროცესორი და 8 GB ოპერატიული მეხსიერება. ასევე გამოირჩევა მაღალი რეზოლუციის მქონე, 48 MP კამერით და 5x ოპტიკური ზუმით. ველიზე დახვეწილი დიზაინის მქონე ამ მოდელს შავ ფერში შეხვდები.
თუკი სმარტფონს უფრო მაღალი შიდა მეხსიერებით ეძებ, iPhone 16 Pro Max Natural Titanium იდეალური არჩევანია. 8 გეგაბაიტიან ოპერატიულ მეხსიერებასთან ერთად, 256 გეგაბაიტიანი შიდა მეხსიერება და 6 ბირთვიანი პროცესორი ყოველდღიურ ოპერაციებს გაგიმარტივებს. ტელეფონს აქვს სწრაფი, უსადენო დატენვის ფუნქცია. ველიზე ეფლის ამ მოდელს ოქროსფერ, შავ და ბუნებრივი ტიტანიუმის ფერებში აღმოაჩენ.
სმარტ საათები და სხვა აქსესუარები Apple-სგან
მობილურ ტელეფონებთან ერთად ეფლისგან სმარტ საათები და სხვადასხვა აქსესუარებიც შეგხვდება. თუ სმარტ საათს ეძებ, Apple Watch SE 2024 GPS Midnight Aluminium იდეალური ვარიანტი შეიძლება აღმოჩნდეს. საათს 32 გეგაბაიტიანი მეხსიერება აქვს, განსხვავებულ ფიტნეს რეჟიმებთან, ნავიგაციისა და უკანტაქტო გადახდის ფუნქციებთან ერთად.
ასევე საინტერესო არჩევანია Apple Watch SE 2024 Silver Aluminium ეკრანისა და კორპუსის დაცვით. საათი სპეციალურად ფიტნეს აქტივობებისთვისაა შექმნილი და 50 მეტრის სიღრმემდე წყალგამძლეობით გამოირჩევა. საათს აქვს 18 საათამდე მუშაობის შესაძლებლობა. ველიზე ეფლის ეს მოდელი შავ და ლურჯ ფერებში შეგხვდება. ველიზე ეფლისგან შეგიძლია AirPods Max Wireless ყურსასმენებიც შეარჩიო. ყურსასმენს კრისტალურად სუფთა ხმის მიწოდება და ძლიერი ბასები გამოარჩევს. აქვს ხმის აქტიურად ჩახშობის ტექნოლოგია, რაც გარედან შემომავალ ხმებს ბლოკავს.
Apple-ს მობილურის უახლესი მოდელები ველიზე
VELI.store-ზე ეფლის უახლესი მოდელები შეგხვდება. 2025 წელს გამოშვებული Apple iPhone Air 12 გეგაბაიტიანი ოპერატიული და 256 გეგაბაიტიანი შიდა მეხსიერებით აუმჯობესებს აქამდე არსებული მოდელების შედეგებს. აიფონს ყველაზე თხელი, 5.6 მმ სისქის მქონე კორპუსი გამოარჩევს. ასევე აქვს Apple A19 Pro ჩიპი, რომელიც ჰიპერსიჩქარესა და ენერგოეფექტურობას უზურნველყოფს.
სმარტფონში ჩაშენებულია ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა ფუნქციები და ველიზე მას ცისფერ, ოქროსფერ და შავ ფერებში აღმოაჩენ. ველიზე შეკვეთილ Apple-ს პროდუქციას, საქართველოს მასშტაბით, შენთვის სასურველ ნებისმიერ მისამართზე უფასო მიწოდებით მიიღებ.
