CARIOCA იტალიური ბრენდია, რომელიც საწერ და სახატავ პროდუქტებს აწარმოებს. მათ შორის VELI.store-ზე შეგხვდება მარკერები, ფერადი ფანქრები, პასტელები, კალმები და სხვა საკანცელარიო ნივთები. შეუკვეთე სახლიდან გაუსვლელად ველიზე და მიიღე შენაძენი საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.
CARIOCA-ს ფერადი ფანქრები ველიზე
ბავშვებში შემოქმედებითი უნარების განვითარებას უზრუნველყოფს CARIOCA, ფერადი ფანქრები. ექვსკუთხა ფორმის დიზაინი ხელს უწყობს ფანქრის მოსახერხებელ ჭერას და ფურცელზე მარტივ გადაადგილებას. ნაკრები 18 ფანქრისგან შედგება და თითოეულს აქვს რბილი, მაგრამ გამძლე წევრი. პროდუქტი არატოქსიკური ხის მასალისგან არის დამზადებული.
ფანქრების გარდა ველიზე დაგხვდება CARIOCA, ჯადოსნური წაშლადი ფლომასტერები, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია ნამუშევრის დაკორექტირება. მელანი დამზადებულია წყლის ბაზაზე და ფერისთვის გამოყენებულია საკვები საღებავი, რომელიც უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის. ფლომასტერების ეს კომპლექტი რეკომენდებულია ბავშვებისთვის 3 წლიდან.
შეარჩიე სახატავი აქსესუარები
როგორ მოყვარულებისთვის, ასევე ბავშვებისთვის მოსახერხებელი არჩევანია CARIOCA, აკვარელი. პროდუქტი წყალში ხსნადია და 12 სხვადასხვა ინტენსიური და ნათელი ფერისგან შედგება. აკვარელს ასევე თან მოყვება 1 ცალი ფუნჯიც.
ბავშვებისთვის, რომლებსაც სხვადასხვა ტიპის ზედაპირზე უყვართ წერა და ხატვა, კარგი ვარიანტია CARIOCA, თეთრი ცარცი. პროდუქტს რბილი სტრუქტურა აქვს და არ სჭირდება დიდი ძალისხმევა რომ დაწეროს.
აღმოაჩინე CARIOCA-ს ბრენდის სახატავი საშუალებები ველიზე, შეარჩიე პროდუქტები კატეგორიიდან საკანცელარიო & კრაფტი, შეუკვეთე და მიიღე შენაძენი 3 საათში, თბილისის ნებისმიერ მისამართზე.