მხატვრულ ლიტერატურასთან ერთად ბავშვსა თუ მოზარდს განვითარებისთვის დამხმარე სახელმძღვანელოებიც სჭირდება. მსგავსი ტიპის წიგნების აღმოაჩენა VELI.store-ზე კატეგორიაში სკოლისთვის შეგიძლია. შეარჩიე სასურველი პროდუქტი სახლიდან გაუსვლელად, შეუკვეთე და მიიღე შენაძენი 3 საათში, თბილისის ნებისმიერ მისამართზე.
დამხმარე სახელმძღვანელოები ბავშვებისთვის
იმისთვის, რომ ბავშვმა საკუთარი სხეულის შესახებ მეტი და სწორი ინფორმაცია მიიღოს, ველიზე შეარჩიე წიგნი “აღმოაჩინე ადამიანის სხეული”. სახელმძღვანელო 31 გვერდისგან შედგება და საინტერესო ფაქტებისა თუ მონაცემების საშუალებით აღწერს სხეულს ძვლებიდან-კუნთებამდე, გულიდან-ტვინამდე.
უცხო ენის საფუძვლიანი შესწავლისთვის მნიშვნელოვანია ამ პროცესის პატარა ასაკიდან დაწყება. “ვისწავლოთ წერა” ინგლისური ენის ანბანს აერთიანებს. სახელმძღვანელო სავსეა აქტივობებით, რომლებიც 3 დან 8 წლამდე ასაკის ბავშვებს ენის ათვისებაში დაეხმარება.
რიცხვების უკეთ დამახსოვრებაში მოსწავლეებს დაეხმარება სახელმძღვანელო “რიცხვები (დაწერე და წაშალე)”. წიგნს თან ახლავს კალამი, რომლის დახმარებითაც სახელმძღვანელოს გამოყენება მრავალჯერადად არის შესაძლებელი. წიგნი 22 გვერდისგან შედგება და აქვს რბილი ყდა.
შეარჩიე სახელმძღვანელოები მოზარდებისთვის
მოზარდებისთვის საინტერესო შეიძლება აღმოჩნდეს სახელმძღვანელო “წერა-კითხვის ლაბორატორია”. წიგნი შექმნილია იმისთვის, რომ მოზარდებს ტექსტის კითხვა და წერა გაუადვილოს. როგორ დავწეროთ არგუმენტირებული ესე? - როგორ დავწეროთ პროექტი? - როგორ დავწეროთ რეცენზია? - როგორ ვისწავლოთ შემოქმედებითი წერა? ამ და სხვა კითხვებზე სახელმძღვანელო ადვილად პასუხობს მოზარდებს.
მთვარის, კომეტების, მეტეორების, მზისა და ვარსკვლავების რაობა და აგებულება დეტალურად და გასაგებად არის აღწერილი სახელმძღვანელოში “სახალისო ასტრონომია“. წიგნი საინტერესო იქნება მოსწავლეებისთვის, ასტრონომიის მოყვარულთათვის და ასევე მეცნიერების, ხელოვნების თუ სხვა სფეროებში მომუშავე ადამიანებისთვის.
დაათვალიერე დამხმარე სახელმძღვანელოები ველიზე, აქვე შეარჩიე სასკოლო ნივთები, ზურგჩანთები, კალმები თუ პენლები, შეუკვეთე და მიიღე შენაძენი საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.