სკოლისთვის მზადება მოსწავლეებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი მომენტია. საყიდლების პროცესის გამარტივება VELI.store-ს დახმარებით მარტივად, სახლიდან გაუსვლელად შეგიძლია. შეარჩიე სასურველი ნივთები Back to School-ის კატეგორიაში, დაამატე პროდუქტები კალათაში და მიიღე შენაძენი უფასო მომსახურებით მთელი საქართველოს მასშტაბით.
შეარჩიე სასკოლო ზურგჩანთები
ზურგჩანთა სკოლის მოსწავლისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტია. ჩანთის მოსახერხებელი საზურგე და მსუბუქი კორპუსი, სასკოლო ნივთების კომფორტული ტარების წინაპირობაა. ველიზე ზურგჩანთების ქვეკატეგორიაში შეძლებ აღმოაჩინო შენზე მორგებული ფორმისა და დიზაინის ჩანთა.
ველიზე ასევე აღმოაჩენ PYLONES-ის ზურგჩანთას, რომელიც გადამუშავებული ბამბისგან არის დამზადებული. ჩანთის ქვედა ნაწილი საიმედოდ იცავს ნივთს ტენისა და ჭუჭყისაგან. ზურგჩანთას აქვს ერთი დიდი განყოფილება და 2 განცალკევებული ჯიბე, სადაც პატარა ზომის ბოთლის ან თერმოსის მოთავსებაა შესაძლებელი. გარეთ მოთავსებული ჯიბე მაგნიტური დამტენით უზრუნველყოფს დამტენის ან საფულის მსგავსი ნივთების კომფორტულ შენახვას.
აღმოაჩინე საკანცელარიო ნივთები ველიზე
პენალი სკოლის ნივთების, კალმების, ფანქრებისა თუ საშლელის შენახვისთვის, აუცილებელი ატრიბუტია. ველიზე შეხვდები ისეთი ბრენდების პენლებს, როგორებიცაა:
ველიზე აღმოაჩენ MIQUELRIUS-ის პენალს სხვადასხვა ფერებით. პენალი ვერტიკალურ მდგომარეობაშიც შეგიძლია დადგა. ზომა (16.7 x 6.5) უზრუნველყოფს იმას, რომ მასში მარტივად მოთავსდეს ყველა ტიპის საჭირო ნივთი. სილიკონის მასალა კი პროდუქტის დიდხნიან გამძლეობას უზრუნველყოფს.
სკოლის მოსწავლეები სწავლის პროცესისას, როგორც წესი, ან ცალხაზიან ან უჯრებიან რვეულებს იყენებენ. ველიზე შეხვდები აემბი - AEMBI-ის ბრენდის ცალხაზიან და უჯრებიან რვეულებს, როგორც 12, ისე 48 ფურცლიანი შიგთავსით. კალამი ის ნივთია, რომლის გარეშეც მოსწავლის ყოველდღიურობა წარმოუდგენელია. ველიზე შეძლებ აღმოაჩინო Pelikan-ისა და MIQUELRIUS-ის ბრენდის კალმები სხვადასხვა დიზაინითა და ვიზუალით. კალმებთან ერთად, ველიზე შეძლებ შენთვის სასურველი, სხვადასხვა ფერის ფანქრები შეარჩიო.
სასკოლო ტექნიკის ფართო არჩევანი
სწავლების პროცესში თანამედროვე ტექნიკას დიდი მნიშვნელობა აქვს. ველიზე შევხდები ისეთი ბრენდების ლეპტოპებს, როგორებიცაა:
იშოპინგე ონლაინ ველიზე, შეარჩიე სასურველი სასკოლო ნივთები, მათ შორის, ზურგჩანთები, პენლები თუ ლეპტოპები და მიიღე შენაძენი უფასო მომსახურებით მთელი საქართველოს მასშტაბით.































