STANLEY ამერიკული ბრენდია, რომელიც ვაკუუმური იზოლაციის მქონე უჟანგავი ფოლადის თერმოსებით არის ცნობილი. კომპანია აწარმოებს თერმოსებს, სასადილო ყუთებსა და სალაშქრო ჭურჭელს. VELI.store-ზე STANLEY ჭიქა, თერმო პროდუქტები თუ სხვა სასურველი ნივთები სახლიდან გაუხვევლად შეგიძლია შეარჩიო.
STANLEY-ის სალაშქრო აქსესუარები
ლაშქრობისა თუ მოგზაურობისთვის არჩევანი STANLEY სალაშქრო ჭურჭლის ნაკრებზე შეაჩერე. კომპლექტში ერთიანდება ქვაბი, ტაფა, საჭრელი დაფა, სუფრის კოვზი, თეფშები, თავი, ჩანგლები, ჭურჭლის საშრობი თარო და დაფა ცხელ კერძებისთვის. 21 ნივთისგან შემდგარი ნაკრებში თითოეული უჟანგავი ფოლადისგან არის დამზადებული. ლაშქრობის პირობებში თითოეული აქსესუარის ხელით გარეცხვა არ არის რთული. კომპლექტის წონა 3 კილოა, რაც მოგზაურობის დროს მის გადაადგილებას აადვილებს.
ზაფხულის ცხელ დღეებში პიკნიკის დროს ცივი სასმელების ტემპერატურის შესანარჩუნებლად STANLEY, ქულერი გამოგადგება. 15.1 ლიტრის მოცულობით ნივთი ბევრის სასმლის ერთიანად გრილ შენახვას უზრუნველყოფს. ორშრიანი ვაკუუმის იზოლაცია კი 36 საათის განმავლობაში უნარჩუნებს ცივ სასმელებს ტემპერატურას.
STANLEY თერმოსი
ცივი და ცხელი სასმელების კომფორტული დაგემოვნებისთვის კარგი ვარიანტია STANLEY, თერმო ჭიქა. ეს ნივთი ცხელი სასმლის ტემპერატურას ინარჩუნებს 1 საათი, ხოლო ცივის 7 საათი. ამ ჭიქა თერმოსით შეგიძლია დააგემოვნო როგორც ლუდი, ასევე სხვა ტიპის სასმელები.
დაათვალიერე კატეგორია სპორტი & მოგზაურობა, შეარჩიე STANLEY-ის ბრენდის სალაშქრო აქსესუარები ველიზე, შეუკვეთე და მიიღე შენაძენი 3 საათში, თბილისის ნებისმიერ მისამართზე.