ჩოგბურთი არა მხოლოდ სპორტი, არამედ ფიზიკური, გონებრივი და სოციალური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალებაა. იმისთვის, რომ ამ განსაკუთრებული სპორტის სათამაშოდ მზად იყო, ჩოგბურთის ჩანთა, ჩოგანი თუ სამოსი აუცილებლად დაგჭირდება. ამიტომ VELI.store-ზე გადახედე კატეგორიას სპორტის სახეობები და შეარჩიე სასურველი აქსესუარები სახლიდან გაუსვლელად.
შეარჩიე ჩოგბურთის ჩოგანი
მცირეწლოვანი მოთამაშეებისთვის, რომლებსაც თამაშის ტექნიკის დახვეწა სურთ, კარგი ვარიანტია Dunlop, ჩოგბურთის ჩოგანი. ეს ჩოგანი მარტივად ერგება ბავშვის ხელის ზომებსა და ძალას. მსუბუქი ჩარჩო ამარტივებს დამწყები მოთამაშეებისთვის მოძრაობას და მეტ თავისუფლებას იძლევა თამაშისას.
ჩოგბურთის ლეგენდის, როჯერ ფედერერის, შთაგონებით არის შექმნილი Wilson, KIDS, ჩოგბურთის ჩოგანი, რომელიც 6-დან 8 წლამდე ბავშებისთვის არის მოსახერხებელი. პროდუქტი ეხმარება ბავშვებს სტაბილური დარტყმის განვითარებაში. მსუბუქი კონსტრუქცია კი ამცირებს დაღლილობას და ზრდის თამაშზე კონტროლის შესაძლებლობას.
აღმოაჩინე ჩოგბურთის ჩანთა ველიზე
ჩოგნებთან ერთად ველიზე ჩოგბურთის ჩანთების მრავალფეროვანი არჩევანიც დაგხვდება. პროფესიონალი მოთამაშეებისთვის არის დამზადებული Dunlop, ჩოგბურთის ჩემოდანი, რომლის მოცულობაც 125 ლიტრია. ჩანთას ერთი ძირითადი განყოფილება და პატარა გარე ჯიბე აქვს. პროდუქტს თან მოყვება მოქნილი ქამრები გადაადგილების პროცესში მეტი კომფორტისთის.
შედარებით კომპაქტური ზომისაა Dunlop, ჩოგბურთის ჩანთა, რომელშიც 3 ჩოგნის მოთავსება თავისუფლად არის შესაძლებელი. თერმო განყოფილება კი იცავს ჩანთაში არსებულ ნივთებს არასასურველი ზემოქმედებისგან.
ითამაშე მაგიდის ჩოგბურთი, აღმოაჩინე ჩოგბურთის ტანსაცმელი ველიზე, შეუკვეთე და მიიღე შენაძენი საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.