მაგიდის ჩოგბურთი მეგობრებთან ერთად განტვირთვისა და გართობის ერთ-ერთი კარგი საშუალებაა. არ აქვს მნიშვნელობა პროფესიონალი მოთამაშე ხარ თუ მოყვარული, VELI.store-ზე აუცილებლად აღმოაჩენ შენთვის საჭირო ნივთებს. გადახედე კატეგორიას სპორტის სახეობები, შეუკვეთე და სახლიდან გაუსვლელადნ შენაძენი.
მაგიდის ჩოგბურთის ჩოგნები
პროფესიონალურ დონეზე თამაშისთვის არის შექმნილი Stiga, მაგიდის ჩოგბურთის ჩოგანი. მაქსიმალური სიჩქარისთვის კარბონის ფენები აძლიერებს დარტყმის ძალას და რეაქციის სისწრაფეს. წონის გადანაწილება და WRB ტექნოლოგია უზრუნველყოფს მეტ სიმძლავრეს. S5 რეზინა + ACS ზრდის ბურთზე კონტროლის შესაძლებლობას.
გარდა ჩოგნებისა, ველიზე ასევე შეგიძლია აღმოაჩინო JOOLA, მაგიდის ჩოგბურთის ჩოგნის ჩანთა. პროდუქტის გარე წინა ფუძე გამაგრებულია ალუმინით და იცავს მას ზემოქმედებისგან. შიდა სივრცე კი იტევს 1 ჩოგანს და 3 ბურთს. კომპაქტური და მსუბუქი დიზაინის დახმარებით კი ჩანთა ადვილად იკეცება და ინახება.
აღმოაჩინე მაგიდის ჩოგბურთის აქსესუარები
მაგიდის ჩოგბურთის აქსესუარებიდან ველიზე დაგხვდება ჩოგბურთის ბურთი. კომპლექტში 12 ცალი სხვადასხვა ფერის ბურთია. მყარი მასალა უზრუნველყოფს ბურთის ხახუნს მაგიდასთან, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს თამაშის ხარისხს.
ველიზე ასევე დაგხვდება JOOLA, მაგიდის ჩოგბურთის ბადე დამჭერით, რომელიც მოსახერხებელია როგორც სახლისთვის, ასევე პროფესიონალური თამაშისთვის. ბადე მარტივად მაგრდება მაგიდაზე და არ იძვრის თამაშის დროს.
შეარჩიე მაგიდის ჩოგბურთის აქსესუარები ველიზე, მათ შორის აღმოაჩინე სამაჯური თუ სავარჯიშო აბადოკი, შეუკვეთე და მიიღე შენაძენი საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.