კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
ბილიარდი
ფილტრაცია
დალაგება:

ბილიარდი

ბილიარდის კია, პულის-10%
199.00220.00
ბილიარდის კია, პულის
20 პროდუქტის ჩვენება

ბილიარდი თამაშის ის სახეობაა, რომელიც ხელს უწყობს კონცენტრაციის, თვალისა და ხელის კოორდინაციის განვითარებას. ბილიარდი თბილისში ბევრ ადგილას შეგიძლია ითამაშო, მაგრამ თუ გადაწყვეტ, რომ თავად შეიძინო აქსესუარები, VELI.store-ზე გადახედე კატეგორიას სპორტის სახეობები. შეარჩიე სასურველი ნივთები სახლიდან გაუსვლელად და მიიღე შენაძენი საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.


შეიძინე ბილიარდი ონლაინ

 

პროფესიონალური თამაშისთვის კარგი ვარიანტია Aramith, ბილიარდის ბურთების კომპლექტი, რომელიც 16 ბურთს აერთიანებს. ბურთები დამზადებულია მასალით, რომელიც აძლევს მათ განსაკუთრებულ გამძლეობას. სპეციალურად დამუშავებული ზედაპირი კი ამცირებს ხახუნს და უზრუნველყოფს დარტყმისას სასურველი კუთხის შექმნას.

 

68 მმ დიამეტრის მქონე ბილიარდის ბურთების დალაგებისთვის არის განკუთვნილი Classic, ბილიარდის ბურთების დასაწყობი სამკუთხედი. პროდუქტი უზრუნველყოფს, რომ ბურთები მჭიდროდ განლაგდეს და თამაშის დასაწყისისთვის საჭირო პოზიცია შეინარჩუნოს. თამაშის აუცილებელი ნაწილია ბილიარდის კია. ეს ნივთი დამზადებულია კარბონის მასალისგან და ზომით საშუალოდ 147 სმ-ია.


აღმოაჩინე ბილიარდის აქსესუარები ველიზე

 

ბილიარდის მაგიდის მოვლისთვის გამოიყენება Dynamic, ბილიარდის მაუდის დამცავი კონდიციონერი, რომელიც აშორებს ცარცის მტვერს და სხვა დაბინძურებებს. პროდუქტი არ აზიანებს ბოჭკოებს და არ ცვლის მაუდის ტექსტურას. 

 

მოთამაშის აქსესუარებიდან შეგიძლია შეარჩიო ბილიარდის ხელთათმანი, რომელიც განკუთვნილია როგორც პროფესიონალებისთვის, ასევე მოყვარულებისთვის. ხელთათმანი იცავს კიას ოფლისგან, მტვრისა თუ ცარცისგან. მასალა ელასტიური და მსუბუქია, რაც ხელს უშლის ხელის გაღიზიანებას ხანგრძლივი თამაშის დროს.

 

შეარჩიე ბილიარდის აქსესუარები ველიზე, მათ შორის, ბილიარდის ცარცი თუ ბურთების სადგამი, შეუკვეთე და მიიღე შენაძენი 3 საათში, თბილისის ნებისმიერ მისამართზე.
 


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით.  ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.

 

app-store.pngplay-store.png

Copyright © 2025 Veli.store, ყველა უფლება დაცულია.