საქართველოს რაგბის ეროვნულ ნაკრებს შეგიძლია VELI.store-ზე შერჩეული რაგბის ფორმით უგულშემატკივრო. აქ დაგხვდება კატეგორია Fan Shop, სადაც სასურველი რაგბის მაისურისა თუ შორტის შერჩევას მარტივად შეძლებ. შეუკვეთე სახლიდან გაუსვლელად ნივთები და მიიღე შენაძენი საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.
შეარჩიე რაგბის მაისურები ველიზე
ეროვნული ნაკრების საქართველოს რაგბის მაისური, შექმნილია 2023 წლის მსოფლიო თასისთვის. პოლიესტერისა და ელასტინის მაღალხარისხიანი მასალა უზრუნველყოფს კომფორტსა და სხეულის მეტ სიგრილეს თამაშის ან ვარჯიშის დროს. იდეალურია როგორც მოთამაშეებისთვის, ასევე ფანებისთვის, რომლებსაც სურთ მხარი დაუჭირონ ეროვნულ ნაკრებს. ამასთანავე, მაისურთან ერთად, აქვე შეგიძლია შეარჩიო რაგბის ჰუდი.
რაგბის ეროვნული ნაკრების მოთამაშეების სტანდარტების მიხედვით არის შექმნილი Macron, რაგბის შორტი, რომელიც მოსახერხებელია ვარჯიშისთვის თუ თამაშისთვის. შორტს აქვს კომფორტული ამოჭრილი ზოლი, სუნთქვადი ქსოვილი და დამზადებულია პოლიესტერისა და ელასტინის მასალისგან. გარდა ამისა, ველიზე ასევე შეგიძლია დაათვალიერო რაგბის ეროვნული ნაკრების სავარჯიშო თხელი სვიტერი და რაგბის ჟილეტი.
აღმოაჩინე რაგბის აქსესუარები
სხვადასხვა ზომის რაგბის ბურთი დაგხვდება ველიზე, მათ შორის არის 5,4 და 3 ნომერი. აქვე შეძლებ შეარჩიო კეპი შავი ლომის ლოგოთი, რომელიც ბამბისა და პოლიესტერის მასალისგან არის დამზადებული. ეროვნული ნაკრების თამაშებზე დასწრებისას კი შეგიძლია გამოიყენო რაგბის კავშირის საგულშემატკივრო შარფი.
შეარჩიე რაგბის ფორმა თუ რაგბის სტიკერი ველიზე, შეუკვეთე და მიიღე შენაძენი 3 საათში, თბილისის ნებისმიერ მისამართზე.