მთაში, ტბის პირას ან ტყეში ლაშქრობა კიდევ უფრო სასიამოვნოა, როცა იცი, რომ დამქანცველი, რთული გზის შემდეგ სალაშქრო ავეჯს გაშლი და კომფორტულად ჩამოჯდები. ყველაზე პრაქტიკული და კომფორტული სალაშქრო ავეჯის არჩევაში კი VELI.store-ი დაგეხმარება.
ლაშქრობამდე მომზადების პროცესი ზოგჯერ ქაოსურია, რა დროსაც შეიძლება ნებსიმიერი პატარა წვრილმანი გამოგრჩეს. მაგალითად შეიძლება სალაშქრო ზურგჩანთაში რომელიმე სალაშქრო აქსესუარის ჩადება დაგავიწყდეს. ველი ამ დროსაც შენს გვერდით იქნება, რადგან ნებისმიერი ნივთის შეძენას სახლიდან გაუსვლელად მარტივად შეძლებ, შენაძენი კი 3 საათში ჩაგბარდება.
ველიზე სალაშქრო ავეჯის კატეგორიაში დანიური წარმოშობის Easy camp-ისა და Koopman-ის სალაშქრო ავეჯს აღმოაჩენ. შეხვდები საპიკნიკე დასაკეც მაგიდებსა და სკამებს, რომელიც:
- თავიდან აგარიდებს ძირს ჯდომის დისკომფორტს და მოთავსდები კომფორტულად;
- თავს ისე იგრძნობ, როგორც სახლში, შენს სამზარეულოს მაგიდასთან ოღონდ იმ განსხვავებით, რომ შენს ირგვლივ ტყის ან მთის ლამაზი ხედი იშლება;
- მაგიდის ზომა - 90 X 60 X 70 სმ-ია, რაც შესაძლებლობას გაძლევს საჭმელი ორგანიზებულად განალაგო. უმჯობესია მაგიდაზე შედარებით მალფუჭებადი, სათუთი მოხმარების პროდუქტები განალაგო, რათა თავიდან აირიდო მათი დაბინძურება ტყის ფოთლებით ან სხვა ნარჩენებით;
- Koopman, CAMPING PICNIC SET-ის ნაკრები ერთ მაგიდას და 2 სკამს მოიცავს. სალაშქრო ავეჯის დაკეცვის მექანიზმი მარტივად მანევრირებადია, რაც შესაძლებლობას გაძლევს მაგიდა და სკამები მარტივად გაშალო და დაკეცო.
ველიზე წარმოდგენილი სალაშქრო ავეჯი მხოლოდ მაგიდა და სკამებით არ შემოიფარგლება. კემპინგზე დაგჭირდება სალაშქრო ჭურჭელი, რომელსაც სალაშქრო სამზარეულოს კატეგორიაში იპოვი. თუ ისეთი ადგილის დასალაშქრად მიდიხარ სადაც წყალი რთულად მოიპოვება, უმჯობესია სასმელი წყალი წინასწარ შეძენილი რეზერვუარით მოიმარაგო. ველიზე წყლის რეზერვუარებს 5ლ, 10ლ, 20ლ, 35ლ-მდე მოცულობით შეხვდები. აქვეა Koopman-ის პორტატული ნახშირის გრილი, რომელიც კემპინგისთვის ბარბექიუს, ჰოთდოგებისა და ბოსტნეულის მომზადებისთვის იდეალური ვარიანტია.
ბუნების ხმების მოსმენა განსაკუთრებით სასიამოვნოა, თუ ხეებს შორის ჰამაკს ჩამოკიდებ, ჰამაკში ჩაწვები და მდიდარი შთაბეჭდილებებით სავსე ხედებით ისიამოვნებ. ველიზე ჰამაკების დიდი არჩევანია. თუ ტილოს ჰამაკი უკვე გაქვს, გილოცავ! კიდევ ერთი შენაძენი აღარ დაგჭირდება და შეძლებ კემპინგზეც გამოიყენო. თუ ოჯახური კემპიმნგის მოწყობა გადაწყვიტე და ბავშვებიც თან მიგყავს მათი გართობის საყვარელი აქსესუარი - აუზი შეგიძლია ველიზე სახლიდან გაუსვლელად შეიძინო. გასაბერი აუზის აქსესუარები მარავლი ფორმის, ზომისა და დიზაინით შეგხვდება, რაც ბავშვებს კემპინგზე ყოფნას კიდევ უფრო გაუხალისებს.
კემპინგზე წასვლა წარმოდუგენელია კარვის, საძილე ტომრის, პარალონისა და სალაშქრო ჩანთის გარეშე. თუ გრძელვადიან კემპინგს გეგმავ და სალაშქრო გზა მანქანით უნდა გაიარო, ველიზე მანქანის ჩასაფენებს აღმოაჩენ, რომელიც შენი ავტომობილის ინტერიერის სისუფთავის შენარჩუნებაში დაგეხმარება. შეარჩიე სალაშქრო ავეჯი და აქსესუარები VELI.store-ზე, იშოპინგე სახლიდან გაუსვლელად და მიიღე კემპინგისგან მაქსიმალური სიამოვნება ველისთან ერთად.