Kangol ბრიტანული ბრენდია, რომელიც განსხვავებული სტილის ქუდებს, მათ შორის ბერეტებსა და კეპებს აწარმოებს. VELI.store-ზე ბრენდის მიერ შექმნილი სხვადასხვა ზომისა და ფერის ქუდი შეგიძლია შეარჩიო. აქვე გადახედე კატეგორიას ტანსაცმელი & აქსესუარები და ქუდებთან ერთად სამოსიც აღმოაჩინე.
Kangol-ის ქუდები ველიზე
Kanglo-ის ბრენდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოდელია პანამა ქუდი, რომელიც ბამბის მასალისგან არის დამზადებული. ქუდის სიგანე უზრუნველყოფს სახისა და თვალების მზის სხივებისგან სრულად დაცვას. აქსესუარი მარტივად იკეცება და ინარჩუნებს ფორმას, რაც მოსახერხებელია მოგზაურობისას. ქუდი კომფორტულია როგორც კაცებისთვის, ასევე ქალებისთვისაც.
ტრადიციულ ფრანგულ სტილსა და თანამედროვე ელემენტებს აერთიანებს Kangol, ბერეტი. ქუდი 8 სეგმენტური პანელისგან შედგება, რაც უნიკალურ ტექსტურას ქმნის. მოცულობა კი საშუალებას იძლევა ბერეტი სხვადასხვა სტილში ატარო. ქუდი იასამნისფერია, მატყლისა და მოდაკრილის მასალისგან არის დამზადებული.
Kangol-ის კეპები
თანამედროვე სტილისა და კლასიკური დიზაინის შერწყმით Kangol, კეპი იდეალურია ზაფხულისთვის. ქუდი პოლიესტერის მასალისგან არის დამზადებული. კეპს რეგულირებადი უკანა სამაგრი აქვს, რაც საშუალებას იძლევა ქუდი კომფორტულად მოერგოს ნებისმიერ ადამიანს. კერპი მოსახერხებელია როგორც სპორტული, ასევე ყოველდღიური გამოყენებისთვის.
დახურული ფორმისაა Kangol, Washed Baseball, კეპი, რომელიც 4 სხვადასხვა ფერით დაგხვდება ველიზე. ქუდი სრულად ბამბის მასალისგან არის დამზადებული რეგულირებადი ფორმა აქვს. შეარჩიე Kangol-ის ბრენდის ქუდები ველიზე, შეუკვეთე სასურველი და მიიღე შენაძენი უფასო მიწოდებით საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.