ბუნებაში განტვირთვისთვის, ვარჯიშისთვის თუ მოგზაურობისთვის საჭირო ყველა ნივთი VELI.store-ის ციფრულ თაროებზე, კატეგორიაში სპორტი & მოგზაურობა შეგიძლია შეარჩიო. აქ დაგხვდება ყველაფერი აქტიური და ჯანსაღი ცხოვრებისთვის, მათ შორის, საკვები დანამატები, ტაქტიკური აღჭურვილობა თუ ველოსიპედები. შეარჩიე პროდუქტები ონლაინ, შეუკვეთე და შენაძენს ნებისმიერ მისამართზე საკურიერო მიწოდებით მიიღებ.
ყველაფერი ლაშქრობისთვის
ლაშქრობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აქსესუარი, კარავი, ველიზე მარტივად შეგიძლია შეარჩიო, რადგან აქ დაგხვდება Koopman-ის და ALPS Mountaineering-ის ბრენდის ხარისხიანი ნივთები. თუ ლაშქრობაზე რამდენიმე ადამიანთან ერთად მიდიხარ, არჩევანი შეაჩერე ALPS Mountaineering, კარავზე. თავისუფლად მდგომი დიზაინი მინაბოჭკოვანი ბოძებით და ფოლადის საყრდენებით დამატებით სიმტკიცეს უზრუნველყოფს. კარავს ორი ცენტრალური ელვაშესაკრავებიანი კარი აქვს. ბადისებრი გვერდითი კედელი კი აადვილებს ვენტილაციას. კარავს მოყვება საძილე ტომარა, თოკები და ფოლადის ჯოხები.
კარავთან ერთად ველიზე შეგიძლია აღმოაჩინო სალაშქრო ავეჯი და სამზარეულოს ნივთები. ეს აქსესუარები დაგეხმარება ლაშქრობისას კვების და კომფორტულად დასვენების გამარტივებაში. იმისთვის, რომ გადაადგილებისას ცხელი და ცივი სასმელები თუ სხვადასხვა პროდუქტები უსაფრთხოდ შეინახო, თერმო პროდუქტები შეარჩიე. თუ ლაშქრობისას თევზაობა შენთვის საყვარელი საქმიანობაა, ველიზე საჭირო აქსესუარებს აუცილებლად აღმოაჩენ.
შეარჩიე აქსესუარები ვარჯიშისთვის
სახლში ვარჯიშისთვის ველიზე შეგიძლია დაათვალიერო ტრენაჟორები ან გადახედო კატეგორიას ფიტნესი & ვარჯიში, სადაც ყველა საჭირო აქსესუარს შეხვდები. მაგალითად, ProForm, სარბენი ბილიკი კარგი არჩევანია მათთვის, ვინც ეძებს ხარისხიან და ტექნოლოგიურად განვითარებულ მოწყობილობას. სარბენ ბილიკს LCD ეკრანი, SmartAdjust და ActivePulse მხარდაჭერა აქვს. ფუნქციების რეგულირება Bluetooth კავშირითაც მარტივად არის შესაძლებელი. სხვა სახის აქტივობებისთვის, მაგალითად, წონებით ვარჯიშისთვის ველიზე ასევე შეხვდები აუცილებელ აქსესუარებს.
თუ სპორტია შენი განტვირთვის საშუალება, ველიზე სპორტის სახეობების კატეგორიაში აღმოაჩენ მაგიდის ჩოგბურთის, ბადმინტონის, პადელის, კალათბურთისა თუ ცურვის აქსესუარებს. ძიუდოსთვის, ტაეკვანდოს, კარატისა თუ კრივისთვის საჭირო ნივთები კი საბრძოლო ხელოვნების ქვეკატეგორიაში შეგხვდება.
აღმოაჩინე ნივთები მოგზაურობისთვის
მოგზაურობის დაწყებამდე, მზადების დროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთია სამგზავრო ჩემოდანი. ამ ნივთში უნდა მოიყაროს თავი ყველა იმ აუცილებელმა აქსესუარმა, რომელიც მთელი მოგზაურობის განმავლობაში შენი დაგჭირდება. დიდი მოგზაურობისთვის კარგი არჩევანი იქნება Marksman, სამგზავრო ჩემოდანი, რომელიც 30 კილოგრამ ბარგს იტევს და ნეილონის მასალისგან არის შექმნილი. ჩემოდანს კომფორტული შიდა სათავსოები, რკინის ხელის ასაწევი და მბრუნავი კაუჩუკის ბორბლები აქვს.
შედარებით მცირე ზომისთვის ამავე ბრენდის ჩემოდანი შეარჩიე, რომელიც სილიკონისა და პოლიპროპილენის მასალისგანაა დამზადებული. აღმოაჩინე ფიზიკური აქტივობისთვის საჭირო ყველა ნივთი ველიზე, შეარჩიე აქსესუარები იოგასთვის, გადახედე Fan Shop-ს, შეუკვეთე და მიიღე შენაძენი 3 საათში, თბილისის ნებისმიერ მისამართზე.









































