VELI.store - ზე სალაშქრო კატეგორიაში კემპინგისთვის აუცილებელ ყველა ნივთსა და აქსესუარს შეხვდები. კარვის, პარალონისა თუ სალაშქრო ავეჯის შერჩევისას მნიშვნელოვანია ბრენდის რეპუტაცია და იმიჯიც გაითვალისწინო.
ველის ონლაინ მაღაზიაში დანიური ბრენდის, Easy Camp-ის დიდ და მრავალფეროვან ასორტიმენტს აღმოაჩენ. Easy Camp-ი წამყვანი ევროპული ბრენდია, რომელიც კემპინგის მრავალ აქსესუარს აწარმოებს, როგორიცაა: სალაშქრო დასაფენები, სალაშქრო ავეჯი, კარვები, პარალონები, სალაშქრო ჩანთები, აქსესუარები და სხვა.
სალაშქრო სამზადისი კიდევ უფრო კომფორტულია, როცა ყველა აუცილებელი ნივთის შეძენა სახლიდან გაუსვლელად ონლაინ შეგიძლია. ამაში კი ველი დაგეხმარება. თუ ლაშქრობაზე ორი ან მეტი დღით მიდიხარ შეიძლება ისეთი ხელსაწყოები დაგჭირდეს, როგორიცაა Easy Camp-ის სანათი, რუკის კომპასი, ცეცხლის წარმომქნელი და სხვა. არ დაგავიწყდეს რომ იზი კემპის კატეგორიაში პროდუქტებს ბრენდის, ფასის, ზომის, ფერის, მასალისა და დანიშნულების მიხედვით გაფილტრავ, რაც სასურველი პროდუქტის პოვნაში დაგეხმარება. შენაძენს კი 3 საათში უფასოდ მიიღებ.
VELI.store-ზე წარმოდგენილი Easy Camp-ის ბრენდის მისიაა ადამიანებმა ღია ცის ქვეშ, კარვით მოგზაურობის სიამოვნება ერთხელ მაინც გამოსცადონ და ლაშქრობის პროცესით მაქსიმალურად დიდი ენერგია მიიღონ. Easy Camp-ის ასორტიმენტი მაღალი ხარისხით, გამძლეობითა და სანდოობით გამოირჩევა. მაგალითად თუ სამთო ლაშქრობის დროს თავს მოულოდნელად წვიმა დაგატყდა, გარანტია გექნება, რომ Easy Camp-ის წყალგამძლე კარავში წყალი ვერ შემოაღწევს. Easy Camp-ის კარვების ასორტიმენტში შეხვდები ერთადგილიან, ორადგილიან და სამადგილიან კარვებს.
იმისთვის, რომ შენაძენმა დიდხანს შეინარჩუნოს პირვანდელი სახე, აქვე გაგიზიარებ 4 რჩევას, რომელიც კარვის მოვლისას უნდა გაითვალისწინო.
- მიუხედავად იმისა, რომ Easy Camp-ის კარვის ქსოვილი არ იწვის, მოარიდე ცეცხლთან პირდაპირ კონტაქტს, რათა თავიდან აირიდო მისი დადნობა;
- გაითვალისწინე, რომ ულტრაიისფერი სხივები აზიანებს კარავს, ამიტომ ნუ მოათავსებ მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედების ქვეშ დიდი ხნით;
- კარვის მოხმარებას აქვს თავისი გარკვეული დრო. Easy Camp-ის კარვები რეკომენდებულია 2-დან 5 კვირამდე გამოიყენო, რათა კარვის ლითონის ნაწილები და საყრდენი ბოძები მზისგან დაიცვა.
- ეცადე მოარიდო წყალთან პირდაპირ და დიდი ხნით კონტაქტს, რათა თავიდან აირიდო ლითონის ნაწილების დაჟანგება ან დაზიანება.