ველოსიპედი გადაადგილების ეკოლოგიურად სუფთა საშუალებაა, რომელსაც ასევე დადებითი გავლენა აქვს ადამიანის ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. VELI.store-ის ციფრულ თაროებზე სახლიდან გაუსვლელად შეგიძლია შეარჩიო როგორც მექანიკური, ასევე ელექტრო ველოსიპედი. გადახედე კატეგორიას სპორტი & მოგზაურობა და შეარჩიე სასურველი ნივთი ფიზიკური აქტივობისთვის.
აღმოაჩინე ველოსიპედი ონლაინ
მრავალფუნქციურია AVALANCHE, ველოსიპედი, რომელიც მოსახერხებელია როგორც ქალაქის, ასევე მთიან რეგიონში გადაადგილებისთვის. 29 დიუმიანი დისკები ეხმარება ველოსიპედს მეტი წონასწორობის შენარჩუნებაში. ფართო საბურავები კი დაბრკოლებების მარტივად გადალახვაში. ველოსიპედის წინა ამორტიზატორი უკეთეს ბალანსს, ხოლო ჰიდრავლიკური მუხრუჭები სანდო ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.
მხოლოდ ქალაქში, ბილიკებსა და მსუბუქ გრუნტზე გადაადგილებისთვის არის შექმნილი Totem, ველოსიპედი. მაღალი საბურავები, გამართული სავალი სისტემა და მარტივი მართვის ფუნქციები მეტად კომფორტულია დამწყებებისთვისაც. ველოსიპედს 21 სიჩქარე და რეგულირებადი სკამი აქვს.
შეარჩიე საბავშვო ველოსიპედი
ველიზე ასევე დაგხვდება Comiron, საბავშვო ველოსიპედი, რომელიც 2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის არის შექმნილი. ველოსიპედს არ აქვს პედლები და მისი მთავარი მიზანია მცირეწლოვანმა მარტივად აითვისოს ბალანსი. მოწყობილობას აქვს სიმაღლეში რეგულირებადი საჭე და მსუბუქი პლასტმასის ჩარჩო.
შედარებით დიდი ასაკის ბავშვებისთვის (8-13 წელი), არის Totem, მოზარდების ველოსიპედი, რომელსაც 21 სიჩქარე აქვს. 24 დიუმის დისკები იდეალურია 130-150 სმ სიმაღლის ბავშვებისთვის. ველოსიპედის წინა ამორტიზატორი კი რბილ სვლას უზრუნველყოფს ბორცვებსა თუ არათანაბარ გზებზე.
შეიძინე ველოსიპედი განვადებით ველიზე, შეუკვეთე სახლიდან გაუსვლელად და მიიღე შენაძენი 3 საათში, თბილისის ნებისმიერ მისამართზე.