კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია

სოფლიდან

ციფრული საყიდლების ველი არის ადგილი, სადაც ასობით სხვადასხვა კატეგორიიდან შენთვის სასურველი პროდუქტის შეძენა ონლაინ, ყველაზე კომფორტულად შეგიძლია. ველის ციფრული თაროები კი მუდმივად ახლდება და მომხმარებელს პროდუქტების მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს.
 

2023 წლიდან VELI.store-ის ონლაინ მაღაზიას ქართული ბრენდის, Soplidan.ge-ს პროდუქცია დაემატა. ბრენდის მთავარი მიზანი ქართველი გლეხებისა და ფერმერების მიერ სოფელში წარმოებული, ბიოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი პროდუქტების მომხმარებლამდე მიტანაა. თუ გინდა, რომ შენი კვების რაციონი კონსერვანტებისგან და დანამატებისგან თავისუფალი პროდუქტებით გაამდიდრო, დროა Soplidan.ge-ს მრავალფეროვანი კატეგორიები დაათვალიერო. 
 

Soplidan.ge-ს პროდუქტების შეძენა ექსკლუზიურად მხოლოდ ველიზეა შესაძლებელი. კატეგორიაში 15 ქვე კატეგორია დაგხვდება, რომელიც შენთვის სასურველი პროდუქტის თემატურად შერჩევას გაგიმარტივებს. მაგალითად თუ საახალწლო სუფრის სამზადისში გაეხვიე, შეგიძლია Soplidan.ge-ს საახალწლო კატეგორიიდან ჩურჩხელები, სასმელები, ხორცპროდუქტები და მრავალფეროვანი ნუგბარი შეარჩიო. შენაძენი შენთვის სასურველ დროს 3 საათში უკვე შენი სახლის კართან იქნება. 
 

Soplidan.ge-ს პროდუქცია ველიზე 


Soplidan.ge-ს მრავალფეროვან ასორტიმენტში შეხვდები არა მხოლოდ ნატურალურ, ჯანსაღ ხილ-ბოსტნეულს, არამედ ბიოპროდუქტებს და ისეთ პროდუქტს, რომელთა მოძიებაც თბილისში რთულია. მაგალითად ასეთი შეიძლება იყოს დამბალხაჭო, გუდის ყველი და ერბო თუშეთიდან, ასევე სალა წიწაკით და სხვა. კატეგორიებში ასევე აღმოაჩენ:
 


სოფელში წარმოებული პროდუქტები განსაკუთრებული არომატით, გემოვნური თვისებებითა და სასარგებლო ვიტამინების დიდი შემცველობით გამოირჩევა. 
 

გარდა იმისა, რომ ‘’სოფლიდან’’ ქალაქსა და სოფელს შორის ერთგვარ ხიდს წარმოადგენს, სტარტაპი ქართველი ფერმერებისა და მეწარმეებისთვის პროდუქტის წარმოების, შენახვისა და რეალიზაციისთვის რეკომენდაციებს გასცემს. Soplidan.ge-ს საწყობი კი კონტროლდება სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიერ, რათა შენამდე ჯანსაღი, სუფთა პროდუქტი მოვიდეს.


ეკო ბოქსები სოფლიდან
 

არსებობს პროდუქტები, რომლებსაც შედარებით მოკლე შენახვის ვადა აქვს და სასარგებლო თვისებებს მცირე დროის მანძილზე ინარჩუნებს. ეკო ბოქსი სწორედ ასეთ პროდუქტებსა და ინგრედიენტებს აერთიანებს. 
 

ბოქსებში დაგხვდება გემრიელი, საკვებად და კერძის მოსამზადებლად ვარგისი, ჯანსაღი, თუმცა ვიზუალურად ნაკლებად მიმზიდველი ხილ-ბოსტნეულის, ნუგბარისა და რძის ნაწარმის რამდენიმე პროდუქტი. ეკობოქსებში პროდუქცია ყოველ ჯერზე ინდივიდუალურად ეწყობა, შესაბამისად ბოქსის შემადგენლობა განსხვავებულია. 
 

შეიძინე ეკობოქსი მხოლოდ ველიზე და მიიღე გემრიელი, ჯანსაღი კერძის მოსამზადებელი ინგრედიენტების კრებული პირდაპირ სოფლიდან. 


ვეგანური პროდუქტები სოფლიდან


გარდა იმისა, რომ Soplidan.ge-ზე ხორცპროდუქტების (ქათმის, იხვის, ინდაურის, საქონლის, კურდღლის, ღორის ხორცის) დიდი არჩევანია, კატეგორიაში შეხვდები ვეგანურ პროდუქტებს მათ შორის ბოლოკის, ქინძისა და ბროკოლის მიკრომწვანილს, ასევე გოგრის ნაირსახეობებს, ასევე ჩირეული და ცილით მდიდარი მარცვლეულის ფართო არჩევანს.
 

Soplidan.ge -ს პროდუქცია განსაკუთრებით მარტივად ხელმისაწვდომია იმ ოჯახებისთვის, ვისაც მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავს და ზოგჯერ კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბიო, 100%-ით სუფთა, ორგანული პროდუქტების მირთმევა პატარებისთვის. 
 

გარდა ამისა, Soplidan.ge-ს გამოყენებით პროდუქტებს ახლა უკვე ეკო მეგობრული, ბიოდეგრადირებადი შეფუთვით მიიღებ. ასე, რომ თუ გინდა მცირე წვლილი გარემოს დაცვაშიც შეიტანო და პოლიეთილენის პარკებით გამოწვეული ზიანი შეამცირო, დაათვალიერე და შეუკვეთე Soplidan.ge-ს პროდუქცია ველიზე. შენაძენს უფასოდ, 3 საათში ნებისმიერ მისამართზე მიიღებ.


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.