კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
თმის ნიღაბი
ფილტრაცია
დალაგება:

თმის ნიღაბი

K18 Leave-In თმის ნიღაბი 5 მლ-15%
Grown Alchemist Smoothing თმის ნიღაბი 200 მლ-30%
107.10153.00
Grown Alchemist Smoothing თმის ნიღაბი 200 მლ
K18 თმის აღმდგენი ნიღაბი 150 მლ-25%
206.25275.00
K18 თმის აღმდგენი ნიღაბი 150 მლ
K18 Leave-In თმის ნიღაბი 15 მლ-15%
102.00120.00
K18 Leave-In თმის ნიღაბი 15 მლ
K18 თმის მოვლის ნაკრები-15%
250.75295.00
K18 თმის მოვლის ნაკრები
Redken Color Extend Magnetics ნიღაბი შეღებილი თმისთვის 250 მლ-30%
Redken Extreme Strength Builder მშრალი თმის ნიღაბი 250 მლ-30%
Echosline თმის ნიღაბი Karbon 300 მლ-20%
Olaplex  No.8 Bond Intense თმის ნიღაბი 100 მლ-15%
101.15119.00
Olaplex No.8 Bond Intense თმის ნიღაბი 100 მლ
20 პროდუქტის ჩვენება

თუ გაქვს მშრალი თმა, დაზიანებული ბოლოები, სუსტი თმის ღერები ან თუ ხშირად გიწევს თმის შეღებვა და შედეგად თმა სულ გაგიუხეშდა, თმის ნიღაბი ისაა, რაც გჭირდება.


ველი თმის ნიღბების ყველაზე მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობს, 100-ზე მეტი ნიღბის სახეობა ყველა ტიპის თმისთვის, შენთვის მისაღები შემადგენლობითა და სასურველი კონსისტენციით აქაა. პროდუქტის მრავალფეროვნება საშუალებას მოგცემს შეარჩიო შენთვის საუკეთესო, ხარისხის, ბრენდისა და ღირებულების მიხედვით.


შეიძინე თმის ნიღაბი ველიზე შენი თმის განსაკუთრებული სიჯანსაღისთვის.


 
რატომ გჭირდება თმის ნიღაბი


თმის ნიღაბი უზრუნველყოფს გამოკვებასა და დატენიანებას, რაც დროდადრო აუცილებლად სჭირდება შენს თმას, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამჩნევ, რომ იგი უსიცოცხლოდ და გამომშრალად გამოიყურება. ამის გამომწვევი შესაძლოა ხშირი ღებვა, თმის სახვევისა და თმის ფენის მუდმივი მოხმარება, მზეზე ან სანაპიროზე ხშირად ყოფნა და შენი თმის ტიპისთვის შეუთავსებელი თმის პროდუქტების გამოყენება იყოს.


თმის მოვლა ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც შენი გარეგნული, ისე შინაგანი სამყაროსთვის, რადგან ჯანსაღი და მბზინვარე თმა გახარებს და ერთი ორად გმატებს თავდაჯერებულობას.


ახლა კი,  შენ შეგიძლია ატარო განსხვავებული, ფერადი ვარცხნილობები და ამავდროულად შეინარჩუნო თმის სიჯანსაღე სწორად შერჩეული ნიღბის საშუალებით.


ველიზე წარმოდგენილი თმის ნიღბების დიდ ჩამონათვალში, მნიშვნელოვანია შეარჩიო შესაბამისი შენი თმისთვის, რათა შემდგომი ეფექტისგან მაქსიმალური ბენეფიტი მიიღო.  ესაა პირველი კრიტერიუმი შოპინგის დაწყებამდე!


 
როგორ გამოვიყენოთ თმის ნიღაბი


იმისათვის, რომ თმის დამარბილებელი ნიღაბი მაქსიმალურად შედეგიანი აღმოჩნდეს, მნიშვნელოვანია დავიცვათ რამდენიმე ძირითადი წესი მისი შერჩევისა და მოხმარებისას.


•             შეიძინე ნიღაბი შენი თმის ტიპის შესაბამისად. ეს აუცილებელი და უმთავრესი პირობაა, თუ სასურველი შედეგის მიღება გსურს.


•             ჩვეულებრივ დაიბანე თმა, მის გაშრობამდე დაიტანე თმის დამარბილებელი ნიღაბი და თანაბრად გადაინაწილე. მნიშვნელოვანია დაიტანო სწორი რაოდენობა, რაც პროდუქტზეა დატანილი.


•             დარწმუნდი, რომ თმის ნიღაბი არ ეხება ძირებს და მხოლოდ თმის შუა და ბოლო ნაწილებზეა მოთავსებული. 


•             ნიღბის კარგად გადასანაწილებლად შეგიძლია სავარცხელიც გამოიყენო. ეს მეთოდი, განსაკუთრებით ხვეული თმის შემთხვევაში ამართლებს, რადგან გარდა იმისა რომ თმის ნიღაბი ასე კარგად ერევა თმას, შენ შეგიძლია წინასწარ და გაცილებით მარტივად დაივარცხნო იგი რბილ მდგომარეობაში.


•             ნიღბის თმაზე გაჩერების დრო 3-დან 15 წუთამდე მერყეობს და დამოკიდებულია პროდუქტის სიმძლავრესა და თმის მდგომარეობაზე. თმის სპეციალისტები ასევე გვირჩევენ, რომ ნიღბის დატანის შემდეგ თმა თბილი პირსახოცით შევიხვიოთ, რადგან მაღალი ტემპერატურა ეხმარება მას ეფექტურ მოქმედებაში.


•             ამ დროის შემდეგ შეგიძლია იგი მშვიდად ჩამოიბანო და დატკბე გაჯანსაღებული თმით.


უმეტესად, თმის ნიღბის გამოყენება ძალიან დაზიანებული თმის შემთხვევაში კვირაში 2-3-ჯერ, ხოლო შედარებით ჯანსაღი თმის შემთხვევაში ერთხელაა რეკომენდირებული.
 


მშრალი თმის ნიღაბი


თმის პრობლემებს შორის, ყველაზე ხშირი სიმშრალეა და მასთან გასამკლავებლად მშრალი თმის ნიღაბი იდეალური ვარიანტია. პროდუქტის ამ სახეობას აქვს ის კონკრეტული შემადგენლობა, რომელიც მშრალი თმის გასაჯანსაღებლად და დასატენიანებლადაა განკუთვნილი. იგი უზრუნველყოფს თმის სტრუქტურის კვებას, პროფესიონალური ფორმულა კი თმას ბზინვარებას და ცოცხალ იერსახეს ანიჭებს.


გამოშრობისა და მისგან გამოწვეული მტვრევადობის პრევენციისთვის საჭიროა რეგულარულად გამოიყენო თმის დამატენიანებელი ნიღაბი, რომლის შეძენაც ველიზე ონლაინ, უმარტივესად შეგიძლია.
 


Რატომ უნდა შეიძინო თმის ნიღაბი ველიზე


თუ გინდა იზრუნო შენს თმაზე, თუმცა საჭირო პროდუქტის მოპოვება ზედმეტ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს,  ველი გთავაზობს უფასო, უსწრაფეს მიტანის სერვისს, სასურველ მისამართზე, სულ რაღაც 3 საათში. ზუსტად ასე ყველა სირთულე ქრება.


შეარჩიე თმის ნიღაბი ველიზე დღესვე და მიანიჭე შენს თმას თვალისმომჭრელი ბზინვარება უსწრაფესად.

 


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.