კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
კონდიციონერი
ფილტრაცია
დალაგება:

კონდიციონერი

Kevin Murphy Men Stimulate-Me Rinse თმის კონდიციონერი 250 მლ
Davines Naturaltech Nourishing მკვებავი კონდიციონერი 1000 მლ-50%
Lakme Frizz Control კონდიციონერი 300 მლ
David Mallett Travel Trio სასაჩუქრე ნაკრები
Olaplex No. 3 Perfector თმის თერაპია 100 მლ
Grown Alchemist Volumizing 0.4 კონდიციონერი 500 მლ
20 პროდუქტის ჩვენება

თმის მოვლის პროდუქტების ყველაზე ფართო არჩევანი ველიზე 


თმა ადამიანის ვიზუალსა და მის შინაგან სამყაროზე მეტყველებს, შესაბამისად, როგორც შენი სხეულის, ისე თმის მოვლა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ფიზიკური და სულიერი სიჯანსაღისთვის. თუ შენი თმა მშრალად და უსიცოცხლოდ გამოიყურება, თმის კონდიციონერი ყველაზე ოპტიმალური გამოსავალია.


შეარჩიე თმის კონდიციონერი ველიზე და აჩუქე შენს თმას ახალი სიცოცხლე.
 


რა არის თმის კონდიციონერი


თმის მოვლის მრავალ საფეხურს შორის, კონდიცირება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპია. შამპუნის გამოყენების შემდეგ, როცა თმა ცხიმისა და მკვდარი უჯრედებისგან თავისუფლდება, როგორც თმის ნიღაბი, ასევე თმის კონდიციონერი ატენიანებს, არბილებს და აჯანსაღებს მას.


თუკი მოგწონს, როცა განსაკუთრებულად გამოიყურები და ამიტომ თმის ფენს ან თმის სახვევს ხშირად იყენებ, ბუნებრივია, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ გამოშრობის პრობლემა დგება. თმის კონდიციონერი მსგავს, კრიტიკულ სიტუაციებში იდეალური საშუალებაა თმის დაზიანებული ფოლიკულების აღსადგენად და გამოსაკვებად.


კონდიციონერების ნაწილი ველიზე პროტეინსაც შეიცავს, რომელიც საზოგადოდ ყველაზე დიდ პრობლემას - გაყოფილ ბოლოებს იდეალურად უმკლავდება.


თმის კონდიციონერის შერჩევისას მთავარია, იგი შენი თმისა და კანის ტიპს მოარგო, რათა თავიდან აირიდო არასასურველი შედეგი.
 


როგორ გამოვიყენოთ თმის კონდიციონერი


ველიზე თმის კონდიციონერის უამრავი სახეობაა წარმოდგენილი, განსხვავებული მახასიათებლითა და შესაბამისად, განსხვავებული მოხმარების საჭიროებით, თუმცა ყველა მათგანისთვის არსებობს რამდენიმე რუტინული ნაბიჯი :


•           შამპუნის კარგად ჩამობანის შემდეგ, თმაზე უნდა დაიტანო კონდიციონერის ის რაოდენობა, რაც შეფუთვაზეა მითითებული.


•           მნიშვნელოვანია პროდუქტი თანაბრად გადაანაწილო თმის ბოლოებზე. თუ გრძელი თმა გაქვს, უმჯობესია თმის კონდიციონერი ნიკაპიდან ქვემოთ წაისვა.


•           თავის ქალაზე ან მის ახლოს პროდუქტის დატანა არაა რეკომენდებული.


•           კონდიციონერის ფუნქციის გასააქტიურებლად მისი წასმის შემდეგ თმაზე ჩამოისვი თითები ან დაივარცხნე მსხვილკბილა სავარცხლით.


•           პროდუქტის თმაზე გაჩერების საშუალო დრო 1-დან 3 წუთამდეა (კონკრეტულად იგი დატანილია შეფუთვაზე)


•           ბოლოს კარგად ჩამოიბანე და აუცილებლად ისიამოვნე შენი თმის სირბილით.


თუ ჩამობანა გეზარება ხოლმე, ველიზე ამისთვისაც მოიძებნება გამოსავალი
Leave-in, ანუ თმაზე დასატოვებელი კონდიციონერი ჩამობანას არ მოითხოვს, რადგან იგი არ არის ისეთი მძიმე, რომ ჩამობანა სჭირდებოდეს.


ამ ტიპის თმის კონდიციონერი იცავს შენს თმას მზისა და ფენით გაშრობისას ცხელი ჰაერის ნაკადისგან. შეუღებავ თმას ასეთი ტექსტურის კონდიციონერი საფუძვლიანად ატენიანებს, რადგან ტენის შეღწევას საღებავი არ უშლის ხელს.
 


გაითვალისწინე !


თუ აკნესკენ მიდრეკილი კანი გაქვს, კონდიციონერის წასმის შემდეგ თმა აიწიე, რომ პროდუქტი სახეს არ შეეხოს. ჩამობანის დროსაც ეცადე, თმის კონდიციონერი სახეზე არ მოგიხვდეს.
ერიდე მის თვალებში, პირსა ცხვირში მოხვედრას.
 


შეარჩიე თმის კონდიციონერი ველიზე


აქ თმის კონდიციონერის 200-მდე განსხვავებულ სახეობას შეხვდები. პროდუქტი ყველა ტიპის თმისთვის, ნებისმიერი გარემოებისა და მიზნისთვის, რომელიც თმის მოვლასა და გაჯანსაღებასთან ასოცირდება, ველიზე მოიძებნება. 


არ აქვს მნიშვნელობა მეგობარმა გირჩია თუ სადღაც ყური მოჰკარი, ველიზე ყველა სახეობის კონდიციონერს წააწყდები. თუ აქამდეც კარგად იცოდი კონდიციონერის მნიშვნელობა და ხარისხიანს ეძებ, შესაბამისი მახასიათებლისთვის, ველიზე შენი ეს სურვილიც უთუოდ შესრულდება.


შენ მხოლოდ უნდა შეარჩიო სასურველი, მისაღებ ფასად, ველის გუნდი კი უზრუნველყოფს, რომ შენაძენმა შენს სახლამდე ყველა წესის დაცვით, სულ რაღაც სამ საათში, უფასო მიტანის სერვისის დახმარებით მოაღწიოს.

 


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.