კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
დატენიანება
ფილტრაცია
დალაგება:

დატენიანება

Vichy Liftactiv B3 სახის შრატი 30 მლ-20%
194.40243.00
Vichy Liftactiv B3 სახის შრატი 30 მლ
Grown Alchemist Hydra-Repair სახის დღის კრემი 100 მლ-30%
Returnu Vitatone სახის კრემი 50 მლ-40%
20 პროდუქტის ჩვენება

კანის სიჯანსაღის, ახალგაზრდობისა და სილამაზის შესანარჩუნებლად არ უნდა გამოგვრჩეს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი - დამატენიანებელი. იმისთვის რომ გავიგოთ, როგორ მოვუაროთ სახის კანს, სხვადასხვა ინდივიდუალური ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ. ასევე, სწორად შევარჩიოთ სახის კანის მოვლის პროდუქტები. ბევრი ფიქრობს, რომ მათ კანს არ სჭირდება დატენიანება ან თუ სჭირდება, ნებისმიერი დამატენიანებელი გამოდგება. სხვადასხვა ტიპის კანისთვის სხვადასხვა სახის დამატენიანებელი უნდა გამოიყენო, ხოლო დაზიანებული სახის კანისთვის სახის შრატი გამოგადგება. 
 

შეარჩიე სახის დამატენიანებელი საცხი ასაკის მიხედვით
 

წლების განმავლობაში კანი უფრო მშრალი ხდება. 25 წლამდე, მსუბუქი, მცენარეული დამატენიანებელი საკმარისია მაკიაჟთან ადვილად შერწყმისთვის. 30 წლის შემდეგ ორგანიზმისთვის სულ უფრო რთული ხდება კანის დამხმარე ნივთიერებების დამოუკიდებლად გამომუშავება. ამიტომ საჭიროა უფრო ძლიერი პროდუქტები - კოლაგენით და ჰიალურონის მჟავით.
 

დღის განმავლობაში მოხმარებისთვის, შესანიშნავი არჩევანი იქნება, ისეთი სახის დამატენიანებელი, როგორიც არის Dr.Organic Pomegranate დღის კრემი, რომელიც, შეგიძლია VELI.store-ზე შეიძინო და მიიღო ადგილზე უფასო მიწოდებით თბილისში, 3 საათში. ეს არის ასაკსაწინააღმდეგო კრემი ორგანული ბროწეულის ექსტრაქტით, გამდიდრებული ალოე ვერას ექსტრაქტით, კაკაოს ზეთითა და ტკბილი ნუშის ზეთით. ძლიერი ანტიოქსიდანტი. პროდუქტი იცავს კანს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან, ამცირებს წვრილ ხაზებს და ნაოჭებს, რის შედეგადაც კანი უფრო გლუვი და ელასტიკური ხდება, ასტიმულირებს უჯრედების განახლებას და ასევე, კოლაგენისა და ელასტინის სინთეზს. 
 

ღამით შენი კანის სილამაზე შეგიძლია Organic & Botanic Amazonian Berry სახის ღამის კრემს მიანდო. ეს სახის კრემი აუმჯობესებს კანის ფერს, ანიჭებს ბუნებრივ ბზინვარებას და იცავს კანს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან. ფორმულაში შემავალი ზეთისხილის ექსტრაქტი უზრუნველყოფს ანტიოქსიდანტურ დაცვას, აქვს დაბერების საწინააღმდეგო მოქმედება და ხელს უწყობს კანის დაზიანებული უჯრედების აღდგენას. გლიცერინი არბილებს და ატენიანებს კანს. მსუბუქი ფორმულა, სწრაფად შეიწოვება და არ ტოვებს ცხიმოვან კვალს.
 

შეარჩიე სახის დამატენიანებელი კანის ტიპის მიხედვით
 

ყველაზე რთული ნაწილი, შენი კანის ტიპის განსაზღვრა. არასწორმა საცხმა შეიძლება მხოლოდ ზიანი მიაყენოს მას, გამოიწვიოს ალერგია, გაღიზიანება ან აკნე. 
 

ნორმალური კანი გლუვი და ელასტიკურია. მასზე არ არის დიდი ფორები და კანი არ პრიალებს. ამ შემთხვევაში შესაფერისია მსუბუქი კრემები, რომლებიც წყალ-ცხიმოვან ბალანსზე გავლენას არ ახდენენ. ბრწყინვალე არჩევანი იქნება Vichy Aqualia Thermal Light სახის კრემი, რომელიც ატენიანებს კანს 48 საათის განმავლობაში. მსუბუქი ტექსტურის კრემის ახალი ფორმულა მინერალიზებული თერმული წყლით და მანოზას „იზოტონური კოქტეილით“, ასევე ბუნებრივი წარმოშობის ჰიალურონის მჟავით, ხელს უწყობს კანის ტენიანობის შენარჩუნებას. იდეალურია მგრძნობიარე კანისათვის. მინერალიზებული თერმული წყალი - VICHY, რომელიც გამდიდრებულია 15 მინერალით და მიკროელემენტებით, უზრუნველყოფს კანის ნორმალურ pH- ს, აღადგენს და იცავს ეპიდერმისს, რომელიც ზრდის კანის ბარიერულ თვისებებს და ხელს უწყობს ტენიანობის შენარჩუნებას. მცენარეული შაქარი მოპოვებული არყის, წიფლის და ნეკერჩხლის ხისგან, ატენიანებს კანს და ახდენს უჯრედების რეგენერაციას. ბუნებრივი წარმოშობის ჰიალურონის მჟავა კანის ბუნებრივი კომპონენტი და ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ბუნებრივი ჰიდრო-ფიქსატორია. 
 

ცხიმიანი კანი - მბზინავი, დიდი ფორებით. ახასიათებს არათანაბარი ზედაპირი და აკნე. ამ ტიპის კანისთვის შესაფერისია თუთია ან მცენარეული ექსტრაქტები. შესანიშნავი არჩევანი იქნება Lierac Sebologie ორმაგი კონცენტრატი. ფორმულაში შემავალი თუთიის გლუკონატი და სალიცილის მჟავა აქრობს კანის ცხიმოვან სიპრიალეს, ებრძვის ნაოჭებს და ლაქებს. დღის განმავლობაში, აქტიური ნივთიერებები არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას, ღამით აძლიერებს კანის დამხმარე ბოჭკოების წარმოქმნას და ავიწროებს გაფართოებულ ფორებს.
 

მშრალი კანი გლუვია და მიდრეკილია აქერცვლისკენ. ის გვაშინებს, რადგან სიმშრალე ნაოჭების ადრეულ წარმოქმნას იწვევს. შეებრძოლე პრობლემას სქელი ტექსტურის მქონე საცხებით, რომლებიც შექმნილია სპეციალურად მშრალი კანისთვის. კარგი არჩევანი იქნება Lierac დამატენიანებელი კრემი Hydragenist. ის მომენტალურად ატენიანებს, ამცირებს კანის დაჭიმულობას და დისკომფორტის შეგრძნებას. რეკომენდებულია მშრალი და ნორმალური კანისთვის. შეიცავს: Hydra O2 15% (მინერალები, ვიტამინები და ბიომიმეტური ჟანგბადი) ჰიალურონის მჟავას 10 %, გარგარის ექსტრაქტს.
 

კომბინირებული კანი - არათანაბარი სახის სხვადასხვა ნაწილზე. ხშირად ექვემდებარება გარე ფაქტორებს - მზის სინათლეს ან ჰაერის ტენიანობის ცვლილებას. კომბინირებული კანისთვის შესაფერისია რეგენერაციული კრემები, რომლებიც შეიცავენ კომპონენტებს სიგლუვის მისაღწევად და ასევე, ამცირებენ მგრძნობელობას. ასეთი კანისთვის უნდა გამოიყენო Lierac დამატენიანებელი გელი Hydragenist. ის მომენტალურად ატენიანებს კანს, ამცირებს დაჭიმულობას და დისკომფორტის შეგრძნებას. მატებს მოქნილობას, აფერხებს ნაოჭების წარმოქმნას და აღადგენს სახის ფერს. რეკომენდებულია კომბინირებული კანისთვის. შეიცავს: Hydra O2 15% (მინერალები, ვიტამინები და ბიომიმეტური ჟანგბადი) ჰიალურონის მჟავას 10%, ბრინჯის ფხვნილს. მისი სუფთა და ნაზი სურნელი აერთიანებს ვარდის წყლის, ჟასმინის და გარდენიის ნოტებს.
 

როგორ შევიძინოთ სახის დამატენიანებელი ონლაინ
 

იმისთვის, რომ შეარჩიო სახის დამატენიანებელი, ან სულაც გუაშა და როლერი, ყველაზე მარტივი გზა ონლაინ მაღაზია შეიძლება იყოს. ნახე VELI.store-ზე საუკეთესო ხარისხის წამყვანი ბრენდების სახის დამატენიანებელი, რომელიც კანია გაჯასაღებაში დაგეხმარება. დაიწყე კანის მოვლა ახლავე, შენაძენი 3 საათში, თბილისში შენს კართან იქნება, ადგილზე უფასო მიწოდებით.


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.