Yadah სამხრეთ კორეული კოსმეტიკური ბრენდია, რომელიც ძირითადად სახის მოვლის საშუალებებს ქმნის. VELI.store-ზე კატეგორიაში სილამაზე & მოვლა მარტივად შეგიძლია აღმოაჩინო ბრენდის პროდუქტები. შეუკვეთე სახლიდან გაუსვლელად და მიიღე შენაძენი სასურველ მისამართზე.
Yadah-ის სახის მოვლის საშუალებები
სახის კანს ღრმად ატენიანებს და ამშვიდებს Yadah, სახის დამატენიანებელი შრატი, რომლის მთავარი ინგრედიენტია კაქტუსის ღეროს ექსტრაქტი. ფორმულაში შემავალი ჰიალურონის მჟავა ხელს უწყობს კანის ელასტიურობას. შრატს ასაკსაწინააღმდეგო მოქმედება აქვს და იცავს ეპიდერმისს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან.
მზის UVA და UVB სხივებისგან დაცვას უზრუნველყოფს Yadah, მზისგან დამცავი კრემი. პროდუქტი ამშვიდებს გაღიზიანებას და ღრმად ატენიანებს კანს. კრემისებრი ტექსტურა კი არ ტოვებს კვალს სახეზე. დამცავი კრემი ყველა ტიპის კანისთვის არის რეკომენდებული.
მდგრადობით და ბუნებრივი შემადგენლობით გამოირჩევა Yadah Be My Tint თხევადი ტუჩსაცხი. პროდუქტი წყალგამძლეა და ინარჩუნებს წითელ ფერს მთელი დღის განმავლობაში. ამ ტუჩსაცხის გამოყენება შესაძლებელია როგორც ტუჩებზე, ასევე ლოყებზე.
აღმოაჩინე სხეული მოვლის პროდუქტები ველიზე
ეფექტურად ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს და ამცირებს სიწითლეს Yadah, სხეულის გელი. პროდუქტს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს და გამდიდრებულია ვიტამინებითა თუ ანტიოქსიდანტებით. გელი სხეულზე სწრაფად შეიწოვება და რეკომენდებულია ყველა ტიპის კანისთვის.
კანს ნაზად ასუფთავებს და ატენიანებს Yadah, Cactus შხაპ-გელი. კაქტუსის ექსტრაქტი და გლიცერინი ხელს უწყობს კანის ღრმა დატენიანებას და დარბილებას. პროდუქტი Ph 5.5. ნეიტრალურია. ბუნებრივი არომატები: ლავანდა და თეთრი მუშკი კი შხაპის მიღების შემდეგ სასიამოვნო სურნელს ქმნიან.
შეარჩიე Yadah-ს ბრენდის თავის მოვლის საშუალებები, მათ შორის, თმის სამკურნალო კონდიციონერი თუ სახის კრემი, შეუკვეთე პროდუქტები და მიიღე შენაძენი 3 საათში, თბილისის ნებისმიერ მისამართზე.