სახის კანის მოვლის საშუალებები და ტრენდები ცვალებადია, თუმცა სახის ნიღაბი მუდმივად აქტუალურია. VELI.store-ზე ონლაინ შეძლებ აღმოაჩინო ისეთი ბრენდების ნიღბები, როგორებიცაა:
შეარჩიე შენთვის სასურველი სახის ნიღაბი და მიიღე შენაძენი 3 საათში უფასო მიწოდებით თბილისის ნებისმიერ მისამართზე.
სახის ნიღბები ველიზე
სახის ნიღბები გამოიყენება სხვადასხვა დანიშნულებით: ასუფთავებენ ფორებს, აშორებენ მკვდარ ქსოვილებს, აქრობენ პიგმენტაციასა, შავ წერტილებსა და ხდიან ჩვენს კანს უფრო ბზინვარეს.
7Days-ის Kaolin & Seaweed სახის ნიღაბი კაოლინისა და წყალმცენარეების გამწმენდი, ანტიოქსიდანტური თვისებებით ატენიანებს და აღადგენს კანს, ანიჭებს მას სიგლუვესა თუ ბზინვარებას. ნიღაბი წმენდს ფორებს და ამზადებს კანს ინტენსიური დატენიანებისთვის ფიბრონექტინითა და სკალანით. პროდუქტი ეფექტურად ამკვრივებს ფორებს და ავსებს კანს უჯრედებს სასარგებლო მიკროელემენტებით.
დაზიანებული კანის აღდგენისთვის საინტერესო ვარიანტია Perricone MD-ის Multi Action Overnight სახის ნიღაბი. პროდუქტი ანიჭებს კანს ბზინვარებას, ებრძვის ნაოჭებს და წვრილ ხაზებს. ფორმულაში შემავალი აქტიური ნივთიერებების საფუძველზე ნიღაბი მთელი ღამის განმავლობაში შეიწოვება ეპიდერმისში და იწყებს მომენტალურ მოქმედებას.
ფორების ღრმად გასუფთავებისთვის არის შექმნილი Benefit-ის Pore Care Mini სახის გამწმენდი თიხის ნიღაბი. პროდუქტის ფორმულაში შემავალი სამფირის ექსტრაქტი ხელს უშლის ჭარბი ცხიმის გამოყოფას, ამშვიდებს და კვებავს კანს. ნიღაბი ყველა ტიპის კანისთვის არის რეკომენდებული. შეარჩიე სასურველი სახის ნიღაბი ველიზე და მიიღე შენაძენი უფასო მიწოდებით საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.
სამკურნალო სახის ნიღბები ველიზე
სამკურნალო სახის ნიღბებიდან ეფექტურია Orjena-ს Easy Care აკნეს სამკურნალო პაჩები. თხელი, უხილავი ჰიდროკოლოიდური პლასტირი აქრობს გამონაყარს და ამცირებს სიწითლეს. პროდუქტის ფორმა და ზომა ეფექტურად ფარავს ლაქებსა და გამონაყარს. წყალგაუმტარი საფარი უზრუნველყოფს ტენიანობას, რაც ხელს უწყობს ნაწიბურის მოკლე დროში გაქრობას. პროდუქტის შეძენას ველიზე 50%-იანი ფასდაკლებით შეძლებ.
აქვე აღმოაჩენ Dessange-ს Instant De beaute სახის აღმდგენ ნიღაბს, რომლის მსუბუქი და გამაგრილებელი ფორმულა ამკვრივებს და აღადგენს კანს. პროდუქტი იცავს ეპიდერმისს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან, აქრობს დაღლილობის ნიშნებს და ღრმად ატენიანებს კანს. შეარჩიე სასურველი სახის ნიღაბი ველიზე და გადაიხადე თანხა შენზე მორგებული საბანკო პირობებით.
იშოპინგე ველიზე ონლაინ, შეარჩიე სასურველი სახის ნიღაბი და მიიღე შენაძენი 3 საათში უფასო მიწოდებით თბილისის ნებისმიერ მისამართზე.