სახის ემულსია კანის დამატენიანებელი და გამაჯანსაღებელი საშუალებაა, რომელიც სხვა კრემებისგან განსხვავებით წყლის ბაზაზეა დამზადებული, შესაბამისად უფრო მსუბუქია ვიდრე დამატენიანებელი კრემი და ადვილად შეიწოვება კანზე. იგი ინარჩუნებს ტენიანობის დონეს კანში, ამავდროულად კი აძლიერებს შრატისა და Anti-age დამატენიანებელი საშუალებების სასარგებლო თვისებებს.
VELI.store-ზე სხვადასხვა ტიპის, შემადგენლობისა და ბრენდის სახის ემულსიას იხილავ. მათი ნაწილი კრემის, ნაწილი კი გელის ან თითქმის თხევადი ფორმითაა წარმოდგენილი.
სახის დამატენიანებელი ემულსია შესანიშნავი არჩევანია ცხიმიანი კანის მოვლისთვის, მას შეუძლია მარტივად ჩაანაცვლოს დამატენიანებელი კრემი. რაც შეეხება მშრალ კანს, ასეთ შემთხვევაში სახის ემულსია შეგვიძლია დამატებით საშუალებად გამოვიყენოთ, შრატამდე ან შრატის შემდეგ.
შეარჩიე სახის ემულსია VELI.store-ზე
თუ შენი სახისა და სხეულისთვის საუკეთესო პროდუქტების შეძენა გსურს, ველიზე ყველაფერია რაც გჭირდება. აქ დაგხვდება დეკორატიული კოსმეტიკის ფართო ასორტიმენტი და უამრავი შეთავაზება პროდუქტებზე, როგორებიცაა: თვალის ლაინერი, ტუჩსაცხი, კორექტორი, ტონალური კრემი, ჰაილაითერი და სხვ.
სახის ემულსია კანის დატენიანებისა და აღდგენისთვის, აკნესა და ანთების საწინააღმდეგოდ, მზისგან დასაცავად SPF 25 შემადგენლობით, კანის დაბერების საწინააღმდეგოდ, ნებისმიერი კანის ტიპისა და საჭიროებისთვის VELI.store-ზეა.
აქ შეხვდები საერთაშორისო დონის ბრენდებს, როგორებიცაა:
- Dr. Rimpler
- Farmstay
- Skinfood
- Soskin
- Vichy
- Yadah
და სხვ.
თუ სახის ემულსიას აკნეს ან ინფექციის პრევენციისთვის ეძებ, Soskin AKN Stop Imperfection P+ შესანიშნავი არჩევანია. იგი ამცირებს ფორების დაბინძურების რისკს, ახდენს ფერიმჭამელების გაჩენის პრევენციას, არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციონირებას, ამცირებს კანის სიწითლეს და ხელს უწყობს ნაწიბურების შემცირებას. ცხიმიანი და აკნესკენ მიდრეკილი კანის შემთხვევაში, ეს პროდუქტი უბრალოდ იდეალურია.
კომბინირებული კანისთვის შეგიძლია არჩევანი Farmstay - Tea Tree Biome-ზე შეაჩერო. ეს დამატენიანებელი საშუალება შეიცავს ჩაის ხის ექსტრაქტს, რომელსაც გააჩნია დამამშვიდებელი მოქმედება და ნაკლები ზეთის შემცველობა. მგრძნობიარე კანის შემთხვევაში უსაფრთხოა მისი გამოყენება დამატენიანებლად და დასამშვიდებლადაც კი.
Dr. Rimpler ლოსიონი Hairless Stop კიდევ ერთი შესანიშნავი პროდუქტია კატეგორიაში - ემულსია. რეგულარული გამოყენებისას იგი თრგუნავს თმის ძირების აქტივობას და ამცირებს თმის ზრდას. ამავდროულად უზრუნველყოფს მგრძნობიარე კანის აუცილებელ დაცვას, ატენიანებს კანის მშრალ უბნებს, აძლიერებს დაზიანებული კანის ბარიერს და შესამჩნევად აუმჯობესებს კანის ტექსტურას. გამოიყენება თმის მოცილებისთანავე. თმის ბუნებრივი ზრდის შესამცირებლად და ამავდროულად კანის დასატენიანებლად ლოსიონი Hairless Stop შესანიშნავი საშუალებაა.
თუ სახის კანზე ზრუნვა გადაწყვიტე, VELI.store შესანიშნავი ადგილია საშოპინგოდ. შეარჩიე და შეიძინე უმაღლესი ხარისხის სახის დამატენიანებელი ემულსია ონლაინ და ისარგებლე უფასო მიტანის სერვისით საქართველოს ნებისმიერ მისამართზე. თბილისის მასშტაბით კურიერი შეკვეთას სულ რაღაც 3 საათში მოგიტანს.