დეკორატიული მაკიაჟისა და თავის მოვლის საშუალებების მოყვარულებისთვის VELI.store-ზე უდიდესი არჩევანი და უამრავი შეთავაზებაა.
რუჟის ფუნჯი შენი კოსმეტიკის არსენალისთვის ერთ-ერთი განსაკუთრებული ატრიბუტია, რადგან ფაქტობრივად შეუძლებელია რუჟი სახეზე მისი სპეციალური აპლიკატორის გარეშე დაიტანო. ველიზე სხვადასხვა ბრენდის, ზომისა და მასალის რუჟის ფუნჯებს იხილავ, რაც მათი შერჩევის პროცესს კიდევ უფრო გაგიმარტივებს.
თუ BB კრემის, ტონალურის, კორექტორის ან ჰაილაითერის შეძენა გადაწყვიტე, მათთან ერთად აუცილებლად დაგჭირდება შესაბამისი ფუნჯები, რომლებიც პროდუქტის კანზე სწორად გადანაწილებაში დაგეხმარება.
რუჟის ფუნჯის მახასიათებლები
პირველი მნიშვნელოვანი ასპექტი, რუჟის ფუნჯის შერჩევისას ჯაგრის წყობაა. რაც უფრო მჭიდროა ფუნჯის ზედაპირი, მით უფრო მკაფიოდ დაიტანება რუჟი ან სხვა პროდუქტი კანზე. თუ მსუბუქი დაფერვის მოყვარული ხარ Dr. Hauschka-ს რუჟის ფუნჯი შესანიშნავი არჩევანი იქნება, იგი ვეგანური მასალისგან მზადდება და მსუბუქი, ჰაეროვანი წყობით გამოირჩევა. მისი დახმარებით, არა მხოლოდ რუჟი, არამედ პუდრი ან ჰაილაითერიც შეგიძლია წაისვა.
თუ უფრო მეტ პიგმენტს ანიჭებ უპირატესობას, RK By Kiss მაკიაჟის ფუნჯი შესანიშნავია, როგორც რუჟის, ისე ბრონზერისა და ტონალურის დასატანად. იგი არ შთანთქავს მაკიაჟს, არ აღიზიანებს კანს და უზრუნველყოფს მაქსიმალურ შედეგს დაბალი პიგმენტაციის მქონე პროდუქტის გამოყენებისასაც კი.
რა ფორმის და ზომის უნდა იყოს რუჟის ფუნჯი?
ველიზე სხვადასხვა ფორმისა და ზომის რუჟის ფუნჯები გვხვდება. რა თქმა უნდა, ეს მახასიათებლები შენს პრეფერენსებზეა დამოკიდებული, თუმცა სიმარტივისთვის მრგვალი, ფუმფულა ფორმა შესანიშნავი იქნება. რაც შეეხება ზომას, ამას განსაზღვრავს რუჟის წასმის შენთვის მოსახერხებელი ტექნიკა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რაც უფრო დიდია ფუნჯის თავის მოცულობა, მით მარტივია პროდუქტის სახეზე გადანაწილება.
თუ დეკორატიული კოსმეტიკა მოგწონს და მას ხშირად მოიხმარ, შეიძინე Banidy Yellow ფუნჯების ნაკრები, რომელსაც სახისა და სხეულის მაკიაჟის სრულყოფისთვის უმარტივესად გამოიყენებ.
იშოპინგე VELI.store-ზე ონლაინ და შეიძინე უმაღლესი ხარისხის ფუნჯები, წარბის ფანქარი, თვალის ლაინერი, ტუჩსაცხი თუ სხვა უსაფრთხო კოსმეტიკა შენი კანის სიჯანსაღისთვის. აქ ისარგებლებ უფასო მიტანის სერვისით საქართველოს ნებისმიერ მისამართზე. თბილისის მასშტაბით კურიერი შეკვეთას სულ რაღაც 3 საათში მოგიტანს.