La Roche-Posay ფრანგული ბრენდია, რომელიც ძირითადად კანის მოვლის პროდუქტებს ქმნის. მათ შორის არის შრატები, ლოსიონები, მზისგან დამცავი კრემები თუ სპრეები. გადახედე კატეგორიას სილამაზე & მოვლა, შეარჩიე შენთვის სასურველი პროდუქტები და მიიღე შენაძენი 3 საათში, თბილისის ნებისმიერ მისამართზე.
La Roche-Posay-ის დამატენიანებელი
სებორული დერმატიტისადმი მიდრეკილი კანისთვის არის შექმნილი ლა როშე დამატენიანებელი კრემი. პროდუქტის ფორმულაში შემავალი პიროკტონ ოლამინი და თუთია, უზრუნველყოფს ანტიბაქტერიულ მოქმედებას და არეგულირებს ცხიმის გამოყოფას. კრემი ამცირებს კანის სიწითლეს და უბრუნებს მას კომფორტის შეგრძნებას. კრემი შეიცავს თერმულ დერმობიოტიკს, რომელიც აძლიერებს კანის დამცავ თვისებებს. პროდუქტი ღრმად ატენიანებს და ამშვიდებს ეპიდერმისს.
დამამშვიდებელი და დამატენიანებელი თვისებებით გამოირჩევა La Roche-Posay Lipikar სხეულის დამატენიანებელი ლოსიონი. პროდუქტი მდიდარია ბუნებრივი ანტიოქსიდანტით და სელენით, რომელიც იცავს ეპიდერმისს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან. ნიაცინამიდი აქრობს დაჭიმულობის შეგრძნებას, ხელს უშლის სიმშრალეს და უნარჩუნებს კანს ტენიანობის ოპტიმალურ დონეს. პროდუქტს გააჩნია უცხიმო და მსუბუქი ტექსტურა, რომელიც მყისიერად შეიწოვება და არ ტოვებს წებოვან შეგრძნებას.
ლა როშეს მზისგან დამცავი ველიზე
სახისა და სხეულისთვის არის განკუთვნილი ლა როშე მზისგან დამცავი, რომელიც მგრძნობიარეა UVA და UVB სხივების ზემოქმედების მიმართ. Cellular Defense ტექნოლოგიის წყალობით დამცავი ხელს უწყობს კანის უჯრედების დნმ-ის აღდგენას და დაცვას ულტრაიისფერი გამოსხივების შესაძლო დაზიანებისგან. პროდუქტი ამცირებს ფოტოდაბერების ნიშნებს და ხელს უწყობს ეპიდერმისის ბარიერის აღდგენას. მზისგან დამცავი არის ჰიპოალერგიული არ ტოვებს თეთრ კვალს.
ველიზე ასევე დაგხვდება ბავშვის მზისგან დამცავი, რომელიც სპეციალურად შექმნილია ატოპიისკენ მიდრეკილი კანისთვის. ფორმულაში შემავალი თერმული წყაროს წყალი, ვიტამინი E და შიის კარაქი, უზრუნველყოფს მგრძნობიარე კანის დამშვიდებას.
შეარჩიე ლა როშეს ბრენდის პროდუქტები ველიზე, აღმოაჩინე ნაოჭების საწინააღმდეგო შრატი თუ მიცელარული წყალი, შეუკვეთე და მიიღე შენაძენი 3 საათში, თბილისის ნებისმიერ მისამართზე.