Davines იტალიური ბრენდია, რომელმაც საერთაშორისო პოპულარობა მაღალი ხარისხისა და ინოვაციების ერთგულებით მოიპოვა. გარდა ამისა, ამ მწარმოებლის ნიშად შეიძლება ჩაითვალოს აქცენტი გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობისადმი, რაც მკაფიოდ აისახება უშუალოდ Davines-ის პროდუქტებშიც.
დაათვალიერე საუკეთესო თმის მოვლის ბრენდი VELI.store-ზე. ეკოლოგიურად სუფთა შემადგენლობის მქონე, მდგრადი ინგრედიენტებით შექმნილი ფორმულები, დიდი ხანია Davines-ის მთავარ უპირატესობად იქცა. მკვებავი შამპუნებიდან დაწყებული, წვერის მოვლისა და თმის ცვენის საწინააღმდეგო საშუალებებამდე, VELI.store-ის ამ კატეგორიაში თმის მოვლის საშუალებების მრავალფეროვან ჩამონათვალს იხილავ.
აღმოაჩინე Davines-ის პრემიუმ ხარისხის პროდუქტები VELI.store-ზე
Davines-ის თმის მოვლის ასორტიმენტი სხვადასხვა ხაზად შეიძლება გავყოთ. ამ ჩამონათვალში გვხვდება როგორც უნივერსალური პროდუქტები, ასევე სპეციალური საშუალებები, თმის კონკრეტული ტიპისა და საჭიროებისთვის შექმნილი ფორმულებით.
მათთვის, ვისაც დაზიანებული, გამომშრალი თმის პრობლემა აქვს, Davines Nounou შამპუნი დაზიანებული თმისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არჩევანია. ნაზი წმენდისა და თმის ღერების ღრმად გამოკვების უნარით, ეს პროდუქტი თმის მტვრევადობასა და გამოფიტვას აგარიდებს. იმისათვის კი, რომ უკვე დაბანილი თმა გაშრობისა და მოწესრიგების დროს დაზიანებისგან დაიცვა, Davines More Inside თმის პრაიმერი სპრეი გამოგადგება.
თუ ქერა თმა გაქვს და მისი ჯანსაღი ვიზუალით შენარჩუნება გირთულდება, ამ კატეგორიაში აღმოაჩენ ქერა თმის მოვლის სრულ კომპლექტს, რომელიც არ შეიცავს პარაბენებსა და სილიკონს.
ეს პროდუქტებია:
- ქერა თმის შამპუნი
- ქერა თმის აღმდგენი ნიღაბი
- ქერა თმის კონდიციონერი
- ქერა თმის თერმული დამცავი
- ქერა თმის შრატი
VELI.store-ის ამ კატეგორიაში, კიდევ ერთი პოპულარული პროდუქტია Davines Naturaltech Rebalancing ცხიმიანი თმის გამწმენდი, რომელიც არეგულირებს თავის კანზე ცხიმის გამოყოფის პროცესს, პარალელურად კი ასუფთავებს და აჯანსაღებს თმასა და თავის კანს.
აქვე, არ უნდა გამოგვრჩეს Davines-ის ვეგანური თმის ცვენის საწინააღმდეგო შრატი. 12 ცალიან შეფუთვაში შემავალი კაფსულები აღადგენს თმას, ატენიანებს თავის კანს და ხელს უშლის თმის ცვენას. იშოპინგე VELI.store-ზე სახლიდან გაუსვლელად, დაათვალიერე და შეარჩიე Davines-ის პროდუქცია და ნებისმიერ შენაძენზე, იქნება ეს ხვეული თმის მოვლის საშუალებები თუ პარსვის შემდგომი კრემი, ისარგებლე უფასო მიტანის სერვისით, საქართველოს ყველა რეგიონში.