Balmain ფრანგული ბრენდია, რომელიც 1945 წელს პარიზში შეიქმნა. კომპანია ძირითადად აწარმოებს ტანსაცმელს, აქსესუარებს, სუნამოებსა და თავის მოვლის პროდუქტებს. VELI.store-ის ციფრულ თაროებზე Balmain-ის თმის მოვლის საშუალებები შეგიძლია აღმოაჩინო.
Balmain-ის თმის შამპუნი
სპეციალურად თხელი თმის მქონე მამაკაცებისთვის არის შექმნილი Balmain, შამპუნი მოცულობისთვის. პროდუქტი შეიცავს კოფეინს, რაც ასტიმულირებს თმის ზრდას. ფორმულაში შემავალი ბიოტინი და ტრიპეპტიდი-1 ამაგრებს თმის ფოლიკულებს. არგანის ზეთი კი ატენიანებს და იცავს თმას. შამპუნი ტოვებს სასიამოვნო სურნელს, რომელიც გაჯერებულია ინტენსიური ქარვისა და ხის ნოტებით.
ქერა, ღია თუ მელირებული თმისთვის არის შექმნილი Balmain, ქერა თმის შამპუნი. პროდუქტი ეფექტურად წმენდს თავის კანს, მატებს მთას ბზინვარებასა და ჯანსაღ იერს. შამპუნი ანეიტრალებს ყვითელ ტონებს და ქმნის სასიამოვნო სურნელს.
Balmain-ის თმის მოვლის პროდუქტები
თმის ბოჭკოებს ამკვრივებს Balmain, კონდიციონერი, რომელიც ყველა ტიპის თმისთვის არის რეკომენდებული. პროდუქტში შემავალი ჰიდროლიზებული კერატინი ამარაგებს და აღადგენს თმის სტრუქტურას. შილის ამინომჟავები კი ანიჭებს თმას სირბილესა და ბზინვარებას.
თმის არომატული სურნელისთვის ველიზე დაგხვდება Balmain, თმის სუნამო. პროდუქტი გამოირჩევა მრავალფეროვანი არომატებით, რომლებიც დღის განმავლობაში არ კარგავს სიძლიერეს. ზედა ნოტები აერთიანებს ანისის, ფიჭვის ხის, ატმის ყვავილისა და ჟოლოს არომატებს. ძირითადი ნოტებია: ვანილი, კედრის ხე და თეთრი მუშკი.
აღმოაჩინე Balmain-ის ბრენდის პროდუქტები ველიზე, მათ შორის წევრის ზეთი თუ თმის აღმდგენი ნიღაბი. შეუკვეთე ნივთები კატეგორიიდან სილამაზე & მოვლა და მიიღე შენაძენი უფასო მიწოდებით საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.