Topicrem სახის და ტანის მოვლის ერთ-ერთი რჩეული, ევროპული ბრენდია, რომელიც თავის მოვლის პროდუქტებს ყველა ასაკობრივი ჯგუფის ადამიანისთვის აერთიანებს. თუ თავის მოვლის პროდუქტების მარაგის შევსება გადაწყვიტე, სასურველ პროდუქტებს ონლაინ, VELI.store-ის ციფრულ სივრცეში იპოვი. ველიზე Topicrem-ის ცალკე კატეგორია დაგხვდება, სადაც შენი კანის ტიპის მიხედვით შენთვის საჭირო პროდუქტებს აღმოაჩენ.
ბრენდის ისტორია
ტოპიკრემი დიდი ისტორიისა და გამოცდილების მქონე ბრენდია, რომელიც 1994 წელს საფრანგეთში, ფარმაცევტულ კომპანია Mayoly Spindler-ში დაარსდა. ამბის მიხედვით, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ჟან-ჟილ ვერნინი შეშფოთდა საკუთარი შვილის სახის კანის მდგომარეობით. ბავშვს გამომშრალი და მგრძნობიარე სახის კანი ჰქონდა. ვერნინმა Mayoly Spindler -ის კვლევით ჯგუფს დაავალა შეექმნათ ღრმა დამატენიანებელი ფორმულა, რომელიც მგრძნობიარე და სიწითლისკენ მიდრეკილი კანისთვის იქნებოდა განკუთვნილი.
ამ ფორმულის მიხედვით შეიქმნა ტოპიკრემის სხეულის დამატენიანებელი რძე, რომელიც რევოლუციურ პროდუქტად იქცა. სხეულის დამატენიანებელი რძე ატენიანებს და ამშვიდებს კანს, აღადგენს კანის სტრუქტურას. თუ მგრძნობიარე, სიწითლისკენ მიდრეკილი კანის ტიპი გაქვს და ხშირად სიმშრალე გაწუხებს, დაათვალიერე ტოპიკრემის ასორტიმენტი ველიზე. შეარჩიე სახის დამატენიანებელი კრემი ან დასაბანი გელი სახლიდან გაუსვლელად ველიზე.
Topicrem-ის პროდუქტები ველიზე
VELI.store-ის ონლაინ მაღაზიაში ტოპიკრემის პროდუქტებს -20%-მდე ფასდაკლებით იპოვი. კატეგორიაში ასევე დაგხვდება:
- დასაბანი გელი მშრალი, ატოპიური და გაღიზიანებული კანისთვის;
- აღმდგენი კრემი დაზიანებული კანის სამკურნალოდ;
- ხელისა და ფეხის კრემები ღრმა დატენიანების თვისებებით;
- შხაპ გელი მგრძნობიარე ტიპის კანისთვის;
- მიცერალური წყალი მგრძნობიარე და ნორმალური ტიპის კანისთვის;
შეარჩიე შენი კანის ტიპზე მორგებული სახის ან სხეულის მოვლის საშუალებები სახლიდან გაუსვლელად და ისარგებლე უფასო მიტანის სერვისით ზუსტად 3 საათში, ნებისმიერ მისამართზე.
ტოპიკრემის საბავშვო ხაზი
მომხმარებელთა რჩეული ბრენდის ასორტიმენტში შეხვდები სახის კანის მოვლის საშუალებებს, Topicrem Baby-ს საბავშვო ხაზს და სხეულის მოვლის სხვადასხვა პროდუქტს. ტოპიკრემის საბავშვო ხაზი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადია ბაზარზე, რადგან რეკომენდებულია დერმატოლოგების მიერ ბავშვებისთვის, ჩვილ ბავშვთა მოვლისა და მგრძნობიარე კანის ტიპის მქონე ბავშვებისთვის.
თუ შენს პატარას მშრალი, მგრძნობიარე კანის ტიპი აქვს, უმჯობესია დაბანის დროს გამოიყენო Topicrem საბავშვო საპონი, რომელიც ტესტირებულია დერმატოლოგიურად, არ შეიცავს პარაბენებს და ალკოჰოლს, ასევე არის ჰიპოალერგიული და ეფექტური. საბავშვო საპონი ველიზე -15%-იანი ფასდაკლებით დაგხვდება. დაათვალიერე ფრანგული რჩეული ბრენდის, Topicrem-ის პროდუქტები ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად VELI.store-ზე. გააკეთე შენაძენი მარტივად და მიიღე პროდუქტები 3 საათში უფასოდ, შენთვის სასურველ მისამართზე.