კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
თვალი & ტუჩი
ფილტრაცია
დალაგება:

თვალი & ტუჩი

Narcyss Men თვალის კრემი 30 მლ-40%
151.20252.00
Narcyss Men თვალის კრემი 30 მლ
La Roche Posay თვალის კრემი Hyalu B5 15 მლ-15%
108.72127.90
La Roche Posay თვალის კრემი Hyalu B5 15 მლ
Soskin A + თვალის კრემი 15 მლ-10%
103.50115.00
Soskin A + თვალის კრემი 15 მლ
Nivea Original Care ტუჩის ბალმი-15%
Nivea Hydro Care ტუჩის ბალმი SPF 15-15%
COSRX Advanced Snail Peptide თვალის კრემი 25 მლ
Farmstay Real Aloe Vera ტუჩის ბალმი-30%
Nuxe Merveillance Lift თვალის კრემი 15 მლ
Soskin HydraWear R+ თვალის დამატენიანებელი კრემი 15 მლ-10%
Soskin Hydraglow ტუჩის გლოსი-10%
20 პროდუქტის ჩვენება

სახის კანის მოვლა მნიშვნელოვანია როგორც ფიზიკური, ისე სულიერი სიჯანსაღისთვის.


 იზრუნე საკუთარ ჯანმრთელობაზე და აქციე სილამაზე ყოველდღიურ რეალობად ველის უმაღლესი ხარისხის პროდუქციის საშუალებით.


ისარგებლე ფასდაკლებებითა და უფასო მიტანის სერვისით თავის მოვლის საშუალებებზე საქართველოს ყველა რეგიონში.
სილამაზესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის ველიზე წარმოდგენილია სხვადასხვა პროდუქცია: ვიტამინები, მაღალი ხარისხის დამატენიანებელი შრატი და სახის ნიღაბი , მზისგან დამცავი საშუალებები და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - თვალის და ტუჩის კრემი .


მაღალი ხარისხის თვალის კრემი ველიზე


თვალების გარშემო კანი ნაზია და განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. აქ წარმოდგენილი თითოეული თვალის კრემი შემუშავებულია ისე, რომ უზრუნველყოს მაქსიმალურად დელიკატური და ეფექტური მოვლა.


თვალის კრემი სახის მოვლის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, ის შეიცავს თვალის გარშემო კანის დამხმარე და ინგრედიენტებს სხვადასხვა პრობლემის პრევენციისთვის.


 ველი გთავაზობს ფასდაკლებებს საერთაშორისოდ ცნობილ, ყველაზე სანდო ბრენდებზე, როგორებიცაა:

 

  •  Lierac
  •  SkinChemists (ექსკლუზიურად მხოლოდ veli.store - ზე )
  •  Weleda
  •  Ziaja
  •  Vichy

და სხვ.

 

როგორ შევარჩიოთ თვალის კრემი


 თუ თავიდანვე სწორად შევარჩევთ თვალის კრემს, ბოტოქსი, მეზოთერაპია და სხვა პროცედურები კარგა ხანს არ დაგვჭირდება.
თვალების გარშემო კანი იმდენად თხელი და ნაზია, რომ არასწორი მოვლისა და ცხოვრების არაჯანსაღი წესის გამო მიმიკური ნაოჭები და მუქი წრეები შესაძლოა ადრეულ ასაკშივე გაჩნდეს. წლების მატებასთან ერთად კანის სტრუქტურაც იცვლება, ამიტომ თვალის საცხი სხვადასხვა ასაკში სხვადასხვა ნივთიერებით უნდა იყოს გაჯერებული.


ველიზე წარმოდგენილი თვალის კრემები შეიცავენ ნივთიერებებს, რომლებიც აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, – ასეთია კუნელის, არნიკას, გინკგოს ექსტრაქტები, – და ხელს უშლის პიგმენტაციას – ასეთია C ვიტამინი, ბუდლეიასა და თუთის ხის ფესვის ექსტრაქტები.

 

თვალის კრემის გამოყენება


თვალის კრემი რეგულარულად, დილა-საღამოს უნდა გამოვიყენოთ.


დავიტანოთ სახეზე სწრაფად, ამოღებისთანავე, თითის ბალიშების დარტყმითი მოძრაობით – ეს აძლიერებს სისხლის მიმოქცევას და აცხრობს შეშუპებას. კრემის კანში შეზელა არაა რეკომენდებული, რათა თავიდან ავირიდოთ დაჭიმულობა .


მნიშვნელოვანია დაძინებამდე 2 საათით ადრე წავისვათ თვალის კრემი, თვალის შიდა კუთხიდან გარესკენ, ყვრიმალის ზედა კიდეზე, ზომიერად.


 
ტუჩის ბალზამი


იმისათვის, რომ ლამაზად და ჯანმრთელად გამოვიყურებოდეთ მნიშვნელოვანია კარგად დატენიანებული, ჯანსაღი ტუჩები. გამომშრალი, დახეთქილი ტუჩის პრობლემის წინაშე სამწუხაროდ ხშირად ვდგებით, განსაკუთრებით ცივ და ქარიან ამინდებში. ამ პრობლემის საბოლოოდ გასაქრობად კი ველი გთავაზობს ყველაზე გამოცდილ და შედეგიან პროდუქტს -  ტუჩის ბალზამს.
 

  • ტუჩის ბალზამი ხელს უწყობს ტუჩების ჯანმრთელობის შენარჩუნებას

კანი ტუჩებზე სკდება, როდესაც მისი დამცავი ბარიერი სუსტდება. ტუჩის ბალზამი მის ზედაპირზე ქმნიან აპკს, რაც ხელს უშლის ტენიანობის დაკარგვას.  როცა ბალზამის შერჩევას გადაწყვეტ, შეეცადე იგი შეარჩიო ბუნებრივი ინგრედიენტებით: ექსტრაქტები, ზეთები. ისინი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, ცხიმოვან მჟავებს, ცილებს და მინერალებს — ყველაფერს, რაც აუცილებელია ტუჩების დელიკატური კანის ჯანსაღი მდგომარეობის შენარჩუნებისათვის.
 

  • შეგიძლია ტუჩის ბალზამი გამოიყენო როგორც პრაიმერი

ტუჩის ბალზამი ატენიანებს და ხელს უწყობს ტენიანობის შენარჩუნებას, რის გამოც ის შესანიშნავი პრაიმერი ხდება. ტუჩსაცხი გაცილებით უფრო თანაბრად იდება დატენიანებულ კანზე, ბზარებისა და აქერცვლის გარეშე, და უფრო მეტხანს ძლებს.რჩევა პროფესიონალისთვის: დაიტანე ტუჩის ბალზამი არა მხოლოდ ზედაპირზე, არამედ ტუჩების კონტურზეც, სრულყოფილი შედეგისთვის.
 

  • ტუჩის ბალზამი დაგიცავს მზის სხივებისგან

ულტრაიისფერი გამოსხივება აზიანებს კანს, ხდება მისი ნაადრევი ფოტოდაბერების მიზეზი და ზრდის ნაოჭების რაოდენობას — განსაკუთრებით ტუჩების ნაზ და ფაქიზ კანზე. შეარჩიე ტუჩის ბალზამი , რომელსაც აქვს მინიმუმ SPF 20 დამცავი ფაქტორი.  

 

 

  • ბალზამს აქვს ანტი-ასაკობრივი ეფექტი. 

ტუჩების კანი ძალიან თხელი და ნაზია, ამიტომ, ჩვენი სახის სხვა ნაწილებთან შედარებით, მასზე უფრო მალე ჩნდება მიმიკური ნაოჭები. სწორად შერჩეული ტუჩის ბალზამი არა მხოლოდ გააჯერებს ტუჩებს სასარგებლო ნივთიერებებით, არამედ ვიზუალურად შესძენს მათ მკვრივ, დატენიანებულ იერს.
 

  • მათ უბრალოდ საუცხოო სურნელი აქვთ

სწორად შერჩეულ ბალზამში მოვლასა და დატენიანებაზე პასუხისმგებელია გემრიელი ინგრედიენტები: ქოქოსი, ვანილი, ხილი. ისინი ისეთი ბუნებრივია, რომ შეჭმა მოგინდება! მარტო არომატითაც კი ტუჩის ბალზამები კარგ ხასიათზე გვაყენებენ. შეარჩიე შენი საყვარელი არომატი ველის ბალზამების უდიდეს ჩამონათვალში.


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.